საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

როგორ დაიბადა საყოვლადწმინდო სადღეგრძელო
ალექსანდრე თაქთაქიშვილი

დღეს ყოველი ქართული სუფრა, როგორც წესი, „საყოვლადწმინდოთი“ მთავრდება - თანამეინახენი დედა ღვთისმშობელს სთხოვენ შეწევნასა და დახმარებას. თუ როდის და რა ვითარებაში იქნა შემოღებული ეს წესი, ამის თაობაზე თავის წიგნში „თელავი“ წერს XIX საუკუნის ცნობილი ქართველი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ორბელიანი, რომელსაც ერთ სახელდახელო, მწვანეზე გაშლილ სუფრასთან, ქართველ გლეხკაცებთან თავად დაულევია ეს სადღეგრძელო და თანაც განუმარტავს მისი წარმომავლობა:

„კათხა ავიღე ღვინით და საყოვლადწმინდო ვთქვი: ახლა საყოვლადწმინდო უნდა დავლიოთ და უკანასკნელი ეს იქნება მეთქი. იმათგანმა ერთმა მთხოვა - „გეცოდინებათ ეგ სიტყვა რათ არის შემოღებული ჩვენში?“ მე კათხა ძირს დავდგი და მოვყევ.

„-მეფე ირაკლი, დარეჯან დედოფალი, ზოგიერთი ბატონიშვილები ქალი და კაცი, ზოგიერთნი დიდი კაცნი, ზოგიერთნი თავად აზნაურნი მომავლებულან კახეთიდგან და ნინოწმინდელს სწვევიან ნინო წმინდას. იმ ღამეს უცხო პურობა გადაუხდია და ყველანი იმასთან ყოფილან ვახშმათ, სადაც უბრძანებია მეფეს გამხიარულება და თვითონაც აჰყოლია იმათ. იმ დროს, იქ, სხვა სიმღერა არა ყოფილარა, თვინიერ გალობისა და საუცხოვო წარსათქმელებისა: ყოფილა დიდი სიმხიარულე, ურთიერთმანეთთან გადალევ გადმოლევა და სადღეგრძელოები რიგზე შესაფერად. შუაღამიდამ ბევრი დრო გასულა კიდევ, რომ ზრდილობიანი ლხინი ისევ ყოფილა და თავაზიანი სიმხიარულე. ბოლოს მეფეს უბრძანებია ნინოწმინდელისათვის:

- „ჭეშმარიტად უცხო ლხინია, მაგრამ დრო არის, საკმაოა. კარგი ღამე გავიდა და სადღეგრძელოებსაც მოვრჩით, უბრძანეთ სუფრის აღება“.

პასუხი ნინოწმინდელისა.

- „არა ჩემო ხელმწიფეო, მართალია ყველას სადღეგრძელო გეახელით, თქვენის ბედნიერებით და თქვენის მოწყალებით უცხო ლხინიც გადავიხადეთ. მაგრამ ერთი კიდევ დაგვრჩა, ნება მომეცით ისიც გიახლოთ“.

მეფე ირაკლის რომ ნება დაურთვია, ნინოწმინდელი ფეხზე წამომდგარა, ამას მეფე-დედოფალი აჰყოლიან  და სხვანიც ფეხზე დამდგარან ყველანი. ამასთან ნინოწმინდელს თასი მოუთხოვია, უტვირთავს; მოსამსახურესაც, მარჯვენა ხელში წითელი ღვინო დაუსხამს და მასუკან რავდენიმე სიტყვა უთქვამს.

- „ეს არის საყოვლადწმინდო, ჩემო ხელმწიფეო ირაკლი. რადგან ჩვენი ქვეყანა წილხდომილია ღვთისმშობლისა, რადგან ჩვენი ქრისტიანობის მიზეზი ის არის და იმის საუფლისწულონი ვართ ჩვენ, ამისთვის იმისი მადლი, იმის მოწყალება იყოს შენს სახლზე მეფეო ირაკლი და ამ შენს ქვეყანაზე. იმ ყოვლადწმინდას ვევედრები ჩემი ცოდვილის პირით: შენ შენი სახლობა და ეს შენი საქართველოს შვილები, რომელნიცა შენთან ღვრიან სისხლსა მარადის, განგაძლიეროსთ, ბედნიერად გამყოფოსთ და დღეგრძელობა მოგცესთ მრავალჟამიერ...“

ამ ნინოწმინდელის სიტყვაზე, მრავალჟამიერ წარსთქვეს მგალობლებმა გალობით და სხვანიც ამათ შესდგომიან სადღეგრძელოებს. „აი, ძმებო, საიდგან არის შემოღებული ჩვენში ეს საყოვლადწმინდო“.

ამ სიტყვასთან ფეხზე წამოვდეგ, სხვანიც ამყვნენ, საყოვლადწმინდო დავლიე კარგის გულით და კარგადაც დავლოცე ისინი, გძელი მრავალჟამიერის შემდეგ, სხვებმაც დალიეს.“

ასე მთავრდება ალექსანდრე ორბელიანის მოგონება, სადაც ჩვენთვის კიდევ ის არის საგულისხმო, რომ ისინი, ვინც ალექსანდრე ისტუმრა (მისი აღწერით, „ამ გულმარტივ, წრფელთა კაცთა, უარი როგორ ეთქმოდა, მიველ და კარგის გულით იმათ შუაში დავჯექ“-ო), ეს ალალი გლეხკაცნი მთელი პურობის მანძილზე ისე მღეროდნენ თურმე ხალხურ სიმღერებს, რომ, ვინ იცის, ნინოწმინდელის მგალობლებსაც არ ჩამოუვარდებოდნენ!


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq