საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ნაწყვეტი ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს სხდომაზე, 1990 წ. 14 ნოემბერს

''...როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება ეკონომიკური რეფორმა გარდამავალ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის საფუძველის ჩაყრა, ცენტრალური დაგეგმვის ეკომომიკური დიქტატისაგან მისი განთავისუფლება, ახალი პოლიტიკური სტრუქტურების ჩამოყალიბება, მიწის კანონი, პრივატიზაცია და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ძირითადი პრინციპები... სამართალდამცავი ორგანოების დეპარტიზაციის და მართლწესრიგის განმტკიცების ღონისძიებები, კულტურისა და განათლების სისტემის რეორგანიზაცია... 

საქართველოში პირველად მთელი საბჭოური პერიოდის მანძილზე არჩევნები გაიმართა საბჭოური კონსტიტუციით რეგლამენტის გარეშე, ხოლო პარტიები რეგისტრაციაში გაატარეს არა სახელმწიფო მართვის ორგანოებმა, არამედ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც პარიტეტული პრინციპებით იყო დაკომპლექტებული, თანაც ეს რეგისტრაცია არ ყოფილა რეგლამენტირებული არსებული კონსტიტუციით. ეს უდიდესი მიღწევაა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, მეგობრებო. მთელი მსოფლიო განცვიფრებულია დღეს ამ მიღწევებით!..

კოლონიური თვითმმართველობა ყოველთვის მეტროპოლიას ნიშნავს, მას ხალხი არ ირჩევს. საქართველოში ეროვნული ხელისუფლების არჩევამ ზღვარი დაუდო საქართველოს კოლონიურ სტატუსს...

საბჭოთა პერიოდში საქართველოში განსაკუთრებით უხეშად ირღვეოდა მკვიდრი ქართული მოსახლეობის უფლებები, ილახებოდა მისი ინტერესები, ქართველთა დისკრიმინაციამ კულმინაციას მიაღწია, განსაკუთრებით ისეთ რაიონებში, სადაც კომუნისტურმა ტოტალიტარიზმმა დაამყარა არაქართველი მოსახლეობის ეთნოკრატიები...


საბჭოთა პერიოდში საქართველო ოფიციალურად გამოცხადდა ეროვნებათა შერწყმისა და დიფუზიის თავისებურ ლაბორატორიად, რასაც ჰქონდა ერთადერთი მიზანი: ქართველი ერის სრული ასიმილაცია, მეზობელი ერების ხელოვნურად დაჩქარებული დემოგრაფიული ექსპანსიის გზით. ამ მიზნით ხდებოდა აგრეთვე ბიუროკრატიული აპარატის კორუფციაზე თვალის დახუჭვა და რამდენადმე მისი სტიმულირებაც, რის შედეგადაც უკანასკნელ წლებში საქართველოს მთელ რიგ რაიონებში არაქართველი მოსახლეობის ხელში აღმოჩნდა ათასობით ჰექტარი საუკეთესო სავარგულები...


საქართველოს პარლამენტმა თავის უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს საქართველოში ქართული მოსახლეობის უფლებრივი გარანტიების დაკანონება...


საჭიროა შემოღება მიწის კანონისა, რაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს საქართველოს მოქალაქის სტატუსის შემოღებას, ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს უნდა გადაეცეთ მიწა კერძო მფლობელობაში გასხვისების უფლების გარეშე.


დავაწესეთ აგრეთვე საქართველოდან ღვინის, ხილისა და სხვ. პროდუქტების უკონტროლოდ და დიდი რაოდენობით გაზიდვის აკრძალვა. უკანასკნელ ხანებში გაძლიერდა საბოტაჟის ფაქტებიც. კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები (საუბარია ადგილობრივ, მუნიციპალურ არჩევნებამდე), დიდი რაოდენობით აბარებენ პირუტყვს სასაკლაოებს და ხორცკომბინატებს, ყიდიან მანქანებსა და სხვ. ტექნიკას, რასაც შეგნებული საბოტაჟის ელფერი დაჰკრავს.
ჩვენ ვაფრთხილებთ ყველას: მართალია ჩვენ გამოვაცხადეთ ეროვნული შერიგება და შემწყნარებლობა, გამოვაცხადეთ, რომ არავის განვიკითხავთ წარსული ცოდვებისათვის, მაგრამ ვინც ამიერიდან დაუპირისპირდება დღევანდელი განახლების პროცესს, ისევ კორუფციით, სპეკულაციით და საბოტაჟით გაამწვავებს ისედაც გამწვავებულ ვითარებას, პასუხს აგებს ერისა და კანონის წინაშე... 


(საინტერესოა ჯამური მაჩვენებლები)-


1989 წელს კარაქის მარაგი შეადგენდა 8,9 ათას ტონას, წელს ეს მარაგი შემცირდა 3,6 ათას ტონამდე, შესაბამისად, კვერცხის მარაგი შემცირდა 48,7 მილიონი ცალიდან 26,3 მილიონ ცალამდე, შაქარი -15,7 ათასი ტონიდან -14 ათას ტონამდე; (ასევეა დაჯამებული ხორცის წარმოება, ძეხვეულის, ყველის და ა. შ. ამ სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, იქვე საუბრობს წლების მანძილზე საქართველოს კოლონიურ ძარცვასა და სხვ. შემაფერხებელ დესტრუქციულ ფაქტორებზე)...


მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებთან რესურსებს უნდა ანაწილებდნენ საბაზრო ძალები და არა ბიუროკრატია... (ასევე საუბარია კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე, კერძო საკუთრებაზე, თავისუფალი შრომის ბაზრებზე, თუ როგორი ფორმით ჩამოყალიბდება საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობები).


დამნაშავეობას ვთვლით სოციალურ პრობლემად, ვინაიდან მას წარმოშობს მახინჯი სოციალ-პოლიტიკური წყობილება, რომელშიც ვცხოვრობდით წლების მანძილზე, რელიგიის განადგურება, ზნეობის დაცემა, სულიერი იდეალების მივიწყება...


ჩვენ მივესალმებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია ||-ის საგანგებო ბრძანებას, რომელიც გმობს კაცის კვლას, როგორც უმძიმეს დანაშაულს ერის წინაშე, და ვთვლით, რომ ანათემისა და ერისაგან მოკვეთის ღირსია ყველა ის ქართველი, რომელიც თავის მოძმეს გაიმეტებს... 


ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში საფრთხე შეექმნა სულიერ და კულტურულ ღირებულებებს. კატასტროფულ მდგომარეობაშია ქართული კულტურის უნიკალური ძეგლები: ალავერდი, მრავალძალი, ალვანის ცხრაკარა, ნიკორწმინდა, ზარზმა და მრავალი სხვანი...


აუცილებელია განვიხილოთ აგრეთვე რაიონული თეატრების, მხარეთმცოდნეობისა და მემორიალური მუზეუმების დოტაციის საკითხები, სამხატვრო აკადემიის, კონსერვატორიის, თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო პროგრამების გადახედვა-დახვეწა და მატერიალური ბაზის მოგვარება, მეცნიერებათა აკადემიის სტატუსის განხილვა, მეცნიერების მართვის ცენტრალიზებულ-ბიოროკრატიული სისტემის რადიკალური რეფორმა.


აუცილებელია საქართველოს წევრობა-მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციებში: ძეგლთა დაცვის ხაზით იკომოსში, სამუზეუმო საქმის ხაზით-იკომში და ა. შ.


უნდა აღვადგინოთ საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სრულფასოვანი სწავლება, უნდა გაფართოვდეს რელიგიური სწავლება, შეიქმნას საკვირაო სამრევლო სკოლები და თეოლოგიური ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში...


ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი მოძრაობა, უწინარეს ყოვლისა, რელიგიური მოძრაობაა, რამეთუ რელიგიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული აღორძინება...


ქართველი ერის გზა სათნოების გზაა, სიქველის გზაა, სიყვარულის გზა, ქრისტეს გზაა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

კურთხეულ იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო! 

ჩვენთან არს ღმერთი! 

ამინ!''

მამული, ენა, სარწმუნოება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
წმიდა იოსებ არიმათიელი
31 ივლისს (13 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იოსებ არიმათიელის (I) ხსენების დღეს.
gaq