საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ლევან ფრუიძე - რაჭის გადარჩენა შესაძლებელია, თუ ხელისუფლება მეცნიერულ აზრს გაითვალისწინებს
ლევან ფრუიძე

რაჭის გადარჩენა შესაძლებელია, თუ ხელისუფლება მეცნიერულ აზრს გაითვალისწინებს

 

XX ს-ის 50-იან წლებში მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა გუდანაბადი ავიკარი და რაჭის სოფლები ფეხით შემოვიარე. მაშინ სოფელი ჯერ კიდევ სუნთქავდა, რადგან სტალინის პოლიტიკიდან გამომდინარე, სოფლის ტრადიციული სახე, ისტორიულ- ეთნოგრაფიული საზღვრები შენარჩუნებული იყო. კოლმეურნეობები სოფლის შიგნით ჩოყალიბდა, ბრიგადები გვაროვნულ უბნებს დაემთხვა, ხოლო რგოლები გვაროვნულ უბნებში პატრონიმიულ/მოდგმათა განახლებას.  ამრიგად, კოლმეურნეთა სისტემა ცივილიზაციის საწყისებიდან სოფლებზე გადანაწილებულ ადგილ-მამულის გამოყებენას ითვალისწინებდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ კი მდგომარეობა შეიცვალა. საბჭოთა იმპერიის ახალმა მესვეურებმა სოფლები პერსპექტიულ და არაპერსპექტიულ დასახლებებად დაყვეს, რაც საქართველოსთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდა. სტალინური დისციპლინის მოშლამ კოლმეურნეობები გააკოტრა, ხელისუფლებამ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და მათი შეერთება დაიწყო. მოიშალა სოფლების ტრადიციული  გამიჯვნა, საზღვრები. მოსახლეობა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვისა გაქცევა შეეძლო, გაიქცა. ეს ანომალია დღემდე გრძელდება. და აი, ანაზდეულად საბჭოთა ხელისუფლება დაემხო. საქართველომ დამოუკიდებლობა მეორედ მოიპოვა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალნაცად გზას დავდგომოდით, მეცნიერული აზრის სრული იგნორირებით ხელებს კვლავ ბნელში ვაცეცებთ. რაჭა-ლეჩხუმი და მთელი საქართველო ამ გაუაზრებელი პოლიტიკის მსხვერპლი გახლავთ. ორმოცდაათ წელზე მეტია ეთნოგრაფიულ მეცნიერებას ვემსახურები და დავრწმუნდი, რომ მართვის პროცესები, რაც ჩვენთან მიმდინარეობს, ანარქიულია, იმპულსურია და სრულფასოვან, ჭეშმარიტ სახელმწიფო პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს...

გეთანხმებით, მკაცრი შეფასებაა, თუ ვინმე პასუხს მომთხოვს, განმარტებებს სიამოვნებით მივცემ, ამჟამად კი რაჭა-ლეჩხუმს დავუბრუნდეთ.

საბჭოთა კავშირში ყოველწლიურად ეთნოგრაფთა საკავშირო შეკრებები ტარდებოდა. იქ ხშრად ხმაურდებოდა საგანგაშო მოვლნა. ერთ-ერთი ასეთი იყო ის, რომ XX ს-ის 60-იან წლებიდან საბჭოთა იმპერიაში ამბროლაური ერთადერთი რაიონი გახლდათ, სადაც მოსახლეობის ბუნებრივი კლება დაიწყო. შედეგები სახელზეა და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ...

ფრიად სასიამოვნოა, რომ ახალმა ხელისუფლებამ არსებული დემოგრაფიული კოლაფსი გააცნობიერა და რაჭა-ლეჩხუმმა ხევსურეთის ბედი რომ არ გაიზიაროს, საგანგებო ღონისძიების გატარებაზე ფიქრობენ. ისიც სასიამოვნოა, რომ დემოგრაფიული პოლიტიკა დემოგრაფიულ მეცნიერებას ეფუძნება და უეჭველია შედეგიც არ დააყოვნებს. პროფ. ანზორ თოთაძე ახლახანს გამოცემულ წიგნში - „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა“, თბ. 2013, სწორად აღნიშანვს: „რაჭაში, სანამ კიდევ უსაშველოდ გვიან არ არის, საჭიროა მეცნიერულად დასაბუთებულ ღონისძიებათა მთელი კომპლექსების გატარება“ /გვ/52/. მხარს ვუჭერთ მის პრაქტიკულ წინადადებებს: უპირველეს ყოვლისა, დასაქმების პრობლემების გადაჭრას, ნედლეულის ადგილზე გადამუშავებას, ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენებას, კურორტებისა და ტურიზმის ურთიეთშეხამებას, მეურნეობის ტრადიციული დარგების გამოცოცხლებას და ა.შ.

რაც შეეხება რაჭის განვითარების უპირატესი პროფილის გამოკვეთას, ეს საკითხი საუკუნეების მიღმაა გადაწყვეტილი. რაჭა ლეგენდარული მდინარის რიონის/ფაზისის სათავეებში მდებარეობს. იგი კოლხური კულტურისა და პირველადი მეტალურგიის ერთ-ერთი უპირველესი კერაა. ჯერ კიდევ ბრილის გათხრებმა ცხადყო, რომ აქაური მიწა-წყალი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საგანძურის შემცველია. XX ს-ის 60-იან წლების შემდეგ აქაურ ისტორიულ მიწას არქეოლოგიის ბარი აღარ მიჰკარებია. რაც შეეხება ისტორიულ- ეთონოგრაფიულ კვლევას, ნაშრომები შინ ამაოდ მიწყვია. ისეთი დრო დადგა, საკუთარი წიგნები თვითონ უნდა დაბეჭდო და დაარიგო. რაც დამოუკიდებელი გავხდით, საქართველოში ინტელექტიაულური და შემოქმედებითი შრომა აღარ ნაზღაურდება.

საგანგაშოა, ტექნოკრატებმა რაჭის მსოფლიო მნიშვნელობის მიწა-წყალი ჰიდრო-ჰესების მშენებლობისათვის რომ გაწირეს. ეკოლოგიის დარგის მეცნიერ-სპეციალისტებმა მოსალოდნელი საფრთხე გამოწვლილვით წარმოაჩინეს და რაჭას ამ მხრივაც ყოფნა-არყოფნის დილემა უდგას...

რაჭის სოფლები ხეობებში ვერტიკალურ ზონალობაშია განლაგებული. თითოეული ხეობა თემს ქმნის. დასახლებანი კერძ-მოკეთეობის საფუძველზე, თავის მოსავალს, ჭირნახულს ერთმანეთს უზიარებდა. სამწუხაროდ, ეს სიმბიოზი კარგა ხნის დარღვეულია. რაჭის სოფლები საზღვრებმოშლილია, ხოლო რაჭველი კაცი ბუდემოშლილი. ამბროლაურის რაიონში ბუნებრივი კლება შემთხვევით არ დაწყებულა. სწორედ აქ მოდის საყოველთაოდ სახელგანთქმული ღვინო ხვანჭკარა, რომელიც დღეს საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე ფალსიფიცირებული ღვინოა. ამ ღვინის გაუკუღმართება, ტრადიციული მეურნეობის მოშლამ, ადგილობრივი მოსახლეობის ბუნებირივი კლება გამოიწვია. წელს /ვგულისხმობ 2013წელს/ შემსყიდველებმა ხვანჭკარის მომცემ წმინდა ჯიშებში - ალექსანდრეულსა და მუჯურეთულში საკამაოდ მაღალი ფასი მისცეს. ერთი შეხედვით ეს თითქოს ძალიან კარგია, მევენახეებს შემოსავალი აშკარად გაეზ

არდათ, მაგრამ იმაზე არავინ დაფიქრებულ, რომ ამით ხვანჭკარის ფალსიფიკაცია გაიზარდა. მსოფლიოში რაც ხვანჭკარა იყიდება, იმასთან შედარებით ამბროლაურის რიონში მოწეული ყურძენი ზღვაში წვეთია. ყურძნის ფასს გამოდევნებული არცერთი ოჯახი ტრადიციული წესით ღვინოს აღარ აყენებს, თუ აყენებს ფალსიფიცირებულს, თვითონაც იწამლება და სტუმრებსაც წამლავს. ღვინოს ვენახზე მეტი მოვლა სჭრდება, მიუხედავად ამისა, ოჯახში ტრადიციული წესით დაყენებულ ღვინოს არავითარი ფასი არ აქვს. ამრიგად, საოჯახო მეურნეობამ ყოველგვარი ფასი დაკარგა, მაშინ, როდესაც იუნესკომ, საქართველოში ტრადიციული წესით დაყენებულ ქვევრის ღვინოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ეს ფრიად სასიხარულოა და ფრიად საპასუხისმგებლო, ჩვენთან კი ეროვნული მევენახეობა-მეღვინეობის მიმდევარი მეურნეების ჯანმრთელობა და ფსიქიკა შეუქცევადად იბღალება...

როდემდე?

2013 წელს თბილისში შავნაბადას მონასტერში კოვზებით ნაგროვები ქართული ენდემური ხორბლეულის - მახასა და ზანლურის თესლი რაჭაში, ოდესღაც მათი გავრცელების არეალში, დასათესად ჩავიტანე, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებას გული ვერ ავუჩვილე. ჩემი შესაძლებლობებით რაჭა-ლეჩხუმში ტრადიციული მეურნეობის მიმდევარი გლეხი ვეღარ აღმოვაჩინე. ასე, რომ უძვირფასესი თესლი მიწას ვერ მივაბართ. არადა, რაჭა-ლეჩხუმის გადარჩენა მარტოოდენ ტრადიციული მეურნეობის აღდგენას და მკვიდრ მიწათმოქმედთა საშუალო ფენის ჩამოყალიბებას შეუძლია.

დემოგრაფიული კოლაფსიდან ქართველი ერი რომ გამოვიდეს, საქართველოს თითოეულ მხარეში კომპლექსური ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი. სახელდობრ, საჭიროა დაუყოვნებლივ რაჭისთვის მეცნიერ-სპეციალისტთა კომპლექსური ექსპედიცია ჩოყალიბდეს, რათა ზუსტად დავადგინოთ იქ ჯერ კიდევ ცოცხალ სოფლებში მცხოვრებთა რაოდენობა; განისაზღვროს სოფლის სტატუსი, შეძლებისდაგვარად აღვადგინოთ სოფლების მოშლილი ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზღვრები, შევისწავლოთ საარსებო მიწაწყლისა და ბუნებირივი რესურსების თანამედროვე მდგომარეობა; სოფლის სტატუსთან ერთად გნისაზღვროს კომლის სტატუსი/მუდმივი მაცხოვრებელი კომლი/მხოლოდ ზაფხულობით მიმსვლელი/ნახევრად მიტოვებული და მიტოვებული სახლ-კარი; გაირკვეს შრომისუნარიან მუდმივ მცხოვრებთა რაოდენობა და სასურველია მათი დასაქმება საკუთარ კარმიდამოში განხორციელდეს. უნდა შევძლოთ მოწეული პერდუქციის სწრაფი რეალიზაცია. ჯერჯერობით რაჭასა და საერთოდ ქვეყნის სოფლებს, თუ ქვეყნის ხელისუფლების ორაგნიზებულობა და კეთილი ნება იქნება, თვითგადარჩენის შესაძლებლობა აქვთ. ყოველი მკვიდრი გვარი, ყოველი პიროვნება თავის ადგილისდედას, ფუძესოფელს დაუბრუნდება, თუ ამის შესაძლებლობა ექნება. იქ უცხოთა და მითუმეტეს პატიმრების თუ პატიმრადყოფილთა შეყვანა ყოვლად გაუმართლებელია. უცხოთა საპირისპიროდ, მკვიდრ მამულიშვილთა შთამომავლობით შრომითი ჩვევები, თაობიდან თაობაზე გადაცემული წინაპართა ცოდნა-გამოცდილება, სრულფასოვანი ადაპტაციის საფუძლევთა-საფუძველია. ვედრე საქართველოს თითოეული გვარი სიცოცხლისუნარიანია და მოქმედია, მათ გულებში მამაპაპათა ხსოვნა ღველფივით ღვივის, ყოველგვარი პირობა უნდა შევუქმნათ, რომ მშობლიურ მიწას დაუბრუნდნენ. აქედან გამომდინარე, ყველა ჯანსაღი აზრი უნდა შეერთდეს და განზოგადდეს, თითოეული ნაბიჯი ასჯერ გაზომვისა და ერთხელ გადაჭრის პრინციპით უნდა გადაიდგას. შეუსწავლელ და არაორგანიზებულ სოფელში თანხების დაბანდება უაზრობაა. საზოგადოებისა და ხელისუფლების, როგორც ცენტრალურის, ისე ადგილობრივის ძალისხმევა უნდა შეერთდეს. რაჭის კომპლექსური სამეცნიერო ექსპედიცია ამ ზამთარშივე უნდა დაკომპლექტდეს, სასურველია საქართველოს ეროვნულ აკადემიასთან არსებული საქართველოს მთიანიეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის ბაზაზე, რომელმაც ახლახანს გამოსცა კრებული - „რაჭა, წარსული, აწმყო და მომავლი“. კრებული ამ მხარის თითქმის ყველა სასიცოცხლო დარგს მოიცავს/აღწერს.

ექსპედიცია მაღალკვალიფიციური სპეციალსიტებით დაკომპლექტდება, შეადგენს მოქმედების სრულყოფილ გეგმას და დედაქალაქშივე იმუშავებს რაჭიდან გამოსულ საზოგადოებასთან. თბილისში რაჭიდან გამოსულ 100 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. თთოეული ხეობისა და სოფლის გათვალსიწინებით მკვიდრ რაჭველთა მობილური ჯგუფები შედგება. ყველამ თავის ხეობას, სოფელს და მიტოვებულ სახლ-კარს უნდა მიხედოს, თითოეულ მათგანს ორიენტირს მოქმედი სამეცნიერო-კომპლექსური ექსპედიცია მისცემს. რაჭის საზოგადოება გარდაქმნილი რაჭის გადარჩენისა და განვითარების კავშირად, რაჭიდან გამოსული სამოცზე მეტი საგვარეულო კავშირი ჩამოყალიბებულია და ცდილობენ საკუთარ ადგილისდედას -ფუძესოფელს მიხედონ, მიეშველონ და სული ჩაუდგან. ამრიგად, მასობრივი მოძარაობა დაწყებულია. მთავარია მისი შედეგიანად წარმარტვა, ხალხისა და ხელისუფლების სიმბიოზი. კარსმომდგარი თვითმმართველობის არჩევნები და საყოველთაო აღწერა ხალხის ნების გამოხატვით უნდ ჩატარდეს. აუცილებელია თითოეული მნიშვნელოვანი კანონპროქტი კანონად საერთო-სახალხო განხილვის შედეგად იქცეს, რათა ხმა ღვთისა და ხმა ერისა ქართული სახელმწიფოს მართვას საფუძვლად დაედოს.

ლევან ფრუიძე,

ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, აგრარული ეთნოგრაფიის სპეციალისტი.

თბილისი, 2014 წლის 10 იანვარი. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq