საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ქაიხოსრო გურიელის გაწბილება რუსების მიერ (ტყვეებით მოვაჭრეთა რისხვა)
გუბაზეულის ხეობა - ფოტო ნონა მამალაძის
1829 წლის 25  ოქტომბერს ჩარშამბაში, ოსმალეთის იმპერიაში გარდაიცვალა გურიის ბატონიშვილი ქაიხოსრო, გიორგი V გურიელის ვაჟი. გურიის სამთავროს რეგენტი 1797-1809 წლებში.

განათლება მიიღო გელათში, სადაც ბერად აღკვეცილი შემოქმედის ეპისკოპოსობისთვის ემზადებოდა.

1797 წელს ერისკაცობას დაუბრუნდა და გურიაში ჩავიდა. გადააყენა მთავარი ვახტანგ III გურიელი, თუმცა საბატონიშვილო დაუტოვა. მამია V გურიელის მცირეწლოვანებაში სამთავროს განაგებდა და ფლობდა საშემოქმედოს ეკლესიის მამულს. 

ენერგიული საქმიანობით შეკვეცა ფეოდალთა თვითნებობა და გააძლიერება მთავრის ხელისუფლება. მოიწვია საეკლესიო კრება და აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა (ტყვეებით მოვაჭრეებს სიკვდილით სჯიდა).

მოაწესრიგა ვაჭრობა. საგარეო ურთიერთობაში ანტითურქულ პოლიტიკას ატარებდა და მხარს უჭერდა გურიის სამთავროს რუსეთთან კავშირს გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების მიხედვით.

მაგრამ გურიელ ბატონიშვილს არ გაუმართლდა ჩანაფიქრი, რუსეთმა გააუქმა საქართველოს სამეფო-სამთავროები და ქართული ეკლესიის ავტოკეფალია... 

1820 წელს ქაიხოსრო ბატონიშვილი წინ აღუდგა რუსი ეგზარქოსის თეოფილაქტეს ბარბარუსულ და ანტიქრისტიანულ " საეკლესიო რეფორმას",   დრამაც დასავლეთ საქართველოში "საეკლესიო აჯანყება" ("ცერკოვნი ბუნტი"). ქაიხოსრო გურილემა შეიფარა იმერეთის აჯანყების მეთაური ივანე აბაშიძე. აჯანყების დამარცხების შემდეგ თურქეთში გადაიხვეწა.

ცნობილია, რომ ამ დროს რუსმა იმპერიალისტებმა არა ერთი სოფელი მიწასთან გაასწორეს...

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq