საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

სოლომონ მაჭავარიანი - ჩვენი ნაციონალიზმი

საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდგომ, 1921 წლიდან უცხოეთში მოღვაწეობდა არა ერთი შესანიშნავი ქართველი. მათი ცხოვრების მიზანი იყო საქარტველოს გამოხსნა რუსული იმპერიის ტყვეობიდან. ლევან ზ. ურუშაძე წერს: "ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის ქართული არასოციალისტური პოლიტიკური ემიგრაციის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით 1924 წლის სექტემბრის დამლევს პარიზში დაფუძნებულ მემარჯვენე ორგანიზაციას – “ეროვნული ერთობის დარაზმულობა “თეთრი გიორგი”. ორგანიზაცია დააფუძნა 5-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა შალვა ბერიძის (შემდგომში ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორი) ხელმძღვანელობით.
 1925 წლის ნოემბრამდე ორგანიზაციას ეწოდებოდა “საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა “თეთრი გიორგი”. 1925 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის ხელმძღვანელად (მთავარ მდივნად) მიწვეულ იქნა გამოჩენილი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, გენერალი ლეო კერესელიძე, დარაზმულობამ ის სახელწოდება მიიღო, რომლითაც იყო ცნობილი არსებობის ბოლომდე. მცირე ხნის შემდეგ, 1926 წლის დამდეგს, ლ. კერესელიძემ თავის მოადგილედ მიიწვია სიყრმის მეგობარი, გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფართოდ ცნობილი მეცნიერ-ისტორიკოსი, პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი. სწორედ ისინი იქცნენ “თეთრი გიორგი”-ს მთავარ ოდეოლოგებად. არსებობის ოცდაათი წლის მანძილზე ორგანიზაციამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიაში".

თეთრი გიორგი რიგებში მოღვაწეობდა არა ერთი ესანიშნავი ქართველი, მათ შორის სოლომონ მაჭავარიანი. დღეს გვინდა მისი პატარა წერილი წარმოგიდგინოთ. ამ წერილში კარგად ჩანს ეროვნული იდეოლოგიის მნიშვნელობა როგორ ესმოდათ ჩვენს სასახელო მამულიშვილებს. მათ წიაღში იშვა და დამუშავდა ინტეგრალური ნაციონალიზმის თეორიაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ხალხისთვის იმ პერიოდში და ახლაც ძალიან აქტუალურია, როგორც შიდა პოლიტიკაში, ისე საგარეო ურთიერთობებში.

ჩვენ მივსდევთ ამ დიდებული მამულიშვილების კვალს და ვცდილობთ ეროვნული იდეოლოგია თანამედროვეობის შესაბამისად კვლავ იყოს საზოგადო ცხოვრების საფუძველი. 

და  უნდა მოვუწოდოთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, თუ ვინმეს უნდა რამე გააკეთოს და რამეს მიაღწიოს, როგორც იტყოდა დიდი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია" ჯერ ძველების მიბაძვით უნდა დაიწყოს" ანუ სწავლით. ქართული ნაციონალიზმი, და საერთოდ ქართული ეროვნული იდეოლოგია ახლა არ იქმნება და მას რამდენიმე ათასწლოვანი ისტორია აქვს (მიუხედავად ერქვა თუ არა ეს სახელები), ამიტომ, ჩვენ უნდა ვიქცეთ შემადგენელ ნაწილებად ამ ჯაჭვისა, რომელიც გააერთიანებს წინა და მომავალ თაობებს.

წინამორბედთა უარყოფით არაფერი გამოვა...

თეთრი გიორგის ორგანიზაციის შესახებ მასალებს კი კვლავაც წარმოგიდგენთ.

გაიოზ მამალაძე

სოლომონ მაჭავარიანი


ჩვენი ნაციონალიზმი

ქართული პოლიტ.პარტიები სამარცხვინოდ დამარცხდნენ: მათ ვერ დაიცვეს საქართველო და მტერს ჩააბარეს იგი; 1924 წელს სრულიად მოუმზადებლებმა ააჯანყეს ქართველი ერი, რასაც მოჰყვა ათასობით რჩეულ ქართველთა ,,დაკვლა’’ და ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნივთიერი და ფიზიკური დაზარალება.

ამ დამარცხებულ პარტიებს არც შეუძლიათ ხალხის ხელმძღვანელობა და არცა აქვთ ამისი უფლება. თუ უწინ ქართველი ხალხის ინტერესებს ვერ უპასუხებდნენ თავიანთი იდეური და პოლიტიკური შინაარსით, დღეს საქართველოში შექმნილი ახალი სულისკვეთებისა და ვითარების გარეშე დარჩნენ იგინი სრულიად.

საჭირო იყო ახალი ძალა, რომელმაც საქართველო სწორე გზაზედ უნდა დააყენოს. ამ ახალ ძალად თეთრი გიორგი წამოიჭრა. ის წარმოშვა საქართველოს ცხოვრების დღევანდელმა სინამდვილემ და მისი ინტერესების საჭიროებამ. –

ხუთი წელიწადია რაც თ. გიორგი აქტიურ მოქმედების ასპარეზზედ გამოვიდა, მაგრამ უკვე დიდია და მრავალმნიშვნელოვანი შედეგები მისი მოღვაწეობისა. ძნელია აღნუსხვა ყოველივე იმისი, რაც თ. გიორგის მოძრაობამ შეჰქმნა. თუ ადვილია იმისი შეფასება, რაც ხელშესახებია, პირიქით, ძნელია იმისი შეფასება, რაც თ. გიორგიმ პატრიოტულ შეგნებისა და აზროვნების სფეროში შეიტანა. ხოლო ყველაზედ უფრო ადვილი შესაფასებელია თ. გიორგის მოღვაწეობის ერთი მხარე. ყოველ ერს მრავალ პრინციპთა შორის აქვს ერთი რომელიმე მთავარი პრინციპი, რომელზეც მთელი მისი ცხოვრებაა აგებული. ეს პრინციპია მისი უმთავრესი მამოძრავებელი და ცხოველმყოფელი ძალა. ინდოელთა ეს პრინციპი სარწმუნოებაა, ანტიურ რომში სამართალი და სახელმწიფო იყვნენ, საქართველოში კი მთავარი პრინციპი იყო პატრიოტიზმი. ეს უზენაესი პრინციპი იყო ჩვენი ცხოვრების ლაიტ-მოტივი, საქართველოს ვითარების დედა-ძარღვი.

რუსების ბატონობამ ქართულ პატრიოტიზმს მოუსპო მისი უმთავრესი რეალური გამომჟღავნება: სახელმწიფოებრივი შემოქმედების ასპარეზი: დანარჩენი ასპარეზები კი დიდად შეუზღუდა. ჩვენი სოციალისტური პარტიები საერთაშორისო ლოზუნგებით გამოვიდენ, რაც ისედაც დაქვეითებული პატრიოტული საგნების ნგრევას უდრიდა. ეროვნულმა დემოკრატებმა ქართველ ხალხს ეროვნული იდეა ვერ მისცეს და მის წინაშე რუსულად შეგნებული დემოკრატიული იდეებით წარსდგნენ, ისიც კი ვერ უთხრეს, რომ ეროვნულ არსებობისათვის დამოუკიდებლობა იყო აუცილებელი.

სოციალ-დემოკრატებმა ხომ ჩვენი ხალხის პოლიტიკური ენერგია მთლად სოციალისტურ-კომუნისტური შემოქმედების სფეროში გადაიტანეს და ეროვნულ გზას სრულიად ააცილეს იგი.

ამნაირად ქართველი ხალხის პატრიოტული შეგნება დიდად დაეცა. შედეგი ამისა ყველამ ვნახეთ და ქართველმა ხალხმა საკუთარ ზურგზედ იგრძნო. ერი, რომელიც ჰკარგავს თავისი არსებობის მთავარ პრინციპს, გაწირულია. პატრიოტიზმს მოკლებული ხალხი ეროვნულად გადაგვარდება, და კიდეც იდგა ჩვენი ერი გადაგვარების გზაზედ, რაის დამამტკიცებელი ის ფაქტია, რომ მისი წიაღითგან წარმოიშვნენ სოციალ-დემოკრატიული პარტია და იმისთანა პოლიტიკური მოღვაწენი, როგორნიც არიან სტალინი, ორახელაშვილი, ორჯონიკიძე, რამიშვილი და სხვები.

ამიტომ, უწინარეს ყოვლისა საჭიროა საქართველოში პატრიოტიზმის აღდგენა მთელის მისის მთლიანობით. დამოუკიდებლობის დაკარგვამ ქართველ ხალხს პატრიოტული გრძნობა გაუღვიძა. ხოლო საჭიროა ამ ახლად გაღვიძებული ეროვნული შეგნების გაღრმავება, მისი თეორიული დასაბუთება: პატრიოტულ გრძნობის ქცევა შეგნებულ და ჩამოყალიბებულ ნაციონალიზმად, ე.ი. ეროვნული იდეოლოგიის შექმნა. ეს ეროვნული პრობლემა თ. გიორგიმ ღრმად შეიგნო და ამიტომ კიდევაც შეჰქმნა მთლიანი ეროვნული იდეოლოგია. მან ქართველ ხალხს მისცა ინტეგრალური ნაციონალიზმი. ეს უკვე დიდი, უზარმაზარი საქმეა, რომლის ღირებულებას და მნიშვნელობას სავსებით მხოლოდ მომავალი დააფასებს.

ამნაირად თ. გიორგიმ უკვე დიდი განძი შეიტანა საქართველოს ეროვნულ სალაროში. დიახ, ეროვნული იდეოლოგია უკვე შექმნილია და ის გახდება ქართველი ხალხის გზის მაჩვენებელ ლამპრად. თ. გიორგის მიერ შექმნილი ეროვნული იდეოლოგია შემოიკრებს მთელ ქართველ ხალხს ეროვნული მთლიანობის პრინციპის გარშემო. ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

სოლომონ მაჭავარიანი

გაზეთი ,,თეთრი გიორგი’’ N 31, პარიზი, 1930 წ.

გაზეთი ,,თეთრი გიორგი’’  (N 1, მარტი, 1990 წ.)

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq