საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ქართველები და პოლონელები

-         ბატონო პროფესორო, როდის დაინტერესდით საქართველოს ისტორიით, და

საერთოდ, რით აიხსნება თქვენი ეს ინტერესი?

 

-         კავკასიის ისტორიით ჯერ კიდევ ომამდე დავინტერესდი, როცა ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის თურქეთის ისტორიის განყოფილების სტუდენტი ვიყავი. ჩემზე ძალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველთა გმირულმა ბრძოლამ თურქეთის წინააღმდეგ. ისევე როგორც ბევრ სხვა პოლონელს, მეც მესიმპათიურებოდა საქართველო. კავკასიაში მცხოვრებ პოლონელთა დახმარებით მოვაგროვე მასალები პირველ მსოფლიო ომამდელ საქართველოს ცხოვრების შესახებ. ბედად ეს მასალები ფაშისტებს გადაურჩა, და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩემს შვილთან ქშიშტოფთან ერთად (ისიც საქართველოს ისტორიაზე მუშაობს) დავწერე წიგნი ,,პოლონელები კავკასიის გზებზე’’.

 

-         ყველაზე მეტად საქართველოს ისტორიის რომელი პერიოდი გიზიდავთ?

 

-         საქართველოს მთელი ისტორია იმდენად საინტერესოა, ძნელია რომელიმე პერიოდი გამოარჩიო. და მაინც, ჩემთვის ყველაზე ახლობელია XVIII-XIX საუკუნეები. გარდა ამისა, მიყვარს დიდი მოურავი გიორგი სააკაძე, საინტერესოა მისი დამოკიდებულება პოლონეთისადმი. ამის თაობაზე საქართველომ ჯერაც არა იცის რა, მე კი უკვე ჩაფიქრებული მაქვს ახალი ნაშრომი ,,გიორგი სააკაძე და პოლონეთი თურქების წინააღმდეგ’’. გიორგის დროს შეებრძოლნენ ქართველები და პოლონელები თურქებს ბახჩისარაიში. გვქონდა აგრეთვე გაცხოველებული აღებ-მიცემობა.

 

-         თქვენს ნაშრომში რამეს თუ იტყვით იმ ქართველებზე, რომლებიც პოლონურ ჯარში მსახურობდნენ XX საუკუნის 20-იან წლებში?

-         შეიძლება დავწერო რამე. სტუდენტობისას ბევრი ქართველი მეგობარი მყოლია, ყველანი ემიგრანტები იყვნენ და ჩემთან ერთად სწავლობდნენ. პოლონურ ჯარშიც ბევრი ქართველი ოფიცერი იყო, ჩვენთან ერთად რომ ებრძოდა ჰიტლერს. როცა ტყვედ ჩავარდებოდნენ ხოლმე, გერმანულ არმიაში შესვლას სთავაზობდნენ თანამდებობის შენარჩუნებით. მაგრამ არ მახსოვს, რომელიმე დათანხმებულიყოს. მათ საკონცენტრაციო ბანაკებში აღმოხდათ სული. გმირობა გამოიჩინა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეპისკოპოსმა გჟეგოჟ (გრიგოლ) ფერაძემ, რომელმაც სიცოცხლე გასწირა პოლონელის - დიდი ოჯახის მამის გადასარჩენად.

 

-         მაშინ, ალბათ, ქართველთა და პოლონელთა ხასიათშიც უნდა იყოს რაღაც საერთო ნიშნები: იქნებ, ამითაც აიხსნებოდეს მათი სიმპათიები ერთმანეთისადმი?

 

-         მე მგონია, პოლონეთი და საქართველო ერთადერთი ქვეყნებია მსოფლიოში, სადაც წვრილი თავადაზნაურობა დიდმნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოში.

ცნობილია, რომ პოლონეთში, მისი გაყოფის წინ, თავადაზნაურობა მოსახლეობის 8 პროცენტს შეადგენდა. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს ფენა მეტი იყო, საქართველოა - 12 პროცენტი. სწორედ აქედან  მომდინარეობს ქართველთა რაინდული კულტურა, დახვეწილობა, გულახდილობა და უბადლო სტუმართმოყვარეობა. საქართველო, ისევე როგორც პოლონეთი, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ესეც გვაკავშირებს და ჩვენი ტრადიციული მეგობრობა დღემდე გრძელდება.

 

სურათზე: ილია ჭავჭავაძე „მეფე დიმიტრი თავდადებული“   

                    მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი     

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq