საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ვინ არის ქართველი?
სანდრო ახმეტელი

ვინ არის ქართველი? ვიცნობთ მას ჩვენ, როგორც თავისებურ მსოფლიო ინდივიდუუმს? რით განირჩევა იგი სხვისგან? ვიცნობთ ჩვენ მის რელიგიურ ლტოლვილებას, რელიგიურ ექსტაზს? შეგვიძლია ვთქვათ, განვმარტოთ, თუ რა ფორმებში ხატავს იგი თავის ექსტაზს?

ვინ არის ქართველი? ვიცნობთ ჩვენ მის ფსიქოლოგიას? ვიცნობთ ჩვენ მას როგორც თავისებურ ტიპს, ჩამოყალიბებულს საქართველოს ისტორიის პირობებით? გვითხრა თეატრმა, ვინ არის, ვინ, რაგვარია ქართველი როგორც ადამიანი?

ვიდრე ამაზე პასუხს ვუგებდეთ, თვალი გადავავლოთ უცხოეთის ინტელიგენციას, უფრო კი რუსეთისას: როგორია მათი წარმოდგენით ქართველი და ნამდვილად კი როგორი?

შარშან პეტროგრადში ერთმა ცნობილმა მგოსანმა ასეთი სიტყვით მომმართა: მიყვარს ქართველები, მიყვარს მათი განუწყვეტელი სიცილი და ხარხარი. მიყვარს, მიყვარს ქართველები მით უფრო, რომ მათთვის ცხოვრება ცელქი, დაუდგრომელი კუპიდონია, ყოველთვის უმანკო ფრთებით გარემოცულიო.

ქართველი იცინის, მხიარულობს და განუწყვეტლივ კისკისებს. ცხოვრებას ზევზევით, ცალმხრივ უყურებს, გაურბის მის დუხჭირს და სტკბება მხოლოდ მისი მშვენიერებით.

ქართველი ჰედონისტია ბუნებით, ამბობენ რუსები და მათ ბანს აძლევენ თვით ქართველებიც; იგი არ გრძნობს ღრმად ცხოვრების ტანჯვას: უდარდელია, ფუქსავატი, ვამბობთ ყველა. ქართველი სულდგმულობს ლხინით, ღვინით და მღერის მრავალჟამიერს.

ამგვარია, გარკვეული, შეურყეველი რწმენა რუსეთის ინტელიგენციისა ქართველებზე.

დიახ, მართალია, ქართველი მღერის და ილხენს. მერე იცით, რა მდგომარეობაშიაც? მოიგონეთ ის ხანა, როცა საქართველო, - როგორც საქართველო, როგორც სიმბოლო თავისუფლებისა, მოკვდა. როცა საქართველოს მზე ჩაესვენა და ერს მისი უმაღლესი წმიდათაწმიდა უფლება, მისი დამოუკიდებლობა ხელიდან გამოეცალა. მოიგონეთ იმ დროის ქართველნი... განა ჩვენ გვესმის მათი კვნესა, ვაება და ტანჯვა. განა მაშინდელი ქართველნი მოსთქვამდნენ და სტიროდნენ, ვითარცა ებრაელნი მდინარეთა ბაბილონისათა. განა ამ საშინელ, ულმობელ დროს ქართველი ცრემლითა რწყავდა დაობლებულს, მიწასთან გასწორებულს სამშობლო მიწა-წყალს? მოიგონეთ ბარათაშვილის დრო. სიცილი და ხარხარი, ლხინი და კისკისი, გეგონებათ საქართველო სტკბება უბედნიერესი წამებით. ლხინობს ის ქართველი, რომელიც თავგანწირულად იცავდა სამშობლოს და ერს.

მხოლოდ მგოსანი გულჩათხრობილი სტირის და გლოვობს. მისი სული, ვით სპეტაკი სული მთელი ერისა, მოსთქვამს მწარედ, გულსაკლავად.

წარმოვიდგინოთ ერთს წამს, რომ საქართველო აღარ არსებობს. მოისპო მისი ისტორია - ლიტერატურა, დაიხსომეთ მხოლოდ ერთი ტაეპი ჩვენი განსვენებული დიდებული პოეტის ლექსისა და, ეს რამდენიმე სიტყვა საშუალებას მოგცემთ აღადგინოთ ქართველი ადამიანის სულის თვისება.

ქართველი მგოსანი, ეს უზენაესი ენა ქართველი ერის სულისა, მღერის, მღერის მწარედ:

ვინ რა იცის, რომ ეს გული მკვდარია,

რომ სიცილი ბევრჯერ ცრემლზე მწარეა.

ხშირად მსმენია, ბევრი ქართველი მღერის: ,,რომ სიცილი ცრემლზე უფრო მწარეა’’. ქართველი ინსტიქტურად, გამოურკვეველი ინტუიციით აღრმავებს თავის თვისებას: ,,ბევრჯერ’’ ეს მისთვის თითქოს ცოტაა, იგი ამბობს ,,უფრო’’ - და ამგვარად იგი აკანონებს საერთოდ ყველასათვის, რომ სიცილი ქართველისა მწარეა ცრემლზე.

იცინის ქართველი, როდესაც სტირის და სტირის, როცა იცინის.

იცინის ქართველი, როდესაც სტირის მისი გული. სიცილი და ხარხარი, უდიდესი პროტესტია ქართველისა. სიცილი და ხარხარი - ეს მხოლოდ ფორმაა ქართველი ადამიანის რელიგიური ინტუიციისა. სიცილი და ხარხარი ბუნტური თვისებაა ქართველი ადამიანის სულისკვეთებისა.

 

(ფრაგმენტი 1915 წლის 11 მაისს სახალხო სახლში წაკითხული ლექციიდან, სახელწოდებით: „არის თუ არა ქართული თეატრი ქართული?“)

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq