საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ქართული საძმო (ორდენი) – რა შეიმჩნევა ჩვენს ისტორიაში (I ნაწილი)
გაიოზ მამალაძე
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს საიდუმლო ორგანიზაციები - ორდენები, საძმოები, კლუბები...

ასეთ საიდუმლო გაერთიანებებზე ათასგვარი ლეგენდაა გავრცელებული. ზოგი გადმოცემა ამ დახურული, ჰერმეტული გაერთიანებების შესახებ დღესაც ჭორის სახით ვრცელდება.

ფარული გაერთიანებების, საძმოების, კლუბების, “შეთქმულთა”, “შეფიცულთა” კავშირების ისტორია, ალბათ, უხსოვარი დროიდან იწყება. 

ფარულ გაერთიანებებს აუცილებლად აყალიბებდა რელიგიური და ეთნიკური იდენტურობა. რელიგიური და სოციალური სიბრძნის, რელიგიური და საერო საკითხების მართვისა და მმართველობის ცოდნის გადაცემა, ერთ-ერთი უმთავრესია ფარულ გაერთიანებებისათვის.

როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს იპყრობდა, მით უმეტეს დიდი ხნით, დაპყრობილ ეთნოსს და კონფესიას აუცილებლად სჭირდებოდა შეფარული ქმედებები ერისა და რწმენის გადასარჩენად. ამ შემთხვევაში არისტოკრატია ლიდერის ფუნქციას მთლად ვერ აიღებდა თავის თავზე, რამეთუ დამპყრობელი არისტოკრატიას (ქართულად აზნაურთა) შეურიგებელ ნაწილს ხოცავდა, აპატიმრებდა და ავიწროებდა, სოციალურად აკნინებდა, ნაწილს კი მოისყიდდა. 

ყველაზე შეურიგებელი ნაწილი ყოველთვის, ყოველ დროში იყო სასულიერო ფენა (და ყველაზე მეტად დაჩაგრული უბრალო ხალხი). სასულიერო ფენა ყოველთვის, ყოველ დროში და ქვეყანაში უფრო მეტად ერთგულია და გულწრფელია, ვიდრე მემკვიდრეობითი დიდი არისტოკრატია (რა თქმა უნდა, ყველას
არ ეხება, პიროვნულად).  

სასულიერო ფენას არ ახასიათებს ღალატი. გამონაკლისი ურწმუნოების გამო თუ მომხდარა და არა ფენის ინტერესებისათვის, რამეთუ სასულიერო ფენის წარმომადგენლები, ძირითადად, იმქვეყნიური ცხოვრებისთვის ემზადებიან, ამზადებენ მრევლს და ღვთისმსახურებაში ხედავენ თავიანთ დანიშნულებას. 

მართალია, ისინიც ცდილობდნენ თავიანთი ძალაუფლების გაძლიერებას ქვეყანაში, მსგავსად არისტოკრატიისა, მაგრამ მათი მცდელობა გამომდინარეობდა მათი იდეების, რწმენის გაძლიერებისათვის ზრუნვაში და არა შვილებისათვის დიდი მიწებისა და ქონების მემკვიდრეობით გადაცემის სურვილში, მით უმეტეს, მათი საქმიანობა არ იყო მიმართული მეფის ხელისუფლების დასუსტებისაკენ. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც მეფის საერო ხელისუფლება სიმფონიურ დამოკიდებულებაში იყო სასულიერო ხელისუფლებასთან.

დაპყრობილი ქვეყნის სასულიერო ხელმძღვანელობა და უმაღლესი საერო იერარქი - მონარქი თავიანთი რწმენითი და ეთნიკური იდენტურობის შენარჩუნებისათვის იძულებულნი ხდებოდნენ მიემართათ შეთქმულებისათვის, ბრძოლის ფარული ფორმებისათვის. შეთქმულების გამარჯვებისათვის საჭირო იყო სამხედრო ძალა, ანუ არისტოკრატია, “აზნაურობა”, უფრო - მისი საშუალო ფენა. ამის გამო ფარული გაერთიანება აზნაურთაგან მხოლოდ პატრიოტებს უკავშირდებოდა, ხანდახან საერო იერარქი, მონარქი და ხუცები (ქურუმები ანუ სასულიერო იერარქები) ახალ “აზნაურებს” გამოარჩევდნ
ენ ხოლმე. ყველა ქვეყანაში ხდებოდა აზნაურულ გვართა ცვალებადობა, ამ და სხვა მიზეზთა გამო. არ უნდა გამოვრიცხოთ სასულიერო ფენაშიც, სხვადასხვა მიზეზით, ეროვნული თვალსაზრისით „გულგრილთა“ არსებობაც. მაშასადამე, შესაძლოა ყველა სასულიერო პირი ვერ გამომდგარიყო, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ზემოთაღნიშნული მიზნისათვის, ფარული გაერთიანებისათვის. თუმცა, ეს ნაკლებად გავრცელებული მოვლენა უნდა იყოს.

ხშირად, დაპყრობილი, ანექსირებული მდგომარეობა საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა. ამან გამოიწვია ჰერმეტული (დახურული) გაერთიანებების არადროებითი ხასიათიც. თანაც კარგად გამოჩნდა, რომ ქვეყნის და ხალხის (საზოგადოების) მართვისათვის ფარული გაერთიანება, ფარული ხელისუფლება საკმაოდ ეფექტურია. 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფარული გაერთიანებები მართვის კარგი საშუალებაცაა და დამპყრობლებსაც სჭირდებოდათ, არანაკლებ.

ისედაც ყოველ რელიგიას, რელიგიის ადეპტებს, ზედაფენას ახასიათებს ცოდნის რაღაც ნაწილის დამალვა, გასაიდუმლოება პროფანთათვის. 

ფარული გაერთიანებები ჯერ კიდევ მონათმფლობელური ხანიდან ჩანს ისტორიის ასპარეზზე. შუმერი, აქადი, ეგვიპტე, ინდოეთი, ჩინეთი, რომი...

მათი წარმოქმნა, ალბათ, კაცობრიობის ოქროს ხანის კრიზისს და პროფანთა გაჩენას უკავშირდება.

პირველად ადამიანებს ქურუმები (ხუცები) მართავდნენ. მათ გამოეყო თუ დაუახლოვდა (აღზევდა) სამხედრო ფენა - მეომრები, რომელი
ც მერე აზნაურებად - არისტოკრატიად ჩამოყალიბდა. ძველად უზენაესი ხელისუფალი, მონარქი, მეფე პირველი და მეორე ფენის გამაერთიანებელი ხდებოდა და აერთიანებდა ორივე ხელისუფლების, საერო და სასულიერო ხელისუფლების შტოებს. ამ დროს უმაღლესი საერო ხელისუფალი გათანაბრებული იყო საკრალურ ანუ მარადიული ხელისუფლების ნებასთან, ისევე, როგორც სასულიერო ხელისუფლება. ეს კარგად ჩანს ქართულ ენაში, სიტყვა “მეფე” “მეუფიდან” არის ნაწარმოები. მეუფე სასულიერო შინაარსის სიტყვად დარჩა, „მეფემ” უზენაესი საერო ხელისუფლების სტატუსი აღნიშნა საკრალური შინაარსითურთ.

ბრძენკაცებს, ხუცებს კარგად ესმოდათ საერო და სასულიერო ხელისუფლებათა ერთიანობის, ხელისუფლებათა სიმფონიის აუცილებლობა (ხელისუფლებათა სიმფონიის თეორიის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ). 

როგორც ვთქვი, ფარული გაერთიანებები ძალაუფლების გავრცელების საუკეთესო საშუალებად იქცა. მან გამოიწვია ზოგიერთი მათგანის ზნეობის გზიდან გადახვევა.

ასე გაგრძელდა წინარე ფეოდალურ და ფეოდალურ ხანაშიც. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ასეა ახლაც. 

ჩვენს დროში განსაკუთრებულად დიდი ძალაუფლება მოიპოვეს ფარულმა გაერთიანებებმა.

ფარულ გაერთიანებებთა რიცხვს მიაკუთვნებენ “სიონისტურ” მოძრაობას, “მასონებს” და სხვა. თუმცა, ხშირად გადაჭარბებულ როლს ანიჭებენ მათ და სხვადასხვა „შეთქმულების“ თეორიებსაც თხზავენ. თუმცა, ახალ დროში, ახალმა ვითარებამ, კომუნიკაციი
ს გაიოლებამ, საერთაშორისო კაპიტალის გაჩენამ და განვითარებამ, ძალიან მდიდარი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან გავლენიანი ადამიანების თუ ფენების წარმოქმნამ, ლოგიკურად ახალი ინტერესების სფეროებიც წარმოქმნა.

როგორც ვამბობდი, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ დაუპირისპირა უცხო გავლენის ექსპანსიას ჰერმეტული, ნაციონალისტური ორდენები. ასევე ბევრია ინტერნაციონალური თუ კოსმოპოლიტური, მისტიკური თუ სხვა სახის ორდენები.

თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს ჰერმეტული საძმოები. ევროპაში ორდენების შექმნა ჯვაროსნულ პერიოდს უკავშირდება. როცა ჯვაროსნებმა წმიდა მიწაზე შექმნეს იოანიტთა, მეტაძრეთა (ტამპლიერთა) და სხვა სასულიერო-საერო ორდენები. თუმცა მანამდის კელტ-იბერიულ ხალხებში (და სხვაგანაც და მერეც) მოქმედებდა მსგავსი საძმოები, რომლებიც გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ რომის პოლიტიკისა და სარწმუნოების ექსპანსიას თუ სხვა.

პირველი ქართული საიდუმლო საძმო, ალბათ, უძველეს დროში არსებობდა. მეცნიერთა ვარაუდით, ქართული ანბანი ქურუმთა (ხუცთა) საიდუმლო ანბანია. ქურუმებს საიდუმლოები მრავლად ექნებოდათ, რომელთაც იცავდნენ არა მარტო სხვა რწმენის მიმდევარი დამპყრობლებისაგან, არამედ არასაიმედო პროფანებისაგანაც, საეროთაგანაც. მხოლოდ მეფე - უზენაესი ხელისუფალი და სამეფო საგვარეულოს რამდენიმე წევრი, სეფეწული იყო ჩახედული ქართველ ხუცთა ცოდნაში. რამდენიმე იმიტომ, რომ იმ დროს კოლხეთსა და იბერიაში სამეფ
ო ტახტი გადაეცემოდა სამეფო საგვარეულოში უხუცესს და არა მაინცდამაინც მეფის უფროს ძეს. 

ბაგრატიონებამდის თითქმის ასე იყო. უხუცესში არ იგულისხმება მხოლოდ ასაკით უფროსობა, ამავე დროს ადამიანი გონიერი და ღირსეული უნდა ყოფილიყო. ამგვარ საიდუმლო ქართულ საძმოში გამოიზრდებოდნენ ხოლმე ქართველი მეფეები ქართლისა და ლაზეთისა. 

არისტოკრატია ამგვარ წრეებთან ნაკლებად იყო დაკავშირებული იმ უძველეს დროში, რადგან ქურუმთა წარმოდგენით, არისტოკრატია, აზნაურობა სოციალურად და, რაც მთავარია, სულიერად დაბალ საფეხურზე იდგა. თან იმ დროს არისტოკრატია არ იყო ისეთი ძლიერი საქართველოში, როგორც გვიანფეოდალურ ხანაში, საქართველოს დასუსტებისა და დაშლის შემდგომ. არისტოკრატიის უფლებების გაზრდა ჰერმერტულ გაერთიანებაში მოხდა აზნაურთა გაძლიერების შემდგომ, განვითარებული ფეოდალიზმის ხანის დაწყებისას (მანამდე, ფარნავაზის ძის, საურმაგ მეფის შესახებ არის გადმოცემა, რომ მან დააკნინა ქართლოსიანები და აღაზევა აზნაურები, აქ აზნაური არ ნიშნავს მხოლოდ “აზოსნაურებს”, ანუ უცხო სამხედრო ფენას, აზოს მეომრებს, რომელნიც გადმოცემით დამკვიდრდნენ საქართველოში, არამედ აღზევებულ ფენას). 

ეს თვალსაზრისი კარგად აისახა ქრისტიანულ წარმოდგენაში, რომ მარადიული ხელისუფლება არის ქრისტეს ხელისუფლება, რომ ნამდვილი ხელმწიფება არის „შვილ ღმრთისად“ ყოფნა (იოანე მახარებელი). პავლე მოციქულის სიტყვები
ც ამას მიანიშნებს: „სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ”, ან „აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩვენ გაგვააზნაურნა”. ნამდვილ “აზნაურად” სასულიერო პირებს გამორჩეული სასულიერო პირები მიაჩნდათ (ამ შემთხვევაში აზნაური ნიშნავს თავისუფალს, თუმცა - არა მხოლოდ). 

ჩემი აზრით, ძველი წარმართული საქართველოს საიდუმლო საძმოთა გამოცდილება შეისწავლა და გაითავისა ქართულმა ქრისტიანულმა სასულიერო ფენამ. ქრისტიანობას ახასიათებს დადებით გამოცდილებათა გაზიარება.  

ამ მხრივ საინტერესოა წმიდა დავით აღმაშენებლის ფრესკა გელათში. მეფის სამოსზე გამოსახულია ძველი ქართული (კოლხური) სიმბოლიკა, რომლებიც შუმერულ და კოლხურ საომარ და სარიტუალო ნივთებზეა გამოხატული, მიუხედავად იმისა, რომ საიმპერატორო სამოსი და გვირგვინი ბიზანტიური სტილისაა.

თავად დავით აღმაშენებლის გამეფება და მმართველობა ქართული საძმოს არსებობის ნიშნებს ატარებს. აქ არ არის ლაპარაკი იმ შესაძლო, ქართული საძმოს ზედმიწევნით მსგავსებაზე კათოლიკურ, ჯვაროსნულ თუ სახელგასმენილ საიდუმლო ორდენებთან, რა თქმა უნდა.

(გაგრძელება იქნება)

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი (+767)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება ღირსმოწამე ანდრია კრეტელის (+767) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი ოსე (+820 ქრისტეს შობამდე)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება წინასწარმეტყველი ოსეს (+820 ქრისტეს შობამდე) ხსენების დღე.
gaq