საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

თუბალი
გაიოზ მამალაძე
„ჩვენ ქართველები, ჩვენ ხალხის თაურმდგენსს სახელსაც კი ვეძახით: კარდუ, ბერძნიზირებული ქართლოსი" (გრიგოლ რობაქიძე).

„ქართლის ცხოვრების" თანახმად ქართველთა ეთნარქია ქართლოსი. მის უფროს ძეს ჰქვია მცხეთოსი. მცხეთოსის უფროს ძეს უფლოსი. 

 მეცნიერთა აზრით, ქართუ (ქართა) და კარდუ ერთი და იგივე სიტყვის ფორმებია (ჩემი აზრით, უნდა დავამატოთ ქავთუც, ქავთა).

ქართუ (ზოგჯერ შეიძლება ქავთუც) ნიშნავს შემოღობილ, გამაგრებულ ადგილსაც. და არა მხოლოდ ძველქართულში ან მეგრულში, არამედ ამ სიტყვის მაგვარი არის ინდოევროპულ ენებშიც ("რას უნდა ნიშნავდეს სინამდვილეში ტოპო/ქორონიმი ”ქართლი”? სიტყვა ”ქართლი”, მკვლევართა ერთინაწილის აზრით, წარმომდგარი უნდა იყოს ინდოევროპული სუბსტრატის ნიშნად მიჩნეულ სიტყვა “კარტა”-საგან, რომელიც თავდაპირველად აღნიშნავდა “შემოღობილ ადგილს”, ხოლო შემდეგ –გალავანს, ნაგებობას, ციხე-სიმაგრეს", გიორგი ქავთარაძე, " სად მდებარეობდა თავდაპირველად მცხეთა და რას უნდა ნიშნავდეს მისი სახელწოდება?").. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველადი ენიდან შეიძლება ასე მოდის და ეს შევინარჩუნეთ ჩვენც. ადამიანთა პირველად ენასთან ქართულის ყველაზე მეტად ნათესაობას არა ერთი მეცნიერი ამტკიცებს. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით, ე.ი. ცივილიზაციას. ეს სახელი იქცა ქვეყნის, ცივილიზაციის სახელწოდებად. ქართუ, იგივე კარდუ რეალურად უკავშირდება ქართველების წინაპრებს - ქარდუხებს, ქალდებს. 

საინტერესოა, რომ ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე მცხოვრებ ხალხს ეგვიპტელები უწოდებდნენ ქავთუებს (თვითდასახელება). ეს ხალხი უდიდესი კულტურისა და ცივილიზაციის შემქმნელი გახლდათ. შემდგომ მათი საცხოვრისი ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, ვულკანური ამოფრქვევები, მიწისძვრა, დაინთქა წყლის ზედაპირზე. ეს გამოკვლევები უკვე ცნობილია ევროპაში. ზოგიერთი ევროპელი მათ პლატონისეულ ატლანდიდას უკავშირებს.

ქართველთა მონათესავე ურარტუელების, იგივე ალაროდიელების უზენაესი ღმერთია ხალდ, იგივე ქალდი. ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ქალდი და ქართი (ქართუ), კარდი (კარდუ), ერთი და იგივე სიტყვის სხვადასხვაგვარი გამოთქმაა, ამ სიტყვებს ერთი ძირი აქვს. ურარტუს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და ქართული დიაოხის ტერიტორიის დიდ ნაწილს ქალდეა (ხალდეა), ხალდების ტომის ქვეყანა ეწოდებოდა. ისტორია იცნობს უფრო ადრინდელ ქალდეასაც - მესოპოტამიაში, შუამდინარეთში.

ბიბლიის მკვლევარ ბევრ მეცნიერს მიაჩნია, რომ ადამიანების მოდგმა მესოპოტამიაში წარმოიშვა და იქიდან გავრცელდა მთელს დედამიწაზე, გადმოცემით ტიგროსსა და ევფრატს შორის იყო სამოთხე. ე.ი. პირდაპირ, მატერიალური მეცნიერების თვალსაზრისით თუ ავხსნით, იქ იყო პირველი ცივილიზაცია. ასეც მტკიცდება.

პირველი სამოთხის, პირველი ცივილიზაციის, პირველი ქვეყნის, პირველი ხალხის, ღმერთის პირველი სახელდების აღმნიშვნელი სახელი “ქალდი-ქართი”, შემდეგში ქართულ ენაში გამოიკვეთა, როგორც ჩვენი ეთნარქისა და ქვეყნის აღმნიშვნელი სიტყვა ქართუ-ქართლი. ასე შემოინახა ქართულმა ენამ უძველესი ცოდნა (იქნება მართლაც არსებობდა პირველ ქართველი ქალდი-კარდუ-ქართუ).

ურარტული ხალდი (ქალდი) - ღმერთი და „ქართლის ცხოვრების" ქართლოსი, ერთი და იგივე სახელია. ქართლოსიც გაღმერთებული თაყვანისცემის ობიექტია: „მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი (ქართველების) იყო საფლავი ქართლოსისა" („ქართლის ცხოვრება“).

ქართლოსი, „ქართლის ცხოვრების" მიხედვით იყო ძე თარგამოსისი, კავკასიელი ხალხების წინაპრისა. ქართლოსის ძმები იყვნენ კავკასიელ ხალხთა ეთნარქები. 

მისი მამა იყო თარაში, თარაშის მამა იყო გომერი, გომერის მამა კი იაფეტი, ძე ნოესი. ჩვენი ეთნოსის, ჩვენი ეთნარქის სახელწოდება უკავშირდება ბიბლიურ თარგმოსს (თარგალ), გომერს და იაფეტს.

ბიბლიის მიხედვით იაფეტს ჰყავს შვიდი ძე: გომერი (ქართლოსის ბიბლიური მამის თარგამოსის პაპა, „ქართლის ცხოვრების" მიხედვით), მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.

თუბალი და მეშექი ასირიულ წყაროებშიც მოიხსენიება. ყველგან ეს ორი ეთნარქი, და მათგან წარმოქმნილი ხალხები ერთად იხსენიება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათი საცხოვრისი იყო საკმაოდ დიდი. ოდესღაც ისინი გამოსულან შუამდინარეთიდან (ჩემი აზრით, ალბათ მესოპოტამიის ჩრდილოეთიდან). შემდეგ მოსოხები ცხოვრობდნენ დღევანდელ კაბადოკიაში, თუბალები მის სამხრეთით, კილიკიაში, ხმელთაშუაზღვის სანაპიროების ჩათვლით. მათთან მეზობლად იყო გომერის ქვეყანა, საიდანაც თარგამოსი გამოვიდა.

როგორც ძველი, ასევე ახალი დროის ისტორიკოსები თუბალს (თობალს, ტუბალს) და მოსოხს (მეჩეხს, მოსოქს) ქართველთა წინაპრებად მიიჩნევენ. პირველი საუკუნის ისტორიკოსი იოსებ ფლავიოსი წერს: „დაამკვიდრებს უკვე თოვილთოსცა (თუბალებს) თოვილთასა, რომელ აწ ივირად (ივერიად) იწოდებიან. ხოლო მესქინნი, მოსხოის მიერ აღშენებულნი კაპპადუკად იწოდებიან“. მისივე თქმით, თარგამოსი გომერის ძეა, რომელთ
აც ფრიგებს (ბრიგებს) უწოდებენ, ხოლო ფრიგია ასურული ტექსტების მიხედვით მუშქების (მესხების) ქვეყანაა. ე.ი. ქალდები (ქართ), მესხები და თუბალები ერთი მოდგმის ხალხია.

როგორც მიიჩნევენ, დაახლოებით VII საუკუნეში ქრისტემდე, მცირე აზიაში დაეცა მესხთა სამეფო და მათ დაიხიეს ჩრდილოეთისაკენ. შემდეგ გაჰყვნენ მტკვრის დინებას და მოვიდნენ ქართლში, ქართუს ქვეყანაში. ჩემი აზრით, მათ თან ახლდათ თუბალებიც. ვფიქრობ, ეს ერთი ხალხია. მესხთა ერთი ნაწილი დარჩა კაბადოკიაში და შემდგომ გაელინდა ან სხვა ეთნოს შეერწყა. გაელინებული მესხებიდან, შესაძლოა, წარმოიშვნენ წმიდა გიორგი, წმიდა ნინო, წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი, წმიდა ბასილი დიდი და წმიდა იოანე ოქროპირი. ასევე წმიდა ათცამეტი ასურელი მამა. 

მესხთა მოსვლა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე დასტურდება გეოგრაფიული სახელწოდებით მესხეთი, სამცხე, მცხეთა. ზოგიერთი ჩრდილო-კავკასიელი ხალხი დღესაც მესხებს უწოდებს ქართველებს. თუბალის სახელი, მეცნიერების აზრით იქცა იბერად. თუბალის ფუძე „თბლ" და იბერის ფუძე „ბრ" ძალზე ჰგავს ერთმანეთს. ასევე ჰგავს ფრიგიელთა, ბრიგების სახელის ფუძეც „ფრგ"- „ბრგ" ამ სახელებს. ვფიქრობთ, ეს სახელები მართლაც საერთო ფუძიდან უნდა იყოს ნაწარმოები. ასურული ცნობით, თუბალებს (ტუბალებს, ტაბალებს, თობალებს, ტიბარებს) 24 სამეფო ჰქონიათ.

ბიბლიაში იაფეტის ძე თუბალის (თობელის) გარდა, ცნობილია წარღვნამდელი ძმები იუბალი, იაბელი და თუბალ-კაენი. ს. ჯანაშიას თქმით, „კაინ"- „კენი" არის ეპითეტი, რომელიც სემიტური ძირით „მჭედელს" ნიშნავს. ქართველთა წინაპრები ხომ პირველი მეტალურგები იყვნენ. ნ. მარი და ი. ჯავახიშვილი პლინიუსის მიერ მოხსენიებულ „კაენებს" შემდგომ ჭანებთან - ოკაენიტებთან აკავშირებენ. ი. ჯავახიშვილის თქმით, თუბალი სხვადასხვა ქართველურ ენებში სხვადასხვაგვარად გამოითქმოდა (მაგ. ტუბალ-ტობალ-მეგრულ-ჭანურია, ტიბარ-სვანური, ტობალ-ქართლური).

„ქართლის ცხოვრებამ" იცის მოსხების-მესხების სახელი. ქართლოსის უფროს ძეს ჰქვია მცხეთოსი. მან დაარსა ქალაქი მცხეთა. მცხეთა მესხთა სახელიდან არის ნაწარმოები. როგორც ჩანს, ლეონტი მროველის დროს ცნობილი იყო ძველი მესხების მიერ მცხეთის დაარსების (ან იქ დასახლების) შესახებ. ასე დაუკავშირდა იაფეტის ძე მოსოხი ქართლოსის ძე მცხეთოსს. ბუნდოვანი ხსოვნაა ეს თუ მითის სხვაგვარი ინტერპრეტაცია, არ ვიცით.

მცხეთოსი, ისევე როგორც ქართლოსი, ბერძნიზირებული სახელია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბიბლიური მოსოხების, მესხების სახელი იქნებოდა მცხეთოსი-მცხე-მსხე, მესხი (მესხო-ფლავიოსის ქართული თარგმანის მიხედვით, რომელიც მეთორმეტე საუკუნეშია შესრულებული). ზუსტად თქმა ძნელია, თუ როგორი იქნებოდა ფუძე (იქნებ მეს?).

„ქართლის ცხოვრების" მიხედვით მცხეთოსის-მესხოის უფროსი ძეა უფლოსი. მან ააშენა უფლისციხე. ეს სახელიც ელინიზირებული ჩანს. 

ჩემი აზრით, მისი სახელი ქართული ფორმით უნდა იყოს უფალი. 


უფალი უნდა იყოს თუბალის უფრო შემდგომი ფორმა (ან ფუძე), თუბალი-უფალი.

ძველქართულში უფალი ნიშნავდა უფროსს, უმთავრესს, ბატონს, მპყრობელს. ამ სიტყვიდან არის ნაწარმოები მეუფე, მეფე, მამფალი, უფლება და სხვა. „ქართლის ცხოვრებაში" უფლოსი - უფროსი ჰქვია მცხეთოსის ძეს, რომელიც უფროსია. შემდგომში უფალი დამკვიდრდა ღმერთის, ყველაფრისა და ყოველის მპყრობელის აღმნიშვნელ სიტყვად. 

თუ დავაკვირდებით, ტუბალის, თუბალის ქცევა იუბალად, უბალად, უფალად ლოგიკური ჩანს ქართული ენისათვის. აქვე გვსურს გავიხსენოთ ისევ „ქართლის ცხოვრება", რომლის მიხედვით ეთნარქების სახელები ტომთა სახელებიდანაა ნაწარმოები. (თუ სატომო სახელებია მათგან ნაწარმოები). მაგალითად, ლეკ-ლეკების, ეგროს-მეგრელების, კახოს-კახელების, ჰეროს-ჰერების და ა.შ.

საინტერესოა, რომ სამი ქართველი ეთნარქის სახელი ამ ვარაუდით შემონახული აქვს გეოგრაფიულ - საქალაქო სახელებს, ქართლის მთა - ახლანდელი არმაზის მთა, სადაც გამაგრებული დასახლება (ქალაქი) იყო, მცხეთა - ქალაქ მცხეთას და უფლისციხეს. სამივე ეს გამაგრებული ციხე-ქალაქი მტკვრის სანაპიროებთანაა, რომელსაც გამოუყვნენ თუბალ-მოსოხები.    აქვე შეიძლება დავუშვათ ვარაუდი, რომ ტფილისის სახელწოდებაც თუბალ-ტუბალიდან მოდის - ფუძე „თბლ".

საინტერესოა, რომ უფლისციხე ძალიან ჰგავს კაბადოკიაში არსებულ ქალაქ-კლდეებს, კლდეში გამოჭრილ სამოსახლოებს. ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ ასეთი ქალაქ-კლდეების დამუშავება, სიმაგრეების შექმნა და მის გარშემო ქალაქის გაშენება.

თუ ჩემი ვარაუდი სწორია, შეიძლება ითქვას, რომ თუბალების მოდგმის სახელი, ეთნარქის სახელი - უფალი, ქართულ ენაში იქცა უფროსის აღმნიშვნელად. ის გაიგივდა ბატონის მცნებასთან, უფროსთან. გაღმერთების და დროთა ვითარების, ენის განვითარების შედეგად უფალი ღმერთის აღმნიშვნელ სიტყვადაც მოგვევლინა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq