საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

დავით გურამიშვილი - ქართველი ერის ცოდვით დაცემის მემატიანე
ლელა ჩხარტიშვილი

არამარტო ქართული ისტორიოგრაფია, არამედ ძველი ქართული ლიტერატურაც

წარმოუდგენელია ქრისტიანობის მიერ დამკვიდრებული ზნეობრივი და ესთეტიკური იდეალების გარეშე.

დავით გურამიშვილი გვიანი შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია. იგი ღვიძლი შვილია იმ ეპოქისა, როცა ჩვენი ქვეყანა ისტორიულ გზაჯვარედინზე იდგა, ქართველი ხალხის ბედ-იღბალი ბეწვზე ეკიდა. გურამიშვილი ქრისტიანობის მიერ დასახული იდეალის შესაბამისად აზროვნებდა და ცხოვრობდა. მისი განსაცდელებით აღსავსე ცხოვრება და ტრაგიკული ბედი ორგანულად შეერწყა ,,ქართლის ჭირს’’, რომელიც მას პიროვნულად აქვს განცდილი და თავის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული. ,,ქართლის ჭირი’’ პოეტის საკუთარ ჭირადაა წარმოდგენილი, მისი პირადი ტრაგიკული ხვედრი მუხანათი წუთისოფლისთვის თანამდევი ხრიკებითა და მზაკვრობებით არის ნასაზრდოები. ამიტომაც გურამიშვილი საქართველოს ისტორიული სურათის გადმოცემისას საკუთარ თავგადასავალსაც მოგვითხრობს. ქვეყნის ბედის საკუთარ ტკივილად ქცევა, ქვეყნის ხვედრის ტვირთვა პოეტის სულიერი კრედოა, რომელიც ქრისტიანობისა და მამულიშვილობის ღრმა შეგნებით არის ნაკარნახევი. ამის შესახებ XX საუკუნის მწერალი ლევან გოთუა წერდა: ,,თუ შენი ქვეყანა უბედურია, შენ კი - ბედნიერი, სადღაც არ ყოფილხარ პატიოსანიო”.

,,დავითიანი’’ - საქართველოს ისტორიის ერთი მონაკვეთის, ძნელბედობის ჟამის (მე-18-ე საუკუნის) მხატვრულ მატიანეს წ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
არმოადგენს. დავით გურამიშვილი ერთგული მემკვიდრეა ისტორიის ქრისტიანული გაგებისა, რომლის თანახმადაც უზენაესი მსაჯულის რისხვა კაცობრიობის მიერ არჩეული მრუდე გზის შედეგია. საქართველოში დატრიალებული ცოდვის კითხვაც ,,საღმრთო საქმეთა’’ ღალატმა გამოიწვია.

დავით გურამიშვილი ჩამოთვლის ერის დაცემის მიზეზებს. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ საერთოდ პროვიდენციალისტური თვალთახედვით ისტორიული პროცესების წარმართვაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანთა ზრახვებს, მიზნებს, პიროვნების თავისუფალი ნებით არჩეულ ქმედებებს.

ქართველი ერის ცოდვიანი მისწრაფებების შედეგად წარმოშობილ უსამართლობას, ძალადობას, ბიწიერებას დაუნდობლად ჰკიცხავს პოეტი. ამ ბოროტებას ურჩობა, ღვთისგან განშორება, ღვთის დავიწყება ჰქვია. გურამიშვილი ქართლის კატასტროფის დასაწყისს ადამის ცოდვას უკავშირებს. ნეტარი ავგუსტინე წერდა: ,,ვინაითგან უგუნურებასა შინა ვართ ნათესავნი ადამისნი და გულსმოდგინედ მიდრეკილ არს გული კაცისა ბოროტისა მიმართ’’, ადამის ურჩობა კვლავ მეორდება მის მოდგმაში:

,,მაგრამ კვლავ შესცდნენ მის გზითა,

რა ცოდვის ბურმან მონისლა,

ჩაცვივდნენ ცოდვის მორევთა,

გზა ვერ სცნეს მადლთა ფონისა’’.

ქართველები გაოუორგულდნენ, აღარ ემსახურებიან აღარც უფალს და აღარც მის მიერ დანიშნულ მეფეს. მეფობა ღვთისგანაა და მისი მორჩილება აღიქმება უფლის მორჩილებად. გულმანკიერმა ქართველებმა კი

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ეს დაივიწყეს, რადგანაც - ,,შეუხდათ ეშმაკის მანქანებანი’’ - მლიქვნელობამ, ფარისევლობამ მოიკიდა ფეხი:

,,ბაგით პატივ-სცეს, აჩვენეს გული მტყუარი ზაკვისა’’ (სახარებისეული პერიფრაზია).

ყურად არ იღეს, არ ირწმუნეს ღვთისმშობლის გაფრთხილება და სინანულისკენ მოწოდება:

,,დაყრუვდნენ, ბრმანი შეიქმნენ,

საქმე ქნეს გასაშტერები’’.

სულიერმა სიბრმავემ და სიყრუემ მოიცვა ერი.

პოეტი ბრალს სდებს, დაუნდობლად ამხელს ყველას: ,,შინაურსა თუ გარეულს, ერსა თუ ბერს, დიდსა თუ პატარას, იმის მიხედვით, თუ ვის რა წილი მიუძღვის საქვეყნო საქმის წახდენაში. სასულიერო პირებსაც დაუტევებიათ სიმართლე და ჭეშმარიტება:

,,თუმც იყვნენ ხუცეს-ბერები,

მათაც კარგი ქმნეს ვერები’’.

თვალწინ იშლება მძიმე, გულისმომწყვლელი სურათი საქართველოს მკვიდრთა სულიერი ცხოვრების დაძაბუნებისა. სიმამაცე, გამბედაობა დაიკარგა. მამაკაცები        

,,დაჯაბდნენ’’. აღარც მიჯნურთათვის თავმოსაწონებლად, აღარც სატრფოს გადასარჩენად აღარ გამოიღებენ ხელს, ,,გულმაგრობის’’ გამოჩენა აღარ შეუძლიათ:

,,შეშინდნენ, ტრფიალთ გაექცნენ,

შეჰკადრეს უარობაო’’.

უფლის საიდუმლოებებს აბუჩად იგდებენ და ცოდვის მორევში თავაწყვეტით ეშვებიან:

,,გვირგვინის ცოლი გაუშვეს,

ხაჭასთან შექმნეს რბოლანი’’.

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
გურამიშვილის მიერ შთამბეჭდავი მხატვრული ხერხებითაა დახატული და წარმოდგენილი მთელი ეპოქის ხასიათი, სულიერი კარდიოგრამა:

,,შეიქმნა დიდი მტერობა,

თქმა ერთმანეთის ძვირისა,

ამპარტავნობა და შური,

ურცხვად გატეხა პირისა;

ავაზაკობა, ქურდობა,

გზებზე დასხდომა მზირისა,

ტყვეობა, მოკვლა, ტაცება -

ქვრივთა, ობოლთა, მწირისა’’.

ჩამოთვლილმა ცოდვებმა ერი დაიმონეს და ქვეყანა დაღუპვის პირამდე მიიყვანეს.

სწორედ უჩინო მტრის ძალისხმევით ჩადენილ ცოდვათა გამო ატყდება თავს განსაცდელი ,,ცოდვის სამეფოს’’ - საქართველოს. უსჯულოების გამრავლების გამო უფალი გულისწყრომას მოავლენს:

,,მან ბრძენთა ბრძენმან რა ეს სცნა,

ბრძანა აღება ხელისა,

რისხვით გაშვება მის თემთა,

გარდახდა საფარველისა.

მიუგო: რჯულთა გამრყვნელნო

ახალისა და ძველისა!

თქვენცა იხილოთ ამიერ

მოსპოლვა საფუძველისა’’.

მიწისძვრა, სტიქიური უბედურებები, მოუსავლიანობა, შიმშილი, განადგურება ქართველთა ბიწიერ ცხოვრებას უკავშირდება:

,,მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ

პასუხი უყო ცოდვისა.’’

ტოტალური სიგლახაკის, ,,სიყმილის’’ გადმოსაცემად პოეტი ამბობს, რომ ,,შეიმუსრაო ძალი პურისა’’.

,,აღარვინ იყვნეს ღვინითა

აღმავსებელი ჭურისა,

შემცირდის ხართა ნახნავი,

მოსწყდის ნაწველი ფურისა’’.

იმის მაგივრად, რომ ადამიანებმა გამოიჩინონ სულიერი მღვიძარება, გულისხმაყონ სასჯელი, შეინანონ ცოდვები, დაუბრუნდნენ ,,ვიწრო გზას სიცოცხლისაკენ’’ და დაინახონ საუკუნო ცხოვრების შესაძლებლობა, ქართველები ამ ურთულეს გამოცდას ვერ აბარებენ:

,,ჭმუნვიდენ, არად შესწევდათ

ცოდვის უნანლად წუხილი,

ასე ჰხედევდენ ნიშებსა,

ვით ნათელს თვალ-დაწუხვილი’’.

ღვთის რისხვაც არ აყოვნებს. განსაცდელები განსაკუთრებული სისასტიკით მოდის:

,,გამოუვლინის ნადირნი,

მჭამელნი კაცთა ხორცისა,

მოთხარის მკვდარნი საფლავით,

ცოცხალიც ბევრი ხორცისა’’.

თუმცა, არცა მით მოიქცნენ. სასჯელი კიდევ უფრო მეტად გამრავლდა. უცხო და უწყალო ეპიდემიებმა მოიცვა საქართველო. კიდევ უფრო გამძაფრდა პოლიტიკური საერთაშორისო ვითარება. რამდენიმე დიდი ქვეყანა ეცილებოდა ერთმანეთს დასუსტებული ქართული სამეფოების ხელყოფაში. თავი აიშვეს დაღესტნელმა აბრაგებმა, რომლებიც მკალივით მოედვნენ ქართლ-კახეთის სანახებს:

,,თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი,

ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო ქისტი,

სრულად ქართლის მტერნი იყვნენ,

ყველამ წაჰკრა თითო ქიშტი!’’

კიდევ უფრო გახშირდა ძმათა სისხლიმღვრელი ომები. დასუსტებული ცენტრალური ხელისუფლება უძლური იყო, აელაგმა განუწყვეტელი კინკლაობ

ა დიდგვაროვანთა შორის. აღზევების მოსურნე ფეოდალები ცალ-ცალკე უკავშირდებოდნენ უცხო ძალებს და სთავაზობდნენ სამსახურს საკუთარი ქვეყნის დასათრგუნად:

,,მერმე შინათ აიშალნენ,

ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი;

თავის თავსა ხრმალი იცეს,

გულთა მოიხვედრეს ხიშტი’’.

ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის დაუსრულებელ შეტაკებებს პოეტი ადარებს მამლების ძიძგილაობას, რითაც მარჯვედ სარგებლობდა კარს მომდგარი ათასი ჯურის მტერი და გადამთიელი.

პროვიდენციალისტური აზროვნების შესაბამისად გურამიშვილი საქართველოს იმდროინდელი დაცემისა და უბედურების მიზეზად მარტო გარეშე მტრებს კი არ თვლის, არამედ - უმეტესად ქვეყნის მკვიდრთა სულიერ ნაკლოვანებებს. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ადამიანთა გულებში უკეთესი მომავლის იდეალი გამქრალა. ეს იდეალი ზეციური სასუფეველია. ადამიანებს კი წარმავალი საწუთრო შეყვარებიათ მის ნაცვლად. გურამიშვილის მიერ წუთისოფლის ამაოებრივ-ფილოსოფიური ხედვა ქრისტიანული მრწამსით არის ნაკარნახევი: ,,ფუ, შენ ცრუო საწუთროო, რად არ მძულდი, რად მიყვარდი?!’’

გურამიშვილი საოცარი სიზუსტითა და ობიექტურობით აღწერს ,,ქართლის ჭირის’’ შემზარავ ეპიზოდებს და მისი შეფასება გაჯერებულია წმინდა წერილის სულით.

თავისი ქვეყნის მძიმე ხვედრზე დაფიქრებული პოეტი-მემატიანე კეთილისა და ბოროტის პირუთვნელი მსაჯულიც არის და ამასთან, მისივე ხალხის ,,წყლულების მოზარე’’ ჭირ

ისუფალიც:

,,მოვიტიროთ ჩვენ სამკვიდრო

თავში ხელის შემოკრებით,

ვით დავკარგეთ ჩვენ ქვეყანა

ჩვენდა გარეშემო მტრებით’’.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გურამიშვილის ალღო ისტორიის მიმართ. ისტორიულ მოვლენათა სწორი კვალიფიკაციით, ანალიზითა და განზოგადების ძალით ,,დავითიანი’’ ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოებია. სხვათა შორის, ისტორიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ თვით ფაქტების გადმოცემის სიზუსტეშიც გურამიშვილი მეტწილად ბევრად უფრო სანდო და ობიექტურ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე მისი თანამედროვე მემატიანეები.

გურამიშვილი პირუთვნელი მეისტორიეა, ჟამთააღმწერლის პრინციპის გამგრძელებელი, იმ პრინციპის, რომ ,,ისტორია ჭეშმარიტების მეტყველება არს და არა თვალაბმა ვისთვისმე’’. ესეც ,,შინაგანი სიმართლის’’ ხმითა და პატიოსნების ღრმა გრძნობით არის ნაკარნახევი. საქართველო კატასტროფის წინაშე დგას. სიმართლეს, რაგინდ მწარეც არ უნდა იყოს იგი, თვალებში უნდა შევხედოთ, რადგან სიმართლის ღალატი უფლის, ქვეყნისა და ხალხის ღალატია. თუმცა სიმართლის აღიარება საშიშია და გაბედულებას მოითხოვს:

,,მაგრამ ფარვა სიავისა

ქვეყანას არ მოუხდების’’.

მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქრისტიანის სულიერი კრედოა, რომელიც მარადიული სასუფევლის ძიებით არის ნასაზრდოები:

,,კაცს მის მეტი არა აქვს-რა

სიკვდილს უკან თან საბარგი

სულს მიუძღვის

ხორც ნაქნარი;

ავსა ავი, კარგსა კარგი’’.

კაცთა საქციელის მიუკერძოებელი, ობიექტური განსჯა და შეფასება მხოლოდ უზენაესი მსაჯულის პრეროგატივაა, მაგრამ რადგან ისტორია კაცობრიობის თანდათანობით აღზრდის პროცესია, ისტორიკოსი მოვალეა, გაარჩიოს იფქლი ღვარძლისგან და ხელი შეუწყოს ადამიანთა განკურნებას:

,,ამად სძრახვენ ვინც ავს ჩადის,

კულავ აღარ ჩაიდინოს,

სხვა გაფრთხილდეს, მისებრ ცრემლი

თვალთა არვინ ჩაიდინოს’’.

განკითხვა ცოდვაა, ,,ჭეშმარიტად ცოდვა უძღვის, კაცსა კაცის განმკითხავსა, მაგრამ ავზედ ავი ითქმის, კარგს არავინ გაჰკიცხავსა’’.

ღმერთისთვის ისედაც ყველაფერი კარგადაა ცნობილი, ამიტომ ავის კარგად გასაღება გამორიცხულია. მხილებას აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს:

,,ბაძვით მორცხვიც გაურცხვდების,

უსირცხვილოს თუ არ არცხვენ’’.

პოეტის გულისტკივილი თავისი ერის სიყვარულით არის გაჯერებული:

,,მე კი ვფარავ, მაგრამ

ჩემი სატკივარი არა ჰფარავს,

მეტად მწარედ გული მტკივა,

მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს’’.

საქართველო უკუღმართად გადახნულ მინდორს დაემსგავსა. პოეტის მიერ ქართლის ჭირის ობიექტური წარმოჩენა ემსახურება ადამიანებში იმ შეგნების ჩამოყალიბებას, რომ ღვთის განგება უცდომელია, იგი ჩვენი დამსახურებისამებრ მოგვიზღავს. გურამიშვილი ადამიანთა ფიქრს წარმართავს ისტო

რიის მისტიური არსის ამოცნობისაკენ. იმისკენ, რომ ისტორიაში არსებობს ღვთაებრივი ლოგიკა და შემთხვევითი ფაქტების ქაოტურ სამყაროში უნდა დავინახოთ უმთავრესი, დაფარული სულიერი აზრი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები; ის წესრიგი და საბოლოო მიზანი, რომელსაც უფლის ხელი მართავს.

პოეტი მხატვრული შთამბეჭდაობის ძალით ღრმა ფილოსოფიური დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა:

,,უკუღმართად ხვნამ და ფარცხვამ

ეს ნაყოფი გამოიღო:

მოგვითხარა ქართლ-კახეთი,

ძირ-ფესვიან ამოიღო’’.

ეს ნაწარმოებები არ იფარგლება მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნის გარკვეული მონაკვეთის აღწერით, არამედ საქართველოს ცხოვრების ბევრად უფრო ფართო სივრცეებს სწვდება. ჩვენი ხალხის სულიერი ავ-კარგის წარმოჩენა მიმართულია იმისკენ, რომ ღვთის რისხვა არ უნდა აღვიქვათ ბოროტებად, არამედ მხსნელ და გამომსწორებელ, განმკურნებელ სიკეთედ. გურამიშვილის აზრით, ომები, ავადმყოფობები, უბედურებები ღმერთმა მოუვლინა საქართველოს, რათა საბოლოო ჯამში ამით უზრუნველყოს ქართველი ხალხის ცოდვებისგან გამოხსნა და კვლავ ღმერთთან დაბრუნება. უნდა გავაცნობიეროთ ღვთის მზრუნველობა ჩვენი ერის მიმართ, დავფიქრდეთ, ცალკეული ფაქტების სულიერ მიზეზებზე და შედეგები გამოვიყენოთ ცხოვრების გზის მაჩვენებლად, ეკლესიისა და ქრისტიანობის განსადიდებლად.

 

 

  

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq