საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

რუსული მედია: “ევროპა მოლდავეთსა და საქართველოს მიიღებს დანაწევრებულებს!”
georoyal.ge

რუსული საიტები ეხმაურებიან ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებებს და ვერ ფარავენ მოლდავეთისა და საქართველოს გადადგმული ნაბიჯით უკმაყოფილებას. ისინი ნიშნის მოგებით ერთხმად მიუთითებენ, რომ ევროკავშირთან ასოცირებისათვის ეს რესპუბლიკები მზად არიან შეელიონ ტერიტორიულ მთლიანობას. ამით, სურთ თუ არა,  რუსები თავისდაუნებურად აღიარებენ, რომ სიამოვნებით ინარჩუნებენ მოლდავეთისა და საქართველოს მიტაცებულ მიწებს, მათი ევროპისაგან დასაშორებლად!

აი, რას წერენ საიტ ”სვობოდნაია პრესაზე” (”svpressa.ru”):

“იმისათვის, რომ უკრაინადაკარგულ ევროკავშირს პირი არ შეერცხვინა, კურსი აიღო  მოლდავეთსა და საქართველოსთან ფორსირებულ დაახლოებაზე. ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა მოახდინეს ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის პარაფირება, ანუ, გაიარეს ის პროცედურა, რაც უკრაინას გავლილი ჰქონდა ჯერ კიდევ 2012 წელს”.

ხსენებული რუსული წყარო აღნიშნავს: ”აღმოსავლური პარტნიორობის” ორივე ეს ფავორიტი სავსებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ოღონდ ერთი რამ აერთიანებთ -  დაურეგულირებელი ტერიტორიული პრობლემები. მოლდავეთს დნეპრისპირეთში, ხოლო საქართველოს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს გარემოება ევროკავშირში მათ შესვლას განსაკუთრებულად დამაინტრიგებელს ხდის.

ამ ასოციაციის პარაფირებით და მით უფრო, მასში მომავალი წევრობით - მოლდავეთი და საქართველო იკანონებენ თავს შეკვეცილ საზღვრებში, რადგან დნეპრისპირეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ასოციაციაში შესვლას არ აპირებენ და სინამდვილეში არამარტო დარჩებიან ევროკავშირს მიღმა, არამედ დაუპირისპირდებიან კიდეც ევროკავშირს. ხატოვნად თუ ვიტყვით, ევროპასთან დაახლოება თხრილს რესპუბლიკებსა და მათ ჩამონაჭრებს შორის კიდევ უფრო აღრმავებს.

კიდევ მეტი - საბჭოთა კავშირის აღდგენის პროცესში რუსეთი დასვამს საკითხს ამ ნაწილების საბაჟო კავშირში მიღების შესახებ. აკი 2012 წლის შემოდგომაზე სამხრეთ ოსეთმა, აფხაზეთმა და დნესტრისპირეთმა პარალამენტათაშორის ასამბლეაზე მიმართეს პუტინს თხოვნით:  ”განიხილონ საკითხი მათი სრულმასშტაბიანი მონაწილეობისათვის ევრაზიულ ეკონომიკურ თანამეგობრობასა და მის ინსტიტუტებში, საბაჟო კავშირის  წევრობის პერსპექტივის ჩათვლით”.

საინფორმაციო პორტალი “ИА REGNUM”-ი აშინებს მოლდავეთსა და საქართველოს:

”ვილნიუსს იქეთ იწყება ჩიხი, დაჟანგული რელსები და შლაგბაუმი, აგრეთვე სამხედრო პატრული, იმ შემთხვევისათვის, თუ ვინმე არაევროპული ზონისაკენ გადაინაცვლებს. მოლდავეთსა და საქართველოს შეაგდებენ ბაგაში, რათა დროდადრო დახედონ და წამოუთაქონ ხოლმე კეფაში”.

”news.mail.ru” კი ”დანანებით” აღნიშნავს, რომ: “მოლდავეთსა და საქართველოს მიაქანებენ გეოპოლიტიკურ ზოოპარკში” და შეულამაზებლად დასძენს”: ”რჩება ერთადერთი გამოსავალი - მოლდავეთში მოხდეს იმ ზომის პოლიტიკური დესტაბილიზაცია, რომ ევროპას გააჟრჟოლოს ასეთ პარტნიორთან ურთიერთობისაგან”.

ცხადია, ამასვე გვისურვებენ ჩვენც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები და ის დროა, გულისხმავყოთ - ვილნიუსის სამიტი გაკვეთილია იმისა, რაც შარშან გაიარა უკრაინამ და დღესვე გვმართებს სიფხიზლე შინაური და გარეული მტრებისაგან თავდასაცავად, უკრაინის დარად, კარგად დაწყებული დებიუტი დასასრულის დასაწყისად რომ არ იქცეს! 

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq