კეთილმორწმუნე მთავარი ალექსანდრე ნეველი ვლადიმირის დიდი მთავრის, იაროსლავ II-ის ძე იყო. წმიდანი 1220 წელს დაიბადა.
მან
სიყმაწვილიდანვე
შეითვისა
ქრისტიანული
მოძღვრება.
ნეტარს
ძლიერ
უყვარდა
საეკლესიო
საგალობლები,
მუდამ
წმიდა
მამათა
ნაწერებს
კითხულობდა.
ღამისთევები
და
ღვთისადმი
ლოცვა-ვედრება
მისი
საყვარელი
საქმიანობა
იყო.
1236 წელს
ალექსანდრე
ნოვგოროდის
მთავრად
აირჩიეს.
სულ
მალე,
1340 წელს
მის
სამთავროს
თავს
დაესხნენ
შვედები,
რომლებიც
ფინეთის
ყურის
სანაპიროს
შემომტკიცებას
და
აქ
კათოლიკური
სარწმუნოების
გავრცელებას
ცდილობდნენ.
ღვთის
მსასოებელმა
ალექსანდრემ
მდინარე
ნევის
ნაპირებზე
მცირერიცხოვანი
რაზმით
სასტიკი
დამარცხება
აგემა
მტრის
ურიცხვ
ლაშქარს,
რისთვისაც
ხალხმა
„ნეველი“
უწოდა.
1242 წელს
ნეტარი
გერმანელ
ჯვაროსნებს
შეებრძოლა
და,
უფლის
შეწევნით,
კვლავ
გაიმარჯვა.
ალექსანდრეს კარგად ესმოდა, რომ იმ დროს თათარ-მონღოლებთან შებმა უაზრო იყო და ოქროს ურდოსთან ურთიერთობაში ფრთხილ, შორს გამიზნულ
პოლიტიკას
ადგა.
1250 წელს
მან
ნოვგორდის
დიდი
მთავრის
წოდება
მიიღო
და
ბევრი
სასიკეთო
საქმე
გააკეთა
ეკლესიისა
და
ქვეყნისთვის.
ხანებთან
შუამდგომლობით
წმიდანმა
მოახერხა,
რომ
ეპისკოპოსები
და
მღვდლები
თათართა
გადასახადებისგან
გაეთავისუფლებინა;
წმიდა
ალექსანდრე
მართლმადიდებლობის
მტკიცე
აღმსარებელი
იყო:
როცა
იგი
პირველად
ჩავიდა
თათართა
ბანაკში,
ქურუმებმა
კერპების
თაყვანისცემა
მოსთხოვეს.
უფლის
რჩეულმა
მტკიცე
უარით
უპასუხა
და
განაცხადა:
„მე
მხოლოდ
ცისა
და
ქვეყნის
შემოქმედ,
სამებით
ქებულ
ერთ
ჭეშმარიტ
ღმერთს
ვსცემ
თაყვანს“.
ბათო-ხანი,
რომელიც
პატივს
სცემდა
რუსი
მთავრის
სიმამაცესა
და
სიბრძნეს,
მის
საქციელს
შემწყნარებლურად
შეხვდა.
პაპმა ინოკენტი IV-მ წმიდანს რომაული კათოლიციზმის მიღება შესთავაზა,
რაზეც
ალექსანდრემ
უპასუხა,
ჩვენ
მოციქულებისგან
გადმოცემული
სწავლება
გვიპყრია
და
თქვენი
სწავლების
მიღება
არ
გვსურსო.
1262 წელს
თათართა
მძლავრობისგან
შევიწროებული
ხალხი
აჯანყდა.
განრისხებულმა
ხანმა
მათ
დასასჯელად
ლაშქარი
გაამზადა.
ალექსანდრე
ურდოში
წავიდა,
რომ
თათარი
ხელისუფლის
გული
მოელბო,
მიაღწია
კიდეც
ამას,
მაგრამ,
ხანგრძლივი
ღვაწლით
დაუძლურებული,
უკან
მობრუნებისას
სასიკვდილოდ
დასნეულდა.
სულთმობრძავმა
მთავარმა
სქიმა
შეიმოსა
ალექსის
სახელით,
წმიდა
საიდუმლოს
ეზიარა
და
1263 წლის
14 ნოემბერს,
ორმოცდასამი
წლის
ასაკში
სული
უფალს
შეჰვედრა.
23 ნოემბერს კეთილმსახური მთავრის წმიდა
ცხედარი
პატივით
დაკრძალეს
ვლადიმირის
ღვთისმშობლის
შობის
მონასტერში.
გადმოცემით,
როცა
ნეტარ
ალექსანდრეს
წესს
უგებდნენ,
სასწაული
აღესრულა
- მან
შენდობის
ბარათის
მისაღებად
ცოცხალივით
ხელი
გაშალა
1380 წელს აღესრულა
უფლის
სათნომყოფლის
უხრწნელი
ნაწილების
აღმოყვანება
(ამ
მოვლენას
ეკლესია
30 აგვისტოს
აღნიშნავს). |