საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > წმინდა მართლმადიდებელი მეფეები

წმიდა სტეფანე ნემანია (1114 – 1200) სერბეთის დიდი მთავარი, ნემანიჩების დინასტიის დამფუძნებელი

 1170 წელს ძმებთან ბრძოლაში  დაიკავა სერბეთის ტახტი და გამოაცხადა სერბეთის დამოუკიდებლობა ბიზანტიისაგან. გააფართოვა სერბეთის საზღვრები.

   1196 წელს 82 წლის ასაკში უარი თქვა ტახტზე საკუთარი ვაჟის, სტეფანე პირველგვირგვინოსნის სასარგებლოდ, თავად ბერად შედგა სიმეონის სახელით და დაემკვიდრა მონასტერში. მალე თავის შვილთან,  წმიდა საბასთან ერთად დამკვიდრდა ათონის მთაზე მის მიერ დაარსებულ ქილენდარის მონასტერში, სადაც 1200 წელს გარდაიცვალა.

  კანონიზებულია სერბული ეკლესიის მიერ, როგორც „სიმეონ მირონმდინარე“, რადგამ მისი წმიდა ნაწილებიდან მოედინებოდა მირონი -  ხსენება 13 (26) თებერვალს.

    წმიდა საბამ მამის წმიდა ნაწილები გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ გადაასვენა სერბეთში, „სტუდენიცას“ მონასტერში. ეს ტაძარი  და მონასტერი სტეფანეს საერო მმართველობის ჟამს  ჰქონდა აგებული და გამშვენებული. როდესაც წმიდა საბას მამის ნეშტი სამშობლოში გადაჰქონდა იქ თავადთა მტრობის დასაცხრობად, ქილენდარის ბერები ცხარე ცრემლით ტიროდნენ მოსალოდნელი დანაკარგის გამო. წმიდა სიმეონი ძილში გამოეცხადა მონასტრის იღუმენს და ამცნო, რომ მის ნეშტს მშობელი მიწა ითხოვდა, ხოლო ჰილანდარის საძმოს სანუგეშოდ დაცარიელებული სამაროვნიდან ამოეზრდებოდა ვაზი და მანამ, სანამ იმსხმოიარებდა, წმიდა მამის ლოცვა-კურთხევა არ მოაკლდებოდა ქილენდარს.

    მას შემდეგ  800 წელზე მეტია მსხმოიარობს ვაზი ქილენდარში.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq