საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > წმინდა მართლმადიდებელი მეფეები

წმიდა მოწამე ბოიანი, ბულგარეთის მთავარი (+830)

 როდესაც ბულგარეთის სამეფო ტახტზე ბოიანის ძმა, წარმართი მალომირი (ვლადიმირი) ავიდა, მთავარმა მას ქრისტიანი კინამონის განთავისუფლება მოსთხოვა, რომელიც  დიდხანს იტანჯებოდა საპყრობილეში კერპისათვის მსხვერპლშეწირვაში  მონაწილეობაზე უარის თქმისათვის. ძმამ ბოიანს თხოვნა შეუსრულა. განთავისუფლებულ კინამონს მთავარმა ჰკითხა, თუ რატომ იტანჯებოდა. ხანგრძლივი საუბრის დროს განათლებულმა ქრისტიანმა წარმართ მთავარს აუხსნა კერპთაყვანისმცემლობის სიცრუე და ცხონებისათვის ქრისტეს რწმენის აუცილებლობა. საუბრის ბოლოს კინამონმა თქვა: „ქრისტეს გარეშე არ არსებობს ნათელი გონებისათვის, სიცოცხლე – სულისათვის. მხოლოდ ის არის კაცობრიობის მოძღვარი და მაცხოვარი. თუ წარწყმედა არ გსურს, იწამე ქრისტე“. მთავარი ბოიანი სიხარულით მოინათლა. ახალმოქცეულმა კეთილმსახურმა მთავარმა დაიწყო მარხვა და ლოცვა. მალომირმა ძმას მოსთხოვა უარეყო ქრისტე. წმიდა მთავარმა უდრტვინველად უპასუხა: „ვაღიარებ ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთს. არავის ძალუძს განმაშოროს მაცხოვრის სიყვარულს“. მალომირმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ძმას. მოწამეობრივი აღსასრულის წინ კეთილმსახურმა მთავარმა იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანობა მთელ ბულგარეთში გავრცელდებოდა, აშენდებოდა ქრისტიანული ტაძრები, ხოლო კერპები და სამსხვერპლოები შეიმუსრებოდა. ძმას კი უთხრა: „შენი სისასტიკის გამო სიკვდილით დაისჯები“.

 წმიდა მოწამის წინასწარმეტყველება ყველაზე ადრე საკუთარ ძმაზე ახდა. მალე მალომირი გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომ ტახტზე უფროსი ძმა პერსიანე (+836-852) ავიდა. შემდეგ პერსიანეს ძემ, წმიდა მოციქულთასწორმა ბორისმა, ნათლისღებით მიხეილმა (ხს. 2 მაისს), მთელი ბულგარელი ხალხი განანათლა. ასე აღსრულდა წმიდა მოწამე ბოიანის ეს წინასწარმეტყველებაც.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq