საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > ქართველი წმინდანი მეფეები

ღირსი ბასილი ძე მეფე ბაგრატ III-ისა (XIს.)

ღირსი ბასილი იყო ძე საქართველოს მეფის ბაგრატ III-ისა. ბავშვობიდან მონაზვნური ცხოვრებისაკენ მიდრეკილმა წმინდანმა ღრმად შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება. იცოდა მრავალი უცხო ენა. იყო მისი დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი.

ბასილი ბაგრატის ძის შესახებ ცნობა შემოგვინახა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებამ. მიიყვანა თუ არა იაკობმა ათი წლის გიორგი ხახულში, ბიძებმა – ღირსმა მამებმა: გიორგი მწერალმა და საბამ (ხს. 19 დეკემბერს) ის ლოცვა-კურთხევის მისაღებად მიჰგვარეს ხახულის მაშინდელ წინამძღვარს, ღირს მაკარის (ხს. 21 დეკემბერს) და იქაურ მოღვაწეთ: ღმერთშემოსილ ანტონის და "დიდსა მას ბასილის" ბაგრატ III-ის ძესა – რომელი იგი მას ჟამსა შინა იყო მოძღვარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩვენისაჲ..."

ვახუშტი ბატონიშვილი "საქართველოს მეფეთ ისტორიაში" მიმოიხილავს რა ბაგრატ IV-ის დროინდელ საქართველოს კულტურულ ვითარებას, სხვა საეკლესიო მოღვაწეთა გვერდით მოიხსენიებს ბასილი ბაგრატის ძეს: "მთარგმნელნი ამ ჟამთა იყვნენ: ბასილი ბაგრატის ძე..."

იოანე ბატონიშვილი (1768-1830) "კალმასობაში" ასე ახასიათებს მას: "ბასილი ბაგრატიონი იყო საფილოსოფოსთა და ღმრთისმეტყველებასა შინა ზედმიწევნილი, მთარგმნელი სხვათა ენათაგან კეთილი და რიტორ-მიმთხრობელი, მთარგმნელი და მაღალ ფრაზასა ზედა დამთხზველი, მონოზონებითა სრული და განმანათლებელი ეკლესიათა, რომელსა უწოდეს ქართველთა ეკლესიათა სამკაულად".

თავდაპირველად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წმინდა ბასილი მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში და იქაურ სასულიერო-საგანმანათლებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. შემდგომ ღირსი ბასილი ათონის სავანეში გადასულა და აქ დაუწერია "გალობანი წმინდა მამისა ეფთვიმესნი".

საქართველოს ეკლესიის სამკაული და მოამაგე წმინდა ბასილი ბაგრატიონი აღესრულა ათონის წმინდა მთაზე, ივერთა მონასტერში.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ღირს ბასილის (ბაგრატოვანი) იხსენებს ძვ. სტილით 27 მაისს, ახ. სტილით 9 ივნისს.

მასალა  მოამზადა ნინო ტარყაშვილმა

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი
9 (22) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა კირილეს, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის (+444) ხსენების დღეს.
ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
gaq