საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

რიჩარდ III-ის აღდგენილი პორტრეტი
georoyal.ge

მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალაქ ლესტერის ავტომობილების გაჩერების ქვეშ მიმდინარე  გათხრების დროს ნაპოვნი  ადამიანის ჩონჩხი ეკუთვნის ინგლისის მეფეს - რიჩარდ III-ეს, მისი თავის ქალის მიხედვით შეიქმნა მეფის პირისახის სამგანზომილებიანი მოდელი. ეს მოდელი  აღმოჩნდა ძალიან მსგავსი თანამედროვეების მიერ აღწერილი მეფის გარეგნობისა და რიჩარდ III-ის სიკვდილის შემდეგ შექმნილი პორტრეტისა. რეკონსტრუირებულ სახეზე არის სახასიათო კეხიანი ცხვირი და წინ წამოწეული ნიკაპი.

რეკონსტრუქცია ხდებოდა სპეციალური პროგრამირებული უზრუნველყოფის დახმარებით, რაც არსებულ თავის ქალაზე კუნთებისა და კანის ფენების დადების საშუალებას იძლევა. მაგრამ თვალების, კანისა და თმის  ფერის ამოცნობა ამ გზით შეუძლებელია.  ამიტომ ამ მონაცემებს   არჩევდნენ მეფის სურათების მიხედვით.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq