საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ბიზანტიის იმპერატორი მიხეილ III
მიხეილ III ლოთი (ბერძნ. Μιχαήλ Γ΄; დ. 19 იანვარი 840 — გ. 23/24 სექტემბერი 867) — ბიზანტიის იმპერატორი 842-867 წლებში. ის ტრადიციის მიხედვით ითვლება ამორეული დინასტიის მესამე და უკანასკნელ წევრად.

მიხეილი იყო იმპერატორ თეოფილესა და დედოფალ თეოდორას უმცროსი შვილი. ის მამამისმა თითქმის დაბადებისთანავე გამოაცხადა თანამმართველად. ხოლო დაბადებიდან 2 წლის ასაკში გახდა ერთპიროვნული იმპერატორი. მისი მცირე ასაკის გამო ქვეყნის მმართველობა დედამისის დედოფალ თეოდორას ხელში იყო.

მისი მმართველობის პერიოდში მოხდა ხატმებრძოლეობის საბოლოო აკრძალვა ბიზანტიის იმპერიაში. მის მიერვე თანამმართველად დანიშნულმა ბასილიმ 867 წელს მოაწყო მისი მკვლელობა და ტახტზე ავიდა, როგორც იმპერატორი ბასილი I.

მის შესახებ არა ერთი ცნობაა, სადაც ის ლოთად და არასერიოზულ ადამიანადაა წარმოდგენილი, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ეს ცნობები უნდა იყოს გაყალბებული მისი მკვლელია, იმპერატორ ბასილი პირველის მომხრეების მიერ, რათა გაემართლებინათ მისი მკვლელობა. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq