საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

უილიამ IV - მეფე მეზღვაურის მანერებით
უილიამ IV (ინგლ. William IV; დ. 21 აგვისტო, 1765 — გ. 20 ივნისი, 1837) — დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და ჰანოვერის მეფე ჰანოვერის დინასტიიდან 1830-1837 წლებში. ჯორჯ III-სა და შარლოტ მეკლენბურგელის ვაჟი. იქორწინა 1818 წელს ადელაიდაზე, საქსენ-მენინგენის ჰერცოგის, ჯორჯის ასულზე.

ბავშვობიდან უილიამს ნავიგაცია იზიდავდა, ამიტომ მშობლებმა იგი საზღვაო განხრით გაუშვეს. მსახურობა უილიამმა 14 წლის ასაკში დაიწყო როგორც მიჩმანმა გემზე „პრინცი ჯორჯი“, ბევრ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და სიმამაცე გამოიჩინა. 1785 წელს ლეინტენანტი გახდა, 1786-ში კაპიტანი, ხოლო 1790 წელს კონტრ-ადმირალი. ამით დასრულდა მისი კარიერა ფლოტში. 1789 წელს, როგორც კლარნესის ჰერცოგმა, მან ადგილი დაიკავა ლორდთა პალატაში, მაგრამ მანერებით და ხასიათით იგი მთელი ცხოვრების მანძილზე მეზღვაურად დარჩა.
მეფე ჯორჯი შეშფოთებული იყო შვილის მანერებით და რაღაც პერიოდი გაგზავნილი ყავდა ჰანოვერში. თუმცა ამ გადასახლებამ არ გამოასწორა მისი მანერები, მისი თავისუფალი ქცევა და იმის თქმა, რასაც ფიქრობდა შოკის მომღვრელი იყო გერმანელი დიდებულებისთვის. პრინცი არც კი ცდილობდა მხარი აება ადგილობრივი საზოგადოებისთვის. ბორდელში მან ვენერიული დაავადება აიკიდა.
ინგლისში 1790 წელს დაბრუნების შემდეგ იგი დაუახლოვდა მსახიობს დოროთი ჯოანს, რომელიც მრავალი წლის მანძილზ მისი უკანონო ცოლი იყო. 1797 წელს მან მამისგან მიიღო მამული ბუშიპარკსი და ენთუზიაზმით შეუდგა ფერმერობას. ამ დროისთვის დოროთის მისგან ორი შვილი ჰყავდა. 1807 წელს მათ უკვე 10 შვილი ჰყავდათ. მიუხედავად ამისა, როდესაც დინასიის ინტერესებიდან გამომდინარე უილიამი უნდა დაქორწინებულიყო, დოროთიმ მას დაშორდა და ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილდა.
მალე უილიამმა ცოლად 24 წლის ადელაიდა საქსენ-მეინენეინელი მოიყვანა. იგი გამგები და კეთილი ქალი იყო, არ ეჭვიანობდა ქმრის პირველ ოჯახთან, წესრიგში მოიყვანა მისი საქმეები, თავს აკავებინებდა ალკოჰოლის უზომოდ გამოყენებისგან და საერთოდ ცდილობდა მეტი კეთილშობილება შემატებინა მისთვის. იმის გამოკლებით, რომ მათ არ ჰყავდათ შვილები, მათი ქორწინება ბედნიერი იყო.
1827 წელს მისმა ძმამ, ჯორჯ IV-მ უილიამს ლორდ-ადმირალის წოდება უბოძა. მაგრამ ამ პოსტზე უილიამმა იჩხუბა პრემიერ-მინისტრთან არტურ ველინგტონთან და მოუწია გადადგომა.
გამეფების შემდეგ, მას არ შეუცვლია ცხოვრების სტილი. იგი ისეთივე უშუალო დარჩა, მიღებებზე ლამაზ ქალებს აქცევდა ყურადღებას, დილაობით ბრაიტონის სანაპიროზე სეირნობდა და გამვლელებს ესაუბრებოდა, ეტლიდან თავს ყოფდა გადასაფურთხებლად. თუმცა უილიამი გამეფდა საკმაოდ რთულ დროს. მთელს ქვეყანაში დაიწყო არჩევნების სისტემის რეფორმის მოთხოვნები, რომელიც უკვე რამდენიმე საუკუნე არ შეცვლილა. ამის შედეგად თემთა პალატის დიდი ნაწილი ირჩეოდა მიყრუებულ ადგილებში, როდესაც დიდ ინდუსტრიულ ცენტრებს არ ყავდათ თავისი წარმომადგენლები პარლამენტში. მეფემ მხარი ვიგებს დაუჭირა, რომლებიც რეფორმის მომხრე იყვნენ. 1832 წლის რეფორმის შედეგად 56 „მიყრუებულ ადგილს“ აღარ ყავდა დეპუტატი, ხოლო განთავისუფლებული 143 ადგილი ახალმა ოლქებმა დაიკავეს. ეს იყო უილიამის მეფობის უმნიშვნელოვანესი მომენტი.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq