საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

თავისუფალი საქართველოს ქომაგი ოტო ფონ ჰაბსბურგი

2011 წლის 4 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ევროპელი, ავსტრიის ბოლო იმპერატორისა და უნგრეთის მეფის უფროსი ვაჟი, ჰაბსბურგ-ლოთრინგეთა სახლის მეთაური, დოქტორი ოტო ფონ ჰაბსბურგი (Franz Joseph Otto Robert Maria Anton Karl Max Heinrich Sixtus Xaver Felix Renatus Ludwig Gaetan Pius Ignatius von Österreich).
მისი საიმპერატორო და სამეფო უმაღლესობა ფრანც იოსეფ ოტო რობერტ მარია ანტონ კარლ მაქს ჰაინრიჰ სიქსტუს ქსავიერ ფელიქს რენატუს ლუდვიგ გაეტან პიუს იგნატუს საიმპერატორო პრინცი, ავსტრიის ერცჰერცოგი და უნგრეთის სამეფო პრინცი დაიბადა 1912 წლის 20 ნოემბერს, რაიჰენაუში/ქვემო ავსტრია.
იგი გახლდათ ავსტრიის ერცჰერცოგ კარლის (შემდგომში ავსტრიის იმპერატორისა და უნგრეთის, ბომენის, ხორვატიის მეფის – კარლ I – ის) და პრინცესა ციტა ფონ ბურბონ – პარმას (შემდგომში იმპერატრიცასი და დედოფლის) უფროსი ვაჟი, 1916 წლიდან ავსტრია– უნგრეთის ტახტის მემკვიდრე.
წყარო dpa, რობერტ იაგერის ფოტო: დიდი ევროპელი ოტო ფონ ჰაბსბურგი (1912-2011)დუნაუს მონარქიის დაშლის შემდეგ, პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, 1918 წელს, იმპერატორმა კარლმა უარი განაცხადა სახალმწიფოს მართვაზე და ოჯახითურთ ეკარტზაუში დასახლდა. ავსტრიის რესპუბლიკურმა ხელისუფლებამ კარლ რენერის მეთაურობით, 1919 წლის მარტში მიიღო ე. წ. ჰაბსბურგების კანონი, რომელიც საიმპერატორო სახლის სრულ კონფისკაციასა და ქვეყნიდან გაძ
ევებას ითვალისწინებდა. ამდენად საიმპერატორო ოჯახი იძულებული გახდა შვეიცარიაში ემიგრირებულიყო. უნგრეთში ტახტის აღდგენის ორი უშედეგო მცდელობის გამო, იმპერატორი კარლი კუნძულ მადეირაზე იქნა გასახლებული. სადაც ის 1922 წლის 1 აპრილს თითქმის 35 წლისა გარდაიცვალა; 2004 წლის 3 ოქტომბერს იგი პაპმა იოჰან პაულ II – მ ნეტარად შერაცხა.
იმპერატორის სიკვდილის შემდეგ, იმპერატრიცა ციტა შვილებთან ერთად ჯერ ბასკეთში გადასახლდა, შემდეგ კი ბელგიაში, სადაც ერცჰერცოგმა ოტომ ლოვენის უნივერსიტეტში განსწავლა დაასრულა. დისერტაციაზე მუშაობისას, მეცნიერული კვლევის ფარგლებში, 1932 – 33 წლებში იგი ბერლინში იმყოფებოდა, სადაც ის ნაციონალ-სოციალიზმის აღზევების მოწმე გახდა. სწორედ ამ პერიოდში განაცხადა მან ადოლფ ჰიტლერთან შეხვედრაზე უარი, რადგან არ სურდა მესამე რაიჰს ავსტრიის გერმანიასთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით იგი გამოეყენა.
1933 წელს ერცჰერცოგი ბელგიაში დაბრუნდა და იქიდან ღიად დაუპირისპირდა ნაციონალ-სოციალიზმს, შეეწინააღმდეგა ავსტრიის გერმანიის რაიჰთან მიერთებას , რის გამოც მასზე გერმანიში ძებნა გამოცხადდა და დაუსწრებლად სიკვდილი მიესაჯა.
1939 წელს იგი აშშ – ს პირველად ეწვია და პრეზიდენტ რუზველტთან და ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებთან მჭიდრო კონტაქტი დაამყარა. როცა გერმანია ბელგიასა და საფრანგეთს თავს დაესხა, ჰაბსბურგები იძულებულნი გახდნენ თავი აშშ –სთვის შეეფარებინათ. თავად დევნილმა ერცჰერცოგმა ო
პატარა უფლისწული ოტო ფონ ჰაბსბურგი მამის იმპერატორად კურთხევის ცერემონიალზე, ბუდაპეშტში, 1916 წელი
ტომ, უბერზეემდე მიღწევაში დახმარება გაუწია ნაციონალ-სოციალიზმისგან დევნილებს, უმეტესწილად ებრაელებს.
მეორე მსოფლიო ომის დროს, იგი აშშ–ში ავსტრიის აღდგენისა და სამხრეთ ტიროლის თვითგამორკვევისთვის იღწვოდა, იბრძოდა ზუდეტენლანდიდან და აღმოსავლეთგერმანული რეგიონებიდან გერმანელთა გასახლების წინააღმდეგ .
1944 წელს ოტო ფონ ჰაბსბურგი ევროპაში დაბრუნდა, თუმცა ამჯერად საბჭოთა დამპყრობელთა მიერ ავსტრიიდან ხელახლა იქნა გაძევებული.
1955 წლიდან ერცჰერცოგი დაქორწინებული იყო საქსონია–მაინინგენის პრინცესა რეგინაზე (გარდაიცვალა 2010 წლის 3 თებერვალს). მათ 7 შვილი ჰყავდათ: ანდრეა, მონიკა, მიჰაელა, გაბრიელა, ვალპურგა, კარლი და გეორგი.1954 წლიდან ოტო და რეგინა ფონ ჰაბსბურგები ზემო ბავარიაში, პოკლინგში ცხოვრობდნენ. მათი ავსტრიაში დაბრუნება 1966 წელს გრძელვადიანი სასამართლო დავის გადაწყვეტის შედეგად გახდა შესაძლებელი.
დოქტორი ოტო ფონ ჰაბსბურგი 37 წიგნის ავტორი გახლდათ. მის მიერ ისტორიულ, სოციალ–პოლიტიკურ და ევროპის პოლიტიკის თემებზე დაწერილი წიგნები ცხრა ენაზეა ნათარგმნი.
მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან იგი მჭიდრო კონტაქტში იყო რიჰარდ გრაფ კუდენჰოვე–კალერგისთან, ავსტრიელ მწერალთან, პოლიტიკოსთან და პანევროპული მოძრაობის დამაარსებელთან, რომელიც 1957 წლიდან სიკვდილამდე ამ მოძრაობის ვიცე–პრეზიდენტი გახლდათ. მისი სიკვდილის შემდეგ, მისივე სურვილის შესაბამისად, 1973 წლიდან ოტო ფონ ჰაბსბურგი გახლდ
პატარა უფლისწული მამის კორონაციის დროს
ათ «პან–ევროპის გაერთიანების» საერთაშორისო პრეზიდენტი. მან ეს ორგანიზაცია გააფართოვა როგორც თავისუფალი, ქრისტიანული, სოციალური და გაერთიანებული ევროპის ძლიერი საყრდენი და კომუნისტური რეჟიმებისგან დათრგუნული შუა და აღმოსავლეთევროპელი ხალხების ქომაგი. 2004 წლიდან ოტო ფონ ჰაბსბურგი საერთაშორისო «პან–ევროპის გაერთიანების» საპატიო პრეზიდენტი იყო.
1979 წელს დოქტორი ჰაბსბურგი ევროპის პარლამენტის წევრად აირჩიეს. იგი 1999 წლის ივლისამდე საგარეო–პოლიტიკურ კომისიაში ქრისტიან–დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე და უნგრეთის დელეგაციის პრეზიდენტი, ასევე ვიცე–პრეზიდენტი და პარლამენტის უხუცესი პრეზიდენტი გახლდათ.
ევროპის პალამენტში ევროპის დევნილი ხალხების სიმბოლოდ ცარიელი სკამის შემოღება, გაცოცხლება ცენტრალური ევროპის მცნებისა, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარება და ევროპის გაერთიანებაში ცენტრალური და აღმოსავლეთევროპული ქვეყნების შესვლა, მის ხელწერას ატარებენ.
1989 წლიდან იგი რკინის ფარდის მიღმა «პან–ევროპის გაერთიანების» გასაფართოვებლად იბრძოდა, მუშაობდა ბალტიის ქვეყნების მოსკოვისაგან და ხორვატიის, სლოვენიის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, მაკედონიის ბელგრადისგან დამოუკიდებლად გახდომისათვის.1989 წლის 19 აგვისტოს სოფრონში მისი ეგიდით გაიმართა «პან–ევროპის პიკნიკი», რომლის დროსაც 700-მა აღმოსავლეთგერმანელმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან გაქცევა გაბედა და შესძლო. ეს ისტო
რიული ფაქტი დღემდე ფასდება როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთევროპული კომუნისტური სისტემების რღვევის ინიციალიზაცია, იგი ოტო ფონ ჰაბსბურგის კომუნიზმის დაცემის გარდაუვალობის პროგნოზის დასტურიცაა.
დოქტორი ჰაბსბურგის ინიციატივითაა შემოღებული დღეს წითელი ფერის ევროპის პასპორტი, განხორციელებულია ევროპის პარლამენტის არაერთი რეფორმა, ევროპის ფარგლებს შიგნით გაუქმებულია საზღვრების კონტროლი. ქრისტიანული და სოციალური ღირებულებების მქონეს, საუკეთესო პიროვნული თვისებები გააჩნდა. იგი ადამიანებთან უშუალო გახლდათ, ყველას ღიად და უპირატესობის შეგრძნების გარეშე ესაუბრებოდა; ცხოვრებაში ხელმძღვანელობდა ბოქსის ცნობილი კანონით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ დაეცემი, მთავარია რამდენჯერ წამოდგები.
1999 წლიდან თანამედროვეთა საყვარელმა ევროპელმა ევროპის პარლამენტი დატოვა. ამ დროიდან მან აქტიური პოლიტიკური საქმიანობა გაგრძელა როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთევრუპული ხელისუფლებების მრჩეველმა. მისი პოლიტიკური კომენტარები ევროპის მასშტაბით მრავალ გამოცემაში იბეჭდებოდა.
ჭეშმარიტად დიდი ევროპელი თავისუფალი საქართველოს ქომაგიც გახლდათ. 1991-92 წლების პუტჩით საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დამხობას იგი ევროპის პარლამენტში პროტესტით გამოეხმაურა. დასავლეთში ხელოვნურად შექმნილი საყოველთაო ინფორმაციული ვაკუუმის დროს, მან პირველმა გაბედა საქართველოს განდევნილი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის -ზვიად გამსახურდიას პო
ლიტიკური რეზოლუციით საჯაროდ მხარის დაჭერა.
ოტო ფონ ჰაბსბურგის ცხედარი და გული განცალკევებულად დაიკრალება; 16 ივლისს ცხედარი დაიკრძალება ავსტრიაში, ვენის კაპუცინების (იმპერატორების) სარკოფაგში, 19-ე საუკუნის ავსტრიის იმპერატორთა ტრადიციის თანახმად, გულს კი უნგრეთის პანონჰალმას მონასტრის მიწას 17 ივლისს მიაბარებენ.
http://www.ottovonhabsburg.org/
ხატია ღუდუშაური
გადმობეჭდილია http://www.ai-ia.info/online-arqivi/28-tavisupali-saqartvelos-qomagi-otto-von-habsburgi.htm 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
მართალი იოანა მენელსაცხებლე
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მართალი იოანა მენელსაცხებლეს (I) ხსენების დღეს.
gaq