საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ცხრა მეფე ერთ ფოტო-სურათზე
ცხრა მეფე ერთ ფოტო-სურათზე.

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ედუარდ VII-ს დაკრძალვა. 1910 წელი. მეფე ედუარდ მერვე გარდაიცვალა 1910 წლის 6 მაისს.
ფოტოზე:

დგანან, მარცხნიდან მარჯვნივ: გარდაცვლილი მეფის სიძე, ქალიშვილის ქმარი - ნორვეგიის მეფე ჰააკონ VII, ბულგარეთის მეფე ფერდინანდი, პორტუგალიის მეფე მანუელ II, გერმანიის კაიზერი ვილჰელმ II, საბერძნეთის მეფე გეორგ I და ბელგიის მეფე ალბერტ I.

სხედან, მარცხნიდან მარჯვნივ: ესპანეთის მეფე ალფონსო XIII,  გარდაცვლილი უდუარდ მეშვიდის ვაჟი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჯორჯ V და დანიის მეფე ფრედერიკ VIII.
რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი...

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq