საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

არაბებისგან ევროპის გადამრჩენელი - კარლოს მარტელი
კარლოს მარტელი (დ. 686 ან 688 — გ. 22 ოქტომბერი, 741) — ფრანკთა სამეფოს მაიორდომი 717—741 წლებში. კარლოსი იყო პიპინ ჰერისტალიელის შვილი უკანონო ცოლის ალპაიდასაგან. იმპერატორი კარლოს დიდი იყო მისი შვილიშვილი და მათგან შეიქმნა კაროლინგების დინასტია, რომელმაც შეცვალა მეროვინგების დინასტია.

კარლ მარტელის მთავარი დამსახურებაა 732 წელს პუატიესთან მანამდე ულეველი არაბული არმიის დამარცხება, რისი მეშვეობითაც შეწყდა არაბების წინსვლა ევროპაში. ამგვარად ევროპა გადარჩა.
პუატიეს ბრძოლა, ტურის ბრძოლა – ბრძოლა ფრანკებსა და არაბებს შორის. გაიმართა 732 წლის 10 ოქტომბერს, ქალაქ ტურთან ახლოს, ფრანკების იმპერიის და აკვიტანიის საზღვართან ახლოს.
ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ ავსტრაზიის და ნეისტრიის მაიორდომი კარლოს მარტელი და ომაიანების სახალიფოს ალ-ანდალუზიის გენერალ-გუბერნატორი აბდურ რაჰმან იბნ-აბდალაჰი.
ბრძოლა დამთავრდა ფრანკების გადამწყვეტი გამარჯვებით. აბდურ რაჰმან იბნ-აბდალაჰი დაიღუპა ბრძოლის ველზე, ხოლო კარლოს მარტელის ძალაუფლება გავრცელდა უფრო სამხრეთით.
პუატიეს ომის შედეგად შეჩერდა არაბების დაპყრობები ევროპის მიმართულებით. პრუსიელი ისტორიკოსის, ლეოპოლდ ფონ რანკეს სიტყვებით:
„პუატიეს ბრძოლა იყო გარდამტეხი მსოფლიო ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში"

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq