საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

რიჩარდ II
რიჩარდ II (ინგლ. Richard II; დ. 6 იანვარი, 1367, ბორდო — გ. 14 თებერვალი, 1400, პონტეკრაფტი, იორკშირი) — ინგლისის მეფე 1377-1399 წლებში. პლანტაგენეტების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, ედუარდ III-ის შვილიშვილი.
 მისი მცირეწლოვნობის დროს ქვეყანას მართავდა საბჭო, რომელსაც მისი ბიძა ლანკასტერის ჰერცოგი ჯონ გონტი ედგა სათავეში. უშუალოდ მონაწილეობდა უოტ ტაილერის აჯანყების (1381 წ.) ჩახშობაში. 1397 წლიდან ერთპიროვნულად მართავდა, რამაც მსხვილი ფეოდალური აჯანყება გამოიწვია. 1399 წლის 30 სექტემბერს ტახტიდან ჩამოაგდეს. უილიამ შექსპირმა უძღვნა მას ისტორიული დრამა „რიჩარდ II“.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq