საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

19 ძმის მკვლელი სულტანი
მეჰმედ III (ოსმ. محمد ثالث‎ — Mehmed-i sâlis, თურქ. Üçüncü Mehmet) ( დ. 26 მაისი 1568 — გ. 22 დეკემბერი 1603) — ოსმალეთის იმპერიის მე-13 სულთანი. მურად III-ის მემკვიდრე.
მეჰმედ III ტახტზე 1595 წელს ავიდა და მაშინვე სიკვდილით დასაჯა თავისი 19 ძმა, რადგან მათი მხრიდან შეთქმულების ეშინოდა. იგივე შიში გახდა იმის მიზეზი, რომ მეჰმედმა შემოიღო დამღუპველი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც უფლისწულებს ეკრძალებოდათ მამის სიცოცხლეში მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოს მართვის საქმეებში, რის გამოც ისინი შინა პატიმრობაში ჰყავდათ ჰარამხანაში, სპეციალურ «გისოსებში».
მეჰმედ III-ის მმართველობის დასაწყისში კონსტანტინოპოლში დაიჭირეს რუსეთის ელჩი დანილო ისლენიევი, რომელიც მოგვიანებით უკვალოდ გაქრა.
ავსტრიელების წარმატებამ დუნაიზე გამოიწვია ხალხისა და იანიჩარების აჯანყება კონსტანტინოპოლში. 1596 წელს დიდი ვეზირისა და შეიჰულ ისლამის რჩევით მეჰმედი ჯარით დაიძრა უნგრეთისაკენ და გაიმარჯვა ამ ბრძოლაში. მაგრამ ამით ვერ ისარგებლა და დაუბრუნდა თავის განებივრებულ ცხოვრებას კონსტანტინოპოში.
აზიურ ოლქებში, რომლებიც სპარსეთს ემორჩილეობდა, მიმდინარეობდა აჯანყებები, ამიტომ მის ჩასახშობად შეიჭრნენ სპარსელები. მოიშალა როგორც შიდა მმართველობა, ასევე კონტროლი ჯარზე. მეჰმედ III-ის მმართველობიდან დაიწყო ოსმალეთის იმპერიის დაცემის ხანა.
გარყვნილ და სისხლისმსმელ მეჰმედ III-ს (რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ქრისტიანების მიმართ) ყველაფრის მიუხედავად უყვარდა ლიტერატურა და პოეზია და თვითონაც წერდა ლექსებს.

მამული, ენა, სარწმუნოება

10 ივნისი - ხსენება წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244)
წმიდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა.
10 ივნისი - ხსენება წმიდა ნიკიტასი, ქალკედონის ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული.
gaq