საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ბელგიის მეფე ლეოპოლდ II
ლეოპოლდ II (გერმ. Léopold II; დ. 9 აპრილი 1835 — გ. 17 დეკემბერი 1909) — ბელგიის მეფე 1865 წლის 17 დეკემბერიდან. ლეოპოლდ I-ის და ლუიზა მარია ორლეანელის მეორე ვაჟი.

ლეოპოლდ II ტახტზე ავიდა 1865 წელს მამის, ლეოპოლდ I-ის გარდაცვალების შემდეგ. იგი ცნობილია მდინარე კონგოს აუზის მიმდებარე ტერიტორიების დაპყრობით. მის ბრძანებით იქ მოეწყო სხვადასხვა კომერციული კამპანიები, რომელიც მიმდინარეობდა მოსახლეობის სასტიკი ექსპლუატაციით (თითქმის გენოციდამდე მიყვანით) და რეგიონის სიმდიდრის დაუფლებით. 1885—1908 წლებში არსებობდა კონგოს თავისუფალი სახელმწიფო, რომელიც სინამდვილეში მეფისა და მისი ახლობლების პირადი საკუთრება იყო და არა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ლეოპოლდი განსაკუთრებულად სასტიკ კოლონიალურ პოლიტიკას ანხორციელბდა: კონგოს მაცხოვრებლები ითვლებოდნენ მეფის მონებად; სამუშაოს შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ ხელის მტევნებს აჭრიდნენ. ლეოპოლდის მმართველობის პერიოდში კონგოს მოსახლეობა 20 მილიონიდან 10 მილიონამდე შემცირდა. ლეოპოლდის მოღვაწეობამ გამოიწვია ევროპელების აღშფოთება: ავსტრიის იმპერატორმა ფრანც იოზეფ I-მა (რომლის შვილ რუდოლფზეც ლეოპოლდმა დააქორწინა თავისი ქალიშვილი, სტეფანი) მას უწოდა "გვირგვინოსანი მაკლერი". თითქმის ასეთივე სიტყვებით ახასიათებდა მას ვლადიმერ ლენინიც ("საქმოსანი, ფინანსისტი, აფერისტი"). მარკ ტვენი და ართურ კონან დოილი მასზე სატირულ მოთხრობებს წერდნენ.
1902 წელს მეფეს თ
მეფე ლეოპოლდი და დედოფალი მარია ჰენრიეტა
ავს დაესხა იტალიელი ანარქისტი, რომელმაც მისი ეკიპაჟისკენ რამდენიმე გასროლა მოახდინა, მაგრამ ააცილა. ლეოპოლდ II გარდაიცვალა 1909 წლის 17 დეკემბერს და დაკრძალულია ბრიუსელის ღვთისმშობლის ეკლესიაში.

1853 წლის 22 აგვისტოს ლეოპოლდ II დაქორწინდა საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ II-ის შვილიშვილზე, ჰერცოგინია მარია ჰენრიეტა ავსტრიელზე. მათ შეეძინათ 4 შვილი:
ლუის ბელგიელი (1858—1924) — ბელგიის პრინცესა. საქსონიის ჰერცოგინია.ლეოპოლდ ფერდინანდ ბელგიელი (1859—1869) — ბელგიის პრინი. საქსონიის ჰერცოგი.სტეფან ბელგიელი (1864—1945) — ბელგიის პრინცესა. საქსონიის ჰერცოგინია.კლემენტინ ბელგიელი (1872—1955) — ბელგიის პრინცესა. საქსონიის ჰერცოგინია.
მრავალი წლის განმავლობაში მეფეს კავშირი ჰქონდა კულტიზან ქალთან, ბლანშ დელაკრუასთან, რომლისთვისაც ლაჟვარდოვან ნაპირზე ააშენა ლეოპოლდის ვილა და რომელზეც 74 წლის ასაკში, სიკვდილამდე 5 დღით ადრე დაქორწინდა. ლეოპოლდს მასთან შეეძინა ორი არაკანონიერი შვილი:
ლუისენ ფილიპე (1906—1984)ფილიპე ჰენრიხი (1907—1914)

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq