საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ბელგის მეფე ლეოპოლდ I
ლეოპოლდ I — ბელგიის მეფე 1831-1865 წლებში. საქსენ-კობურგ-გოთის დინასტიიდან. საქსენ-კობურგ-ზაალფელდის დიდი ჰერცოგის მესამე შვილი.

1830 წელს ბელგიაში დაიწყო რევოლუცია, რომლის შედეგადაც ქვეყანამ ნიდერლანდისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. 22 ნოემბერს ეროვნულმა კონგრესმა ქვეყანა კონსტიტუციურ მონარქიად გამოაცხადა. 1831 წლის 4 ივლისს 137 ხმით 48-ის წინააღმდეგ ქვეყნის მეფედ აირჩიეს საქსენ-კობურგ-გოთის დინასტიის წარმომადგენელი ლეოპოლდ I. 1931 წლის 21 ივლისს ლეოპოლდ I თეთრ ცხენზე ამხედრებული საზეიმოდ შევიდა ბრიუსელში. ეს დღე ბელგიის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული დღესასწაულია.

1816 წელს დაქორწინდა დიდი ბრიტანეთის მემკვიდრე პრინცის, მომავალი მეფის ჯორჯ IV-ის ქალიშვილზე შარლოტაზე, რომელიც ფეხმძიმობის პერიოდში გარდაიცვალა.

1832 წელს იგი მეორედ დაქორწილდა საფრანგეთის მეფის, ლუი-ფილიპე ორლეანელის ქალიშვილ ლუიზა მარიაზე. მასთან შეეძინა შვილები:
ლუი-ფილიპი (1833—1834);ლეოპოლდი (1835—1909), ბელგიის მომდევნო მეფე;ფილიპე ბელგიელი (1837—1905), ფლანდრიის გრაფი;შარლოტა (1840—1927), გათხოვდა მექსიკის მომავალ იმპერატორ მაქსიმილიან I-ზე.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq