საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი ბაგრატიონების წარმომავლობის შესახებ
კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (დ. 905, კონსტანტინოპოლი — გ. 9 ნოემბერი, 959, იქვე) — ბიზანტიის იმპერატორი 913-920 და 945-959 წლებში. მაკედონელთა დინასტიის წარმომადგენელი. 920 წლამდე მისი რეგენტები მართავდნენ ქვეყანას, 920-945 წლებში თვითონ მართავდა მხოლოდ ნომინალურად.

 დამოუკიდებელი მმართველობის დროიდან კონსტანტინე VII არსებითად დედაქალაქის მსახურული არისტოკრატიის ინტერესებს გამოხატავდა. ეომებოდა არაბებს. ბიზანტიის ჯარებმა მდინარე ევფრატამდე მიაღწიეს. მისი ინიციატივით და ზრუნვით გამოდიოდა კომპილაციური ხასიათის ენციკლოპედიური კრებულები. ავტორია რამდენიმე თხზულებისა, რომლებიც ბიზანტიის ისტორიის ძვირფასი წყაროა.

კონსტანტინე პორფიროგენეტი ბაგრატიონების შესახებ წერდა: "იბერიელები... უწოდებენ თავის თავს დავით მეფისა და წინასწარმეტყველის ნათესავს, და აქედან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ნათესავსაც". მართალია, ის ამ ცნობას ცოტა სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ იმ დროს ბაგრატიონთა დავით წინასწარმეტყველიდა წარმომავლობა მთელ მაშინდელ მსოფლიოში იყო გავრცელებული. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq