საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

იზაბელა პორტუგალიელი
ისაბელ პორტუგალიელი (პორტ. Isabel de Portugal; დ. 24 ოქტომბერი 1503, ლისაბონი — გ. 1 მაისი 1539, ტოლედო) — იმპერატორ კარლ V-ის ცოლი.
ისაბელი დაიბადა ლისაბონში 1503 წლის 24 ოქტომბერს. ის იყო პორტუგალიის მეფის მანუელ I-ის და მისი მეორე ცოლის მარია არაგონელის ქალიშვილი. 1525 წლის 1 ნოემბერს, სევილიაში დაქორწინდა თავისსავე ბიძაშვილზე, კარლ V-ზე. ისაბელა იყო ესპანეთის რეგენტი 1528—1533 და 1535—1538 წლებში.
1539 წლის 1 მაისს გარდაიცვალა ტოლედოში გრიპის ან ფილტვების ანთებით. ისაბელას ჰყავდა 5 შვილი.

ფილიპე II ( დ. 21 მაისი 1527 — 13 სექტემბერი 1598)მარია (დ. 21 ივნისი 1528 — გ. 26 თებერვალი 1603) — იმპერატორ მაქსიმილიან II-ის ცოლი.ფერდინანდი (1530)ხუანა ( დ. 26 ივნისი 1537 — გ. 7 სექტემბერი 1573)ხუანი ( დ. 20 აპრილი 1539 — გ. 20 აპრილი 1539)

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq