საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ალფონსო I არაგონელი
ალფონსო I (ესპ. Alfonso I; დ. 1073/1074 - გ. 8 სექტემბერი 1134) —არაგონისა და ნავარის მეფე 1104 - 1134 წლებში. სანჩო I-ის ვაჟი. იქორწინა კასტილიის დედოფალ ურაკაზე, ალფონსო VI-ის ასულზე (1082 - 1126).
1114 წელს ალფონსომ აიღო ტულედუს ციხე და იგი გახადა არაგონელთა ფორპოსტი ებროს აუზში. შემდეგ ფრანგი რაინდების დახმარებით დაამარცხა არაბები და 7 თვიანი ალყის შემდეგ, 1118 წლის 18 დეკემბერს აიღო სარაგოსა - მთავარი მუსულმანური ქალაქი ჩრდილო ესპანეთში. ამის შემდეგ მას არაფერი არ უშლიდა ხელს, თავისი სამეფო სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გაეფართოვებინა.
ალფონსომ დედაქალაქი სარაგოსაში გადაიტანა და 1120 წელს დაამარცხა არაბები კუტანდასთან. 1126 წელს მან მესამედ დაამარცხა არაბები არინსოლთან, ლუსენას მახლობლად და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიაღწია.
ამ პერიოდში მას მოუწია თავის ცოლთან - კასტილიის დედოფალთან ომი. 1127 წელს მან კასტილიაზე უარი თქვა თავისი გერის ალფონსო VII-ის სასარგებლოდ.
1134 წლის სექტემბერში მან წააგო ბრძოლა ფრაგასთან. იგი მალე ავად გახდა და მოკვდა. ვინაიდან მას არ ჰყავდა შვილები, მან სამეფო პალესტინურ რაინდულ ორდენებს უანდერძა. არაგონის სამეფოს მეფედ მისი უმცროსი ძმა რამირო II გამოაცხადეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ერმიონია, ასული ფილიპე დიაკონისა - მოციქულისა (+დაახლ. 117)
4 (17) სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე ერმიონიას, ფილიპე დიაკონის, მოციქულისა ასულის (+დაახლ. 117) ხსენების დღეს.
წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი, ანტიოქიის ეპისკოპოსი და მასთან სამნი ყრმანი: ურბანოსი, პრილიდიანე, ეპოლონი და დედა მათი ქრისტოდულა (III)
4 (17) სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდის, ანტიოქიის ეპისკოპოსის და მასთან სამი ყრმის: ურბანოსის, პრილიდიანეს, ეპოლონის და მათი დედის ქრისტოდულა (III) ხსენების დღეს.
gaq