საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ბელგიის მეფე ბოდუენი - ბელგიის სახელმწიფოსა და სამეფო ტახტის გადამრჩენი
ბოდუენი (ფრანგ. Baudouin Albert Charles Léopold Axel Marie Gustave, ნიდერლ. Boudewijn Albert Karel Leopold Axel Marie Gustaaf; დ. 7 სექტემბერი, 1930 — გ. 31 ივლისი, 1993) — ბელგიის მეფე საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიიდან, 1951-1993 წლებში. ლეოპოლდ III-ის ვაჟი. იქორწინა 1960 ფაბიოლა დე მორა-ი-არაგონზე, გონსალეს ფერნანდესის, კასა-რიერას მარკიზის ასულზე.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, როდესაც გერმანელებმა ბელგია დაიკავეს, ბოდუენი საფრანგეთში გაქცა და იქედან ესპანეთში. 1940 წლის აგვისტოში იგი ოკუპირებულ ბრიუსელში დაბრუნდა და სწავლა განაგრძო 1944 წლამდე. ივნისში იგი და მამამისი გერმანიაში გადაიყვანეს. ბოდუენი ამერიკელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს 1945 წლის მაისში. შემდეგ 1950 წლამდე სამეფო ოჯახი შვეიცარიაში ცხოვრობდა. ამ პერიოდში ბოდუენი ჟენევის კოლეჯში სწავლობდა. 1951 წლის აგვისტოში, ლეოპოლდის გადადგომის შემდეგ, ბოდუენი მეფე გახდა.
მისი მმართველობის დროს ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: „სკოლის პაქტის“ მიღება, დეკოლონიზაცია, ადმინისტრაციული რეფორმა, რომელმაც ბელგია ფედერაციად აქცია. იგი გამეფდა მაშინ, როდესაც ქვეყანაში აღარ იყო მონარქიის ნდობა, მან შეძლო სიტუაციის გაუმჯობესება, იგი როგორც წესი გაბედულად და მტკიცედ მოქმედებდა. ურთიერთობაში იგი უბრალო, რბილი და ტაქტიანი იყო, შეეძლო კომპრომისების გამონახვა. ამ ყველაფრის წყალობით მოხდა ბელგიის უნიტარული სახელმწიფოდან ფედერაციად ქცევ
სამეფო კლუბი პატივს მიაგებს მეფე ბოდუინის ხსოვნას
ა, ისე რომ იგი არ დაიშალა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq