საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

რიჩარდ I ლომგული
რიჩარდ I ლომგული (ინგლ. Richard I Lionheart, ფრანგ. Richard Ie Cœur de Lion; დ. 8 სექტემბერი, 1157, ოქსფორდი — გ. 6 აპრილი, 1199, შინო, საფრანგეთი) — ინგლისის მეფე 1189–1199 წლებში. მიეკუთვნებოდა პლანტაგენეტების დინასტიას. იგი ჰენრი II-ისა და ელეონორა აკვიტანიელის მესამე ვაჟი იყო და უკვე 1172 წელს პუატიეში აკვიტანიის ჰერცოგად ეკურთხა.

მონაწილეობდა III ჯვაროსნულ ლაშქრობაში (1189-1192 წწ.), დაიპყრო კუნძული კვიპროსი და ციხესიმაგრე აკრა (პალესტინა). უკან დაბრუნებისას ტყვედ ჩაუვარდა ავსტრიის ჰერცოგ ლეოპოლდ V-ს, რომელმაც იგი იმპერატორ ჰაინრიხ VI-ს გადასცა. მხოლოდ 1194 წელს გაათავისუფლეს ტყვეობიდან დიდი გამოსასყიდის ფასად. 1194 წლიდან ეომებოდა საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტს საფრანგეთში პლანტაგენეტების მიწების შესანარჩუნებლად. ამ ომში დაიღუპა.

მამული, ენა, სარწმუნოება

10 ივნისი - ხსენება წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244)
წმიდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა.
10 ივნისი - ხსენება წმიდა ნიკიტასი, ქალკედონის ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული.
gaq