საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

საფრანგეთის მეფე ლუი VIII
ლუი VIII (ფრანგ. Louis VIII le Lion; დ.5 სექტემბერი, 1187, პარიზი - გ. 8 ნოემბერი, 1226, მონტპენსიერი) — საფრანგეთის მეფე 1223-1226 წლებში. კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი. ფილიპ II ოგიუსტისა (1165-1223) და იზაბელა დე ენოს შვილი და მამის პოლიტიკის გამტარებელი. ცოლად ჰყავდა ჰენრი II პლანტაგენეტის შვილიშვილი, ამიტომ პრეტენზიას აცხადებდა ინგლისის ტახტზეც. 1216 წელს ჯონ უმიწაწყლოს წინააღმდეგ აჯანყებული ბარონების თხოვნით წაუძღვა სამხედრო ექსპედიციას ინგლისში, მაგრამ ჯონ უმიწაწყლოს უეცარი სიკვდილის შემდეგ 1217 წლის 20 მაისს დამარცხდა ლინკოლნის ბრძოლაში და იძულებული შეიქმნა უკან დაბრუნებულიყო. ტახტზე ასვლის შემდეგ წაართვა ინგლისელებს პუატუ და ზოგიერთი სხვა სამფლობელო. 1226 წელს სათავეში ჩაუდგა ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობას ტულუზის გრაფის რაიმუნდ VII-ისა და ალბიგოელების წინააღმდეგ.
1200 წლის 23 მაისს ლუიმ ცოლად ბლანკა კასტილიელი მოიყვანა (1188-1252)
შვილები[რედაქტირება]ფილიპი (1209-1218)ლუი IX (1214-1270)რობერ I დ'არტუა (1216-1250)ჟანა (1219-1232)ალფონს დე პუატიე (1220-1271)ფილიპ-დაგობერი (1222-1232)იზაბელა (1225-1269)ეტიენი (1226 - დაბადებისთანავე გარდაიცვალა)შარლ I სიცილიელი (1227-1285)

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq