საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

იაპონიის იმპერატორი გო-კასივაბარა
იმპერატორი გო-კასივაბარა (後柏原天皇) (19 ნოემბერი, 1464 - 19 მაისი, 1526) - იაპონიის 104-ე იმპერატორი 1500 წლის 16 ნოემბრიდან სიკვდილამდე. მისი პირადი სახელი იყო კაცუჰიტო (勝仁). მისი მმართველობის პერიოდში ასიკაგას სიოგუნატის იმპერიული გავლენის სფერო პიკს აღწევს.
იგი იყო იმპერატორ გო-ცუტიმიკადოს პირველი ვაჟი, დედამისი ნივატა (ფუძივარა) ასაკო (庭田(源)朝子), ნივატა ნაგაკატას (庭田長賢) ქალიშვილი იყო.
მეუღლე: კაძიუძი (ფუძივარა) ფუძიკო (勧修寺(藤原)藤子)პირველი ქალიშვილი: პრინცესა (??) (覚鎮女王)მეორე ვაჟი: საიმპერიო პრინცი ტომოჰიტო (知仁親王) (იმპერატორი გო-ნარა)მეხუთე ვაჟი: საიმპერიო პრინცი კიიოჰიკო (清彦親王)მეუღლე: ნივატა (მინამოტო) მოტოკო (庭田(源)源子)მესამე ვაჟი: პრინცი კაკუდო (覚道法親王) (ბუდისტი მოძღვარი)მეორე ქალიშვილი: პრინცესა კაკუნე (覚音女王)მეექვსე ვაჟი: საიმპერიო პრინცი ?? (寛恒親王)ხელისმოსამსახურე: ტაკაკურა (ფუძივარა) კეიკო (高倉(藤原)継子)მეოთხე ვაჟი: მიტიიოსი (道喜)

1500 წელს მამამისის, იმპერატორი გო-ცუტიმიკადოს, გარდაცვალების შემდეგ კურთხეულ იქნა იმპერიის მმართველად. თუმცა, ონინის ომის სავალალო შედეგების გამო, საიმპერატორო ოჯახი იმდენად ხელმოკლედ იყო, რომ ფორმალური კორონაციის ცერემონიის ჩატარება ვერ მოხერხდა. 1521 წლის მე-3 თვის 22-ე დღეს ვასალი თავადების ჯონგანჯი და მურომაჩი ბაკუფუს მიერ გაწეული წვლილით იმპერატორმა საბოლოოდ შეძლო ამ ცერემონიის ჩატარება.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq