საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ცოცხლად დამარხული იმპერატორი ზენონი

ზენონი (დ. დაახლ. 435 — გ. 491) — ბიზანტიის იმპერატორი 474—475 და 476—491 წლებში.

იყო ისავრიელი მხედართმთავარი, ისავრიელი ფედერატების წინამძღოლი. ერქვა ტარასიკოდისი. იმპერატორმა ლეონ I-მა დაიახლოვა, დაარქვა სახელად ზენონი და მიათხოვა თავისი ქალიშვილი არიადნე. რომაული საზომით ის იყო ბარბაროსი, რაც იწვევდა უკმაყოფილებას ხალხში.

გარდა ამისა,  ლეონ I-ის მემკვიდრედ გამოცხადებული იყო მისი შვილიშვილი, ზენონისა და არიადნეს ვაჟი  ლეონ II, რომელიც პაპამ თავის სიცოცხლეშივე გამოაცხადა თანამმართველად და მემკვიდრედ. მაგრამ, პაპის გარდაცვალების შემდეგ ორ კვირაში ბებიამ, ლეონის ქვრივმა აელია ვერინამ დაარწმუნა თავისი 6 წლის შვილიშვილი და მან მამას, ზენონს დაუთმო ტახტი, თვითონ კი თამამმართველად გამოცხადდა. თუმცა რამდენიმე თვეში ლეონ II გარდაიცვალა.

გაჩნდა ეჭვი, რომ შვილი მოაკვლევინა მამამ, რათა ტახტს დაუფლებოდა. ამან გამოიწვია მკვეთრი უკმაყოფილება ზენონის მიმართ. 

ამით ისარგებლა ლეონ I-ის მიერ აფრიკული კატასტროფისათვის შერისხულმა ბასილისკოსმა, აელია ვერინას ძმამ, არიადნეს ბიძამ და აუჯანყდა ზენონს, რომელიც იძულებული გახდა გაქცეულიყო კონსტანტინოპოლიდან, თუმცა ხელს გააყოლა ხაზინაც. ბასილისკოსმა ვერ მოიპოვა პოპულარობა ხალხში და ზენონმა ინტრიგების საშუალებით, უბრძოლველად 20 თვის შემდეგ დაიბრუნა ტახტი. ხოლო თავის მოქიშპეებზე სასტიკად იძია შური.

თავისი მმართველობის პერიოდში ზენონს მოუხდა კიდევ რამდენიმე, მის წინააღმდეგ მიმართული, აჯანყების ჩახშობა. ყველაზე სახიფათო მათ შორის იყო 479 წელს დასავლეთ რომის იმპერატორ ანტემიუსის ვაჟის მარკიანეს აჯანყება. მარკიანე, ამავე დროს, იყო ბიზანტიის იმპერატორ მარკიანეს შვილიშვილი. რომელიც, ასევე, დაამარცხა და გადაასახლა კილიკიაში.

ზენონის მმართველობას დაემთხვა დასავლეთ რომის იმპერიის საბოლოო დაცემა. თუმცა, თვითონ ბევრი იღვაწა აღმოსავლეთის იმპერიის სტაბილურობისათვის. ცდილობდა დიოფიზიტთა და მონოფიზიტთა მორიგებას, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.

482 წელს ზენონმა სახელგანთქმული წმიდა ესაია და წმიდა პეტრე თავისთან მიიწვია. არც წმიდა პეტრეს და არც წმიდა ესაიას არ სურდათ იმპერატორთან წასვლა. წმიდა ესაიამ ღმერთს ავადმყოფობა სთხოვა, რაც მიიღო კიდეც დროებით--, რათა ვერ წასულიყო კონსტანტინეპოლში. წმიდა პეტრე გადაიხვეწა. როგორც ჩანს, მათ არ უნდოდათ ზენონის მიერ შემოთავაზებული „ჰენოტიკონისთვის“ ("შეერთების წერილი") მოეწერათ ხელი, რაც დიოფიზიტთა და მონოფიზიტთა მორიგებისკენ იყო მიმართული.

კეისარმა ზენონმა მისწერა წმიდა პეტრეს: „ჩემთვის მაინც ილოცეთო!“ ამის მერე ქართველი მეუფე კვლავ დაბრუნდა მიუმში. მიუმის მცხოვრებნი დიდი სიხარულით შეეგებნენ.

გადმოცემის მიხედვით ეპილეფსიის შეტევის შედეგად უგონოდ მყოფი იმპერატორი მისი ცოლის არიადნეს ბრძანებით გამოაცხადეს გარდაცვლილად და ცოცხლად დამარხეს.




მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq