საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

შოტლანდიის, ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჯეიმზ VI და I
ჯეიმზ I სტიუარტი (ინგლ. James I/VI Stuart; დ. 19 ივნისი, 1566, ედინბურგი — გ. 27 მარტი, 1625, თიბოლდზ-პარკი, ჰერფორდშირი) — შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI-ის სახელით 1567 წლიდან და ინგლისის და ირლანდიის მეფე ჯეიმზ I-ის სახელით 1603 წლიდან სიკვდილამდე. 

სტიუარტების დინასტიის პირველი წარმომადგენელი ინგლისის ტახტზე. მარიამ სტიუარტის ვაჟი, გამეფდა ელისაბედ I ტიუდორის გარდაცვალების შემდეგ. 

ცდილობდა დაეკანონებინა მეფის მიერ სახელმწიფოს უპარლამენტოდ მართვის უფლება. ატარებდა აბსოლუტისტურ პოლიტიკას, შეუწყნარებელი იყო პურიტანებისადმი, შემოიღო ახალი გადასახადები, იძულებითი სესხები.

 დაუახლოვდა კათოლიკურ ესპანეთს (ინგლისის მთავარ საზღვაო მეტოქეს), რაც ეწინააღმდეგებოდა ინგლისის ბურჟუაზიისა და ჯენტრის ინტერესებს და საპარლამენტო ოპოზიციის კონსოლიდაცია გამოიწვია.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი (+404) (ხსენება 29 ივნისს) წმიდა მწყემსმთავრის, იოანე ოქროპირის თანამედროვეები და ღვთისმსახურთა მისი დასის წევრები იყვნენ. ტიგროსი, თავმდაბალი და გულმოწყალე მამა, ერთგულად განაგებდა სამწყსოს, ევტროპი კი - სიწმიდითა და კეთილგონიერებით გამორჩეული ქრისტიანი - კეთილმსახური ცხოვრების მაგალითს აძლევდა მრევლს.
გლახაკთა დამპურებელი საკვირველთმოქმედი – წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი
წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი (+425), რომლის ხსენებაც არის 29 ივნისს, კვიპროსის ქალაქ ამათუნტში დაიბადა. უფალმა წმიდანს სიყმაწვილეშივე მიმადლა სასწაულთქმედების ნიჭი. ტიხონის მამას პურის საცხობი ჰქონდა და შვილს პურის გასაყიდად აგზავნიდა ხოლმე, ის კი გლახაკებს უფასოდ აპურებდა. როცა ეს შეიტყო, მამა განრისხდა, ყრმამ კი მიუგო: „ნუთუ არ ამოგიკითხავს წმიდა წიგნებში, რომ ვინც ღმერთს ავასხებს, ასწილად მიიღებს საზღაურს? მე პურს ღმერთს ვაძლევ სესხად“. შემდეგ შესთავაზა, ბეღელში წასულიყვნენ და გაოცებულმა მამამ დაინახა, რომ ცარიელი ბერელი ხორბლით პირთამდე ავსებულიყო.
gaq