|
რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი, და პრეზიდენტ ვაშინგტონის მომხრე - ტადეუშ კოსციუშკო
ანდჟეი ტადეუშ ბონავენტურა კოსტიუშკო (კოსციუშკო) (Andrzej Tadeusz Bonawentura Kościuszko; დ. 12 თებერვალი 1746 წ.– გ. 15 ოქტომბერი 1817 წ.) იყო ლიტვის, პოლონეთის, ბელოსუსისა და აშშ-ის ეროვნული გმირი, საფრანგეთის საპატიო მოქალაქე, გენერალი და ლიტვის, პოლონეთისა და ბელორუსის ლიდერი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 1794 წლის აჯანყებაში. ის ასევე იბრძოდა ამერიკის რევოლუციურ ომში, როგორც პოლონელი, კონტინენტურ არმიაში ვაშინგტონის მხარეზე. ერთგული სამსახურისა და მამაცობისთვის კონტინენტურმა კონგრესმა ის რანგით ბრიგადირ-გენერლის ჩინზე დააწინაურა 1783 წელს. ამავე წელს ხდება ამერიკის ნატურალიზებული მოქალაქე.
მისი სახელის რამდენიმე ადაპტირებული ანგლიცირებული ვარიანტი არსებობს, მათ შორის ყველაზე ხშირია Thaddeus Kosciusko (თადეუს კოსციუსკო), თუმცა სრული სახელით Andrew Thaddeus Bonventure Kosciusko (ენდრიუ თადეუს ბონვენტურ კოსციუსკო) მოიხსენიება ზოგიერთ ტექსტში. ლიტვურ ენაზე მისი სახელი იწერება Tadas Kosciuška. ბელორუსულად მისი სახელია Тадэ́вуш Касьцю́шка. |
 | | კოსციუშკო (ინგლ. Mount Kosciuszko) — მწვერვალი ავსტრალიის ალპებში. მდებარეობს კოსციუშკოს ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე. წარმოადგენს ავსტრალიის (არ ითვლება მისი საგარეო ტერიტორიები) უმაღლეს მწვერვალს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2,228 მეტრია. სახელი უწოდა პაველ ედმუნდ სტშელეცკიმ 1840 წელს, პოლონელი ეროვნული გმირის, გენერალ ტადეუშ კოსტიუშკოს პატივსაცემად. |
|
|
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას.
როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ. | წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში.
როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება. |
| | | |
|