საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

მეფე ჯორჯ III
ჯორჯ III (ინგლ. George III) დაბ.: ჯორჯ უილიამ ფრედერიკ ჰანოვერი (ინგლ. George William Frederick Hanover; დ. 4 ივნისი, 1738, ლონდონი — გ. 29 იანვარი, 1820, უინძორი) — დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მეფე 1760-1801 წ.წ. დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე 1801-1820 წ.წ. ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი და ჰანოვერის კურფიურსტი 1760-1814წ.წ. ჰანოვერის მეფე 1814-1820 წ.წ.

ტორების პარტიაზე დაყრდნობით ცდილობდა ვიგების ჩამოშორებას და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში აღებას. იყო ინგლისის კოლონიური პოლიტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ მიმართული ევროპის ქვეყნების რეაქციისა და ანტიფრანგული კოალიციის აქტიური მოღვაწე. 1811 წელს ჯორჯ III ჭკუაზე შეცდა, სახელმწიფოს რეგენტად დანიშნეს უელსის პრინცი (1820 წლიდან ჯორჯ IV).

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq