საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

მეფე ლუი XVI გილიოტინაზე
ლუი XVI დე ბურბონი (ფრანგ. Louis XVI de Bourbon; დ. 23 აგვისტო, 1754, ვერსალი, საფრანგეთი – გ. 21 იანვარი, 1793, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1774-1792 და ნავარის მეფე 1774-1789 წლებში. ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი.
გამეფდა მწვავე პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომლის გადალახვასაც შეეცადა ან რობერ ჟაკ ტიურგოსა და ჟაკ ნეკერის რეფორმებით. მაგრამ პრივილეგირებულმა წოდებებმა აიძულეს ლუი XVI უარი ეთქვა რეფორმებზე და გადაეყენებინა ნეკერი. კრიზისის შემდგომი გამწვავების გამო მეფემ 1788 წელს დააბრუნა ნეკერი და მეორე წელს მოიწვია გენერალური შტატები. 
მეფე ხელს უშლიდა გენერალური შტატების ჯერ ეროვნულ, ხოლო შემდეგ დამფუძნებელ კრებად გადაქცევას, მაგრამ საფრანგეთის დიდი რევოლუციის დაწყების შემდეგ იძულებული იყო ფორმალურად ეცნო დამფუძნებელი კრება და დაემტკიცებინა მისი მთელი რიგი დეკრეტები. ამავე დროს ლუი XVI საიდუმლოდ ამზადებდა კონტრრევოლუციურ გადატრიალებას, მარი ანტუანეტთან ერთად ესწრაფვოდა ავსტრიისა და პრუსიის შეიარაღებულ გამოსვლას რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ. 
1791 წელს შეეცადა გაქცეულიყო საფრანგეთიდან ოჯახთან ერთად, მაგრამ საზღვარზე იცნეს და დატყვევებული დააბრუნეს პარიზში. 1792 წლის 10 აგვისტოს აჯანყების შედეგად ლუი XVI ტახტიდან ჩამოაგდეს, კონვენტმა გაასამართლა და 1793 წლის 21 იანვარს გილიოტინით სიკვდილი მიუსაჯეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq