საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ალფონსო XII - ესპანეთის დამამშვიდებელი და მისი ბაგრატიონი შთამომავლები
1885 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა ესპანეთის მეფე ალფონსო XII (ესპ. Alfonso XII), სამ დღეში იგი 28 წლისა ხდებოდა.
მომავალი მეფე, იზაბელა II-სა და ჰერცოგ ფრანცისკ კადისელის ვაჟი, დაიბადა 1857 წლის 28 ნოემბერს.  

იგი გახლდათ ბურბონების დინასტიის წარმომადგენელი, მეფობდა 1874 - 1885 წლებში.იქორწინა ორჯერ: 
19 წლის ასაკში, მიუხედავად დედამისის წინააღმდეგობისა, ალფონსომ ცოლად თავისი ბიძაშვილი მარია მერსედესი მოიყვანა, მაგრამ მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ახალგაზრდა დედოფალი ჭლექით მოკვდა. შემდეგ წელს მან ცოლად ავსტრიელი პრინცესა მარია მოიყვანა ცოლად,  ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ ფერდინანდის ასული. 
1868 წელს ალფონსო დედასთან ერთად გააძევეს ესპანეთიდან. ჯერ იგი პარიზის წმ. სტეფანეს კოლეჯში სწავლობდა. 1870 წლის ზამთარში დედოფალმა შვილი რომში გააგზავნა, სადაც პაპმა იგი პირველად აზიარა. ფრანგულ პრუსიული ომის დროს იზაბელა გადასახლდა ჟენევაში, სადაც ალფონსო ადგილობრივ ლიცეუმში სწავლობდა. 1872 წლის თებერვალში სწავლა განაგრძო ვენაში, თავადთა წმ. ტერეზას სახელობის სასწავლებელში. შემდეგ კი სწავლობდა ინგლისში, სანდჰერის კოლეჯში. გაძევება პრინცს მოუხდა, იგი არ იყო გატამამებული სამეფო კარზე ცხოვრებით, ამის ნაცვლად ევროპის საუკეთესო სასწავლებლებში მიიღო განათლება.იზაბელას მიერ ტახტზე უარის თქმის შემდეგ, კორტესებმა მეფის არჩევნები მოა
წყეს, სადაც ალფონსოს ცოტა მომხრე ყავდა. 1870 წლის ნოემბერში კორტესებმა აირჩიეს ამადეუს სავოელი მეფედ. არჩენებზე ალფონსმა მხოლოდ ორი ხმა მიიღო. მაგრამ ამადეუსმა 3 წლის შემდეგ უარი თქვა ტახტზე. ამჯერად მეფის არჩევნებზე ალფონსოს მეტი შანსი ჰქონდა. 1874 წლის 29 დეკემბერს იგი მეფედ არა კორტესებმა, არამედ არმიამ გამოაცხადა. სერანოს რესპუბლიკური მთავრობა დანებდა. ალფონსო ამ დროს პარიზში იყო. იგი სასწრაფოდ გაემგზავრა ესპანეთში და 1875 წლის 14 იანვარს მადრიდში საზეიმოდ შევიდა. იგი განათლებული კაცი იყო, კარგად ესმოდა ქვეყნის მდგომარეობა და მისი საჭიროებები, მან გამოავლინა სიმამაცე და მოქმედების წყურვილი. 

მეფეს უნდა დაესრულებინა სამოქალაქო ომი. კარლიტებმა, რევოლუციის დროს ახალი შეტევა დაიწყეს, დაკავებული ჰქონდათ ქვეყნის ჩრდილოეთი და ემზადებოდნენ მადრიდზე გასალაშქრებლად. ბასკების მხარეში აჯანყება იყო. სარაგოსა და ზოგი სხვა ქალაქი რესპუბლიკელთა ხელში იყო. მადრიდში დამკვიდრების შემდეგ, მეფე ენერგიულად შეუდგა მშვიდობის დამყარების პროცესს. მარტში მან ბასკების ამნისტიას მოაწერა ხელი და დაპირდა მათი ყველა უფლებების შენარჩუნებას. კარლისტ ოფიცრებს დაპირდა თანამდებობების შენარჩუნებას. ამ ნაბიჯებით მან განაპირობა მეამბოხეთა არმიის დაშლა, რომლებიც საბოლოოდ დამარცხდნენ 1876 წლის მარტში. შემდეგ მშვიდობა დამყარდა რესპუბლიკელებთანაც და მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია,1845 წლის კონსტიტუციაზ
ირაკლი ბაგრატიონის სიდედრი - მარია ტერეზა, მეფე ალფონსოს ქალიშვილი
ე უფრო პროგრესული, მაგრამ უფრო მოზომილი ვიდრე 1869 წლის.

სამეფოში იყო რთული მდგომარეობა. ქვეყანა გაღატაკებული იყო, წარმოება დანგრეული, ყველგან ბანდიტები თარეშობდნენ და დრო და დრო სამხედროები ჯანყდებოდნენ. ამ ყველაფერთან ერთად ქოლერის ეპიდემიამ ბევრი ხალხი იმსხვერპლა. მეფემ საზოგადო უბედურებებისას გამოავლინა უდიდესი სიმამაცე, იგი მუდამ მოგზაურობდა ქვეყნის სხვადასხვა მხარეებში, ამხნევებდა ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას, ნახულობდა ავადმყოფებს სამკურნალო დაწესებულებებში და თავად ეხმარებოდა ექიმებს მკურნალობაში. ამის გამო ხალხმა ძალიან შეიყვარა თავისი ხელმწიფე, რომელსაც მანამდე უკვე ჰქონდა ზედმეტსახელი შერქმეული - დამამშვიდებელი, რამეთუ მან დაამშვიდა ქვეყანა და მშვიდობა დაამყარა სახელმწიფოში.
როგორც ვთქვით, ალფონსო 28 წლის ასაკში ჰარდაიცვალა ჭლექით. მისი მეუღლე ამ დროს ფეხმძიმედ იყო მესამე შვილზე. მომავალ მეფე ალფონსო XIII-ზე, რომელიც მამის გარდაცვალებიდან დაახლოებით 6 თვეშე დაიბადა, 1886 წლის 17 მაისს.მანამდე, ალფონსო XII-ს ჰყავდა ორი ქალიშვილი, მარია დე ლას პას მერსედესი, და მარია ტერეზა.
 შემდეგში მეფე ალფონსო მეთორმეტის ქალიშვილის მარია ტერეზას ასული, მარია დე ლას მერსედესი ცოლა შეირთო ქართლის (მუხრანის) ბაგრატიონთა სახლის მეთაურმა ირაკლი გიორგის ძე ბაგრატიონ–მუხრანბატონმა (მანამდე ირაკლი ბაგრატიონს ცოლად ჰყავდა იტალიელი გრაფინია მარია ანტუანეტა პასკ
ალფონსო XII-ის ძეგლი არანხუესოში, სადაც იგი ჩავიდა ხოლერის მძვინვარების დროს
უინი, რომელიც ვაჟის დაბადებას გადაჰყვა).

ირაკლი ბაგრატიონს მეორე ქორწინებიდან შეეძინა ორი შვილი, მარიამი და ბაგრატი.
ბაგრატ ბაგრატიონს ჰყავს ასევე ორი შვილი იოანე და ინესა.
ალფონსო მეთორმეტის შვილიშვილი, ირაკლი ბაგრატიონის მეორე მეუღლე
ალფონსო მეთორმეტის შვილიშვილის ქმარი, ირაკლი ბაგრატიონი
ალფონსო მეთორმეტის შვილიშვილის შვილი – ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ–მუხრანბატონიშვილი
ალფონსო მეთორმეტის შვილშვილის შვილიშვილი – იოანე ბაგრატიონ–მუხრანბატონიშვილი მეუღლესთან ერთად

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq