საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

კრომველის მიერ სიკვდილით დასჯილი მეფე ჩარლზ I და სახრჩობელაზე ჩამოკიდებული კრომველის გვამი
მეფე

1625 წელს ინგლისის ტახტზე ავიდა ჩარლზ I სტიუარტი.მეფემ თავიდანვე განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭა თავის მინისტრებს, მაღალი თანამდებობის მოხელეებს,ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს , რომლებიც მისი სიმპატიით სარგებლობდნენ.ის ანგარიშს არ უწევდა პარლამენტის აზრს.პარლამენტი მკაცრად აკრიტიკებდა მინისტრებს , რომელთა საქმიანობას ინგლისისთვის წარმატება არ მოჰქონდა.მეფემ ურჩი პარლამენტი დაითხოვა , მაგრამ მის მიერ დაწესებული გადასახადები პარლამენტის გარეშე უკანონოდ ითვლებოდა. 1628 წელს ჩარლზი იძულებული გახდა , პარლამენტი მოეწვია.პარლამენტმა მეფეს წარუდგინა ,,პეტიცია უფლებათა შესახებ".


მუხლი 10:


„... სასულიერო და საერო ლორდები და თემები უმორჩილესად სთხოვენ თქვენს უდიდებულესობას,რომ მომავალში არავინ აიძულონ,გადაიხადოს ან გაიღოს რაიმე ძღვენის, სესხის,შეწირულების, გადასახადის ან რაიმე მსგავსი ხარკის სახით პარლამენტის აქტით დადგენილი თანხმობის გარეშე: და რომ არავის სთხოვონ პასუხი, დაფიცება, იძულებით სამსახური, არ დაიჭირონ ან სხვა მხრივ არ შეავიწროონ, ან არ შეაწუხონ ამ გადასახადების ან მის გადახდაზე უარის თქმის გამო. არც ერთი თავისუფალი ადამიანი არ ჩააგდონ საპყრობილეში ან არ დააპატიმრონ“


პასუხად მეფემ ისევ დაითხოვა პარლამენტი და ინგლისში მკაცრი ერთმმართველობა დაამყარა.
ვითარება მხოლოს 1640 წელს შეიცვალა. შოტლანდიასთან დაწყებული ომის გამო მეფე იძულებული გახდა ისევ მოეწვია პარლამენტი. ის 1640 წლიდან 1653 წლამდე მუშაობდა და „ხანგრძლივი პალამენტი“ ეწოდა. პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობა მეფისადმი აგრესიულად იყო განწყობილი. მათ მიიღეს 204-მუხლიანი დოკუმენტი, რომელშიც მეფის პოლიტიკა იყო გაკრიტიკებული. პარლამენტმა გააუქმა მეფის შემოღებული უკანონო გადასახადები და სხვა კანონებიც. აიკრძალა პარლამენტის დათხოვნა მისი თ
ლორდ-პროტექტორი
ანხმობის გარეშე. პარლამენტი ცდილობდა, მოეპოვებინა მინისტრების დანიშვნისა და მეფის სხვადასხვა ქმედებათა კონტროლის უფლება.


პარლამენტში მეფის მომხრეებიც იყვნენ, ძირითადად, უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენლები. მათ ,,კავალეტებს" უწოდებდნენ. ისინი მეფის უფლებების ასეთ შეზღუდვის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ცდილობდნენ, სამეფოში ძველი წესრიგი შეენარჩუნებინათ. მათი მოწინააღმდეგეები კი, რომლებსაც მეფის მომხრეები "მრგვალთავიანებს" უწოდებდნენ - ძირითადად წვრილი მემამულეები - პარლამენტის უფლებების გაძლიერებას, ახალი ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებას უჭერდნენ მხარს. ამ დაჯგუფებას სათავეში ჩაუდგა ოლივერ კრომველი. დაპირისპირება მეფესა და პარლამენტის გარკვეული ნაწილის შორის უკიდურესად გამწვავდა. მეფე იძულებული გახდა, თავის მომხრეებთან ერთად დაეტოვებინა ლონდონი და იორკში დაბანაკებულიყო. კრომველმა 1645 წელს ნეიზბის ბრძოლაში გაანადგურა მეფის მომხრეები. ჩარლზმა კიდევ სცადა ბრძოლა ტახტისა და ხელისუფლების დასაბრუნებლად, მაგრამ ტყვედ ჩავარდა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ,,არაბუნებრივი, მკაცრი და სისხლისმღვრელი ომის დაწყებასა და გაგრძელებაში" და მეფეს სიკვიდილი მიუსაჯა. 1649 წლის 30 იანვარს ჩარლზ I-ს თავი მოჰკვეთეს და ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა.


მალე ოლივერ კრომველი ლორდ-პროტექტორად მოევლინა ინგლისს.. კრომველის სიკვდილამდე ინგლისი რესპუბლიკად რჩებოდა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ლორდ-პროტექტორის ადგილი მისმა უფროსმა ვაჟმა, რიჩარდ კრომველმა დაიკავა. ამ პერიოდში ქვეყანაში საშინელი არეულობა და ქაოსი გაბატონდა. დეპუტატები შეშინდნენ ასეთი მდგომარეობით და ინგლისის ტახტზე ჩარლზ I-ს ვაჟი, ჩარლზ II მოიწვიეს. ამის შემდეგ კრომველი საფლავიდან ამოთხარეს და სახრჩობელაზე ჩამოკიდეს, როგორც ქვეყნის მოღალატე.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq