საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ჟუან II პორტუგალიის მეფე და ტორდესილასის ხელშეკრულება

1495 წლის 25 ოქტომბერს ალვორში გარდაიცვალა პორტუგალიის მეფე 1481-1495 წწ. ავისის დინასტიიდან, აფონსუ V-ის შვილი -  ჟუან II (პორტ. João II).

მომავალი მეფე დაიბადა 1455 წლის 3 მაისს, ლისაბონში. ტახტზე ავიდა 1481 წელს 

მეფემ შეზღუდა მსხვილი ფეოდალური მიწათმფლობელობა და ფეოდალური იურისდიქცია. 

მეფე იყო "ზღვისიქითა" ქვეყნებში აქტიური ექსპანსიის მომხრე. ხელი შეუწყო ბართოლომეუ დიაშის ექსპედიციის მოწყობას;  მისი ინიციატივით დაიდო ტორდესილასის ხელშეკრულება.

ტორდესილასის ხელშეკრულება დაიდო 1494 წლის 7 ივნისს, ტორდესილასში (ესპანეთი), რომის პაპის ალექსანდრე VI-ის ინიციატივით, ესპანეთსა და პორტუგალიას შორის. ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილ იქნა გამყოფი ხაზი, დასავლეთის გრძედის 46° მერიდიანი, რომლის დასავლეთით აღმოჩენილი ყველა ახალი ტერიტორია ცხადდებოდა ესპანეთის საკუთრებად, ხოლო მისგან აღმოსავლეთით აღმოჩენილი ახალი მიწები პორტუგალიის სამფლობელოებად.

მაგრამ შემდგომში პორტუგალიელებმა დაარღვიეს ეს ხელშეკრულება, როდესაც მერიდიანის დასავლეთითაც აითვისეს მიწები და შექმნეს კოლონია ბრაზილია.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287)
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ.
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251)
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება.
gaq