საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

იმპერატორი ოტო IV -- განკვეთა პაპმა, დაკარგა ძალაუფლება

1209 წლის 4 ოქტომბერს გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორად აკურთხეს  ოტო IV ბრაუნშვაიგელი ( Otto IV. von Braunschweig),  ველფების დინასტიის წარმომადგენელი. 

იგი დაიბადა 1175/1176 წელს ბრაუნშვაიგში, ქვემო საქსონიაში. იგი იყო საქსონიისა და ბავარის ჰერცოგის  ჰაინრიხ ლომის ძე, დედამისი იყო ინგლისის მეფის ჰენრიხ მეორის ქალიშვილი, მატილდა პლანტაგენეტი. 

 რომაელ-გერმანელთა მეფე იყო 1198-1218 წლებში. საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1209-1218 წლებში.

1198 წლიდან სამეფო ტახტს ეცილებოდა იმპერატორ ჰაინრიხ VI შტაუფენის ძმას ფილიპ შვაბიელს. ამ ბრძოლაში ოტო IV-ს მხარს უჭერდნენ რომის პაპი ინოკენტი III და მისი ინგლისელი ბიძა რიჩარდ I ლომგული. 1201 წელს ოტო IV დაბრუნდა გერმანიაში. 1209 წელს იმპერატორად აკურთხეს. 1210 წელს მოინდომა სიცილიის სამეფოს დაპყრობა, რომელიც პაპის ხელისუფლებას ემორჩილებოდა. პაპმა იგი ეკლესიიდან განკვეთა და 1211 წელს მეფედ ფრიდრიხ VI-ის ძმა ფრიდრიხ II შტაუფენი გამოაცხადა.

შტაუფენ-ველფების დინასტიური დავა ბუვინის ბრძოლაში გადაწყდა 1214 წელს. ოტო IV-მ ძალაუფლება დაკარგა.

ოტო IV-ს ყავდა ორი მეუღლე: ბეატრიჩე, გერმანელი მეფის ფილიპის და ირინა ანგელინას შვილი (1209-1212 წლებში) და 1214 წლის 19 მაისიდან მარია ბრაბანტი (დ. 1190 - გ. 1260), ბრაბანტის ჰერცოგის ჰაინრიხ I-ის და მატილდა ფლანდრიელის შვილი.

შვილები არცერთ ცოლთან არ ჰყავდა.

გარდაიცვალა  1218 წლის 19 მაისს, ჰარცბურგში.

პაპისა და მეფის შეხვედრა

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პარასკევა
წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
24 (06.11) ოქტომბერს (6 ნოემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: სვინკლიტიკიას და მისი ორი ასულის (VI) ხსენების დღე.
gaq