საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ჰავაის უკანასკნელი დედოფალი - ლილიუოკალანი
1838 წლის 2 სექტემბერს დაიბადა ლილიუოკალანი (Lili’uokalani), ჰავაის სამეფოს ბოლო დედოფალი 1891 წლის 20 იანვრიდან 1893 წლის 17 იანვრამდე. მეფე კალაკაუას და, და ოაჰუსა და მაუის ამერიკელი გუბერნატორის, ჯონ ოუენ დომინის მეუღლე. 

  სამეფო ტახტზე ავიდა ძმის სიკვდილის შემდეგ და შეეცადა მონარქის კონსტიტუციით შემოფარგლული ძალაუფლების აღდგენა. ამერიკული ქონების დაცვის საბაბით აშშ-ს წარმომადგენლებმა მოაწყეს სახელმწიფო გადატრიალება და გადააყენეს დედოფლი.
გროვერ კლივლენდის მთავრობა სთავაზობდა ლილიუოკალანს სამეფო ტახტის დაბრუნებას გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, როგორიც პოლიტიკური მოწინაააღმდეგეების ამნისტია იყო. დედოფალმა უარყო ეს წინადადება და მოითხოვა ამერიკის აგენტების სიკვდილით დასჯა. 1894 წლის 4 ივლისს შეიქმნა ჰავაის რესპუბლიკა, რომლის ოკუპაციაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინა 1898 წელს.
1895 წლის 16 იანვარს დედოფალი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც იოლანის სასახლის ბაღში აღმოჩენილი იქნა იარაღი. ერთი წლის შემდეგ იგი გაათავისუფლეს და ახალი სახელიც მისცეს. ლიდია დომინისმა (დედოფლის ახალი სახელი ქმრის გვარის მიხედვით) სასამართლოში უჩივლა ფედერალურ მთავრობას სამეფო მიწების თაობაზე. საბოლოოდ ჰავაის ლეგისლატურამ გამოუწერა მას პენსია 4 ათასი დოლარის ოდენობით და შეუნარჩუნა შაქრის პლანტაცია 24 კმ² ფართობით. დედოფალი გარდაიცვალა 1917 წლის 11 ნოემბერს&
დედოფლის მეუღლე
nbsp;ინსულტისგან.
ციხეში ყოფნისას ლილიუოკალანმა დაწერა ჰავაის ჰიმნი ალოჰა ოე და წიგნი ქვეყნის ისტორიის შესახებ.
1 500 ლარი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq