საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ივანე მრისხანე - რუსული იდეოლოგია და სინამდვილე
გაიოზ მამალაძე

 1530 წლის 25 აგვისტოს დაიბადა რუსეთის პირველი მეფე ივანე IV "მრისხანე".

რუს იმპერიალისტებს რომ ჰკითხო, მთელი მსოფლიო ბოროტების მსახურია და მხოლოდ რუსეთის იმპერიაა კეთილის საწყისი კაცობრიობისათვის. ასეთი სიძულვილით ჰიტლერის ნაცისტებიც კი არ იყვნენ გამსჭვალულნი მსოფლიოს წინააღმდეგ. ჰიტლერელებისათვის იტალიელები, ინგლისელები, ხორვატები, რუმინელები, იაპონელები მოკავშირეები იყვნენ. რუსი იმპერიალისტები კი ყველას ამრეზითა და ირონიით უყურებენ.

  მათი უბედურება მათ იდეოლოგიაშია დამარხული. რუსი შოვინისტების აზრით ყველაზე კეთილები ისინი არიან, ყველაზე კეთილშობილი მეფეები მათ ჰყავდათ და ა. შ.

  არც ერთი მეზობელი ხალხი მოსვენებული არასოდეს ყოფილა რუსეთის გარშემო. რუსეთის მეზობელი ყველა სახელმწიფო კვლავ შიშითაა დაზაფრული და ამიტომ მიელტვის რუსების ყველა მეზობელი, მათ შორის მათი ერთმორწმუნე თუ მონათესავე ჩრდილო ატლანტიკური ალიანის წევრობას.

  რუსული იმპერიალისტური იდეოლოგია მრავალი ხალხისათვის კატასტროფის მომტანი გახდა საუკუნეების მანძილზე. საუკუნეების მანძილზე რუსეთის სახელმწიფო ცდილობდა გადაეყლაპა მეზობლები, წაერთმია ხალხებისათვის მიწა-წყალი, სახელმწიფოებრიობა, კულტურა, თვითმყოფადობა.

  XVI საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა: "დადგენილება დიდი რუსი მთავრებისა, შესახებ დიდი მთავრისა; საიდან და როგორ იწყება ათვლა დიდი მთავრობისა კურთხეული სამხრეებითა და სამეფო გვირგვინებით". ეს თხზულება რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი საფუძველია.

  საუკუნეებია რუსული იმპერიალისტური იდეოლოგია ამტკიცებს, რომ ბიზანტიის დაცემის მერე მართლმადიდებლური პოლიტიკის ცენტრმა მოსკოვში გადაინაცვლა და მოსკოვეთის სახელმწიფო გახდა ახალი იმპერია - მესამე რომი. ფსკოველი ბერი ფილოფეი დიდ მთავარს ვასილს სწერდა: "ისმინე მართლმორწმუნე მეფეო: ორი რომი დაეცა, მესამე, მოსკოვი დგას, მეოთხე არ იქნება... მთელს დედამიწაზე მხოლოდ შენ ხარ ქრისტიანი მეფე".

  მესამე რომის იდეოლოგია დამღუპველი გახდა რუსების მენტალიტეტისათვის. ამ იდეოლოგიაზე აეწყო მთელი რუსული საზოგადოება, სამწუხაროდ. ეს იდეოლოგია რომ მცდარი იყო წინა წერილშიც მოგახსენეთ, ახლა მეტ არგუმენტებს მოგაწვდით.

  მესამე რომის იდეოლოგია უნდა განმტკიცებულიყო გმირული ისტორიებით, განსაკუთრებული პიროვნებებით რუსული ისტორიიდან. ზემოთმოყვანილ "დადგენილების" მიხედვით რუსი მთავარი ვლადიმერ მონომახი გალაშქრებას აპირებდა კონსტანტინოპოლზე. ლაშქარიც შეუგროვებია, თუმცა, ბიზანტიის იმპერატორს თავი და კონსტანტინოპოლი გამოსასყიდით გადაურჩენია. მაგრამ, როგორც წერს წმიდა კირიონ II კათალიკოს-პატრიარქი (`"ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში" (რუსულ ენაზე) - Ерископъ Кирионь - "Культурная роль Иверии въ истории Руси". Тифлисъ, 1910, ст. 111.), ეს ყველაფერი მომხდარა 1055 წელს, როდესაც ვლადიმერი მხოლოდ... ორი წლისა ყოფილა. მაშასადამე, რუსული იდეოლოგია ტყუის.

  დუგინისთვის და იმპერიალისტთა დიდი ნაწილისათვის, რუსული სახლმწიფოებრიობისა და რუსული სულის, გნებავთ რუსული იდეის მატარებელი იყო მოსკოვეთის პირველი მეფე ივანე IV მრისხანე.

  მაგალითად, დუგინი და სხვები პეტრე პირველს ვერ იტანენ და მას თვლიან რუსეთის რუსული გზიდან გადამცდენლად.

  ალექსანდრე დუგინი ცდილობს რუსეთს დაუბრუნოს ივანე მრისხანეს დროინდელი დიდება და მის დროინდელ ტერმინოლოგიასაც კი იყენებს დღეს.

  მოდი გავიხსენოთ როგორი მეფე იყო ივანე მრისხანე. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, შესანიშნავ ისტორიკოს, წმიდა კირიონ საძაგლიშვილს ზემოთ დასახელებულ ბრწყინვალე ნაშრომში საინტერესო ფაქტები მოჰყავს.

  წმიდა კათალიკოს-პატრიარქი წერს: "მეფე ივანე მრისხანემ (1530-1584) ბალტიისპირა ქვეყნები დაკარგა, რუსებისათვის დამამცირებელი ზავი დადო ლიტვასთან, თურქეთის სულთნის მოთხოვნით თერგზე რუსული სიმაგრე მოშალა; იგი სიცოცხლის ბოლომდე აცნობიერებდა თავის მერყევ მდგომარეობას მოსკოვის ტახტზე (კირიონ კათალიკოსს მითითებული აქვს: С. М. Соловьевъ. История России съ древнейшихъ временъ. книга II, изд. втор. стр. 176), პოლიტიკურ გარემოებათა გამო იძულებული იყო საიპ-გირეისა და ისლამ-გირეის მოთხოვნებს დამორჩილებოდა, და მათთან დიდძალი და საუკეთესო მოსაკითხავების (Ibid. кн. II, стр. 18-21. ) გამგზავნელს მაჰმადიანთა უღელქვეშ მყოფ აღმოსავლეთის ქრისტიანთა ქომაგის როლზე ფიქრიც კი არ ძალუძდა. ივანე იტანდა შეურაცხყოფას საიპ-გირეისგან, ვისაც ის სრულ ჭკუაზე მყოფად არც კი მიაჩნდა (Ibid. кн. II, стр. 52), უთმენდა ბატორსაც, ვინც სიგელში "მოსკოვის ფარაონს, ცხვრებში შეჭრილ მგელს, შხამით სავსე ადამიანს, არარაობას, უხეშს" - უწოდებდა. "შენი ლაშქრით ჩვენთან რატომ არ გამოემართე, - წერდა ბატორი, - შენი ქვეშევრდომები რატომ არ დაიცავი? საცოდავი ქათამი მიმინოსა და არწივისაგან თავის წიწილებს ფრთებით იფარავს, შენ კი, ორთავიანი არწივი (რამეთუ ასეთია შენი გერბი), იმალები" (Ibid. кн. II, стр. 280-281).

  კურბსკი და სამეფო წიგნი ერთხმად აღიარებენ ყაზანთან ივანე მრისხანეს განწყობის შესახებ. ივანე ეკლესიაში იმალება, ტყუილად არწმუნებენ მრჩევლები, ეჩვენოს ლაშქარს: "მეფეო, აწ შენი გამგზავრების ჟამია... დიდებული ჟამია მეფის გასამგზავრებლად... მეფეს კი არა მარტო სახე შეეცვალა, არამედ გულიც შეუღონდა". ბოლოს მისი დაახლოებული პირები "სადავეს უწადილოდ ხელს ჰკიდებენ", გამოჰყავთ ლაშქრის წინაშე და სამეფო ალამთან აყენებენ. ამას თვითონ მრისხანეც შემდეგი სიტყვებით ადასტურებს: "თქვენ მე ურწმუნოთა მიწაზე ტყვესავით მიგყავდით - როგორღა დამიფარა მე უზენაესმა!" 

(Проф. П. Н. Милюковъ. Главния течения Русской историч. мысли, т. I, Москва 1898 г. стр. 175). ნ. ი. კოსტომოროვის სიტყვებით, ნებისმიერს შეაცბუნებდა ივანე ვასილის ძის საკუთარი მშიშრობის მიამიტური აღიარება. ყაზანის ლაშქრობის გახსენებისას ივანე ამბობს: "როგორია ჩემდამი კეთილმოსურნეობა იმ ადამიანებისა, რომლებსაც შენ (თავადო კურბსკი), წამებულებს უწოდებ? მათ მე ნავჭურჭელში ტყვესავით ჩამსვეს და ადამიანთა მცირე გუნდის თანხლებით უღვთოთა და ურწმუნოთა მიწაზე გამატარეს; უზენაესს თავისი ყოვლისშემძლე მარჯვენით ჩემი უმდაბლესობა რომ არ დაეცვა, სიცოცხლესაც გამოვესალმებოდი". ამ დროს კი მოროზოვის მატიანის მოწმობით მას ყაზანთან 150 000 ლაშქარი ჰყავდა (Собр. соч. Н. И. Костомарова, кн. V, стр. 420-421). 1572 წლის ანდერძში მეფე ივანე IV დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ის და მისი ოჯახი მოსკოვის ტახტს მტკიცედ არ ფლობენ და რომ ის დევნილია, რომელიც თავის მტრებთან იბრძვის, რომ ამ ბრძოლის დასასრულს ახლო მომავალში ვერ ხედავს... (С. М. Соловьевъ. История России, кн. II, ცтр. 176),  1574 წელს ივანე მრისხანემ არეულობებისა და შფოთის გავლენით გაქრისტიანებული კასიმოველი თათარი სიმეონ ბეკბულატოვიჩი სრულიად რუსეთის დიდ მთავრად გამოაცხადა, მოსკოვში თავის მაგივრად მეფედ დასვა და თავზე გვირგვინი დაადგა (ჩინგიზ ყაენის შთამომავალი ბეკბულატოვიჩი მეფედ აკურთხეს და მოსკოვში ცხოვრობდა მეფის სასახლეში, ივანე კი პეტროვკაში. ივანე მრისხანე მეფესთან მიმოწერის დროს იცავდა იმ დროინდელ ცერემონიალურ წესებს და მას მიმართავდა როგორც ქვეშევრდომი „მიწაზე შუბლის ცემით“: „Государю великому князю Семиону Бекбулатовичю всеа Русии Иванец Васильев с своими детишками, с Ыванцом да с Федорцом, челом бьют“ - გ. მ.)

  ყოველივე ზემოთქმულიდან გასაგებია, რომ მეფე ივანე მრისხანეს შეუძლებელი იყო თავისი თავი პოლიტიკურად და მორალურადაც (სქოლიოში: ზოგჯერ იოანე IV თავის რუსულ წარმომავლობაზე უარს აცხადებდა და ამბობდა, რომ მისი წინაპრები გერმანელები იყვნენ (მითითებულია: С. М. Соловьевъ. История России, кн. II, стр. 505), ისე ძლიერ პიროვნებად მიეჩნია, რომ ქრისტიანული აღმოსავლეთის დაცვისათვის ზრუნვა საკუთარ თავზე აქტიურად აეღო. მეფის ტიტული რომ მიიღო, ივანე მრისხანე მის გამოყენებას დიპლომატიური ურთიერთობებით ცდილობდა, მაგრამ ყველგან მარცხს განიცდიდა. მოლაპარაკებები პატრიარქ იოსაფთან, ამბობს პროფ. მილიუკოვი, - რუსული ფულის დახმარებით წარმატებით დასრულდა. 1561 წელს პატრიარქმა საეკლესიო კრების სიგელი გამოუგზავნა და მხოლოდ ჩვენს დროში გახდა ცნობილი, რომ ამ მიზნით კრების მოწვევა მას არც კი უფიქრია, ხოლო კრების მონაწილეთა ხელმოწერები, უბრალოდ, ყალბი იყო. მიღებული სიგელი უკვე დადგენილ, ოფიციალურ ლეგენდას ეწინააღმდეგებოდა. სიგელის ლეგენდასთან შეჯერება სხვაგვარად არც ისე რთული აღმოჩნდა: ბერძნული ტექსტის ზოგიერთი სიტყვა ამოგლეჯილი იყო, ხოლო სხვები წაშლილი; განადგურებულის ადგილზე ყოველგვარი გრამატიკული წესის გარეშე რამდენიმე ახალი სიტყვაა ჩამატებული, რომელთა მიხედვითაც ეფესოს მიტროპოლიტი ლეგენდის კვალად, თითქოს კონსტანტინე მონომახის (Проф. П. Н. Милюковъ. Главния течения… т. I, стр. 201-202) მიერ იყო გამოგზავნილი". საერთოდ უნდა შევნიშნოთ, რომ რუსეთი ამ დროს სრულიად უცნობი იყო ევროპელთათვის. "მოსკოვის სამეფო, - ამბობს სოლოვიოვი, - დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა ამერიკასთან ერთად აღმოაჩინეს" (С. М. Соловьевъ. История России. кн. I, cтр. 1489). 

  წმიდა კირიონ კათალიკოსი აქვეყნებდა თავად რუსი მკვლევარების აზრს, რომლებიც მოსკოვის მესიანისტურ იდეოლოგიას, როგორც მესამე რომისას, არასერიოზულად უყურებდნენ: "მოსკოვში რაღაც ახალი და გაუგონარი რამეები ჩნდებოდა, - ამბობს პროფ. ჟდანოვი ივან ვასილის ძისა და მისი შვილის ვასილის დროებაზე, - მწიგნობარმა ხალხმა იზრუნა, ამ ახალი და გაუგონარი ამბებისათვის გარკვეული ფორმა მიეცა, რომლის სტილი მათი დროის ისტორიულ თვალთახედვასა და ლიტერატორულ გემოვნებას პასუხობდა. ამ ფორმისათვის დამოუკიდებელი მნიშვნელობის მინიჭება, ამ გადმოცემებში პრუსიისა და მესამე რომის შესახებ, ბიზანტიური სათავეების მითითება, მისი რუსულ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ჩართვა, მტკიცება იმისა, რომ მისკოვის მთავარი ნამდვილად კათოლიკე მეფედ გარდაიქმნა, ნიშნავდა, რომ რუსულ ისტორიულ, სახელმწიფო და საეკლესიო გადმოცემებს მეტად მცირე ფასი დასდებოდა" (В. И. Сергеевичъ. Русския юридическия древности, изд. втор. т. II, cтр. 613-614.). 

  "ყველა მეტ-ნაკლებად განათლებული აფუთფუთდა ამ დროს რუსეთში, ყველგან აწრიპინდა კალამი. ყველა გაცხარებით ეძებდა საფუძველს, რათა ის დიადი როლი გაემართლებინა, რასაც რუსეთს მიაწერდნენ."

  წმიდა კათალიკოს კირიონ II-ის მიერ გამოქვეყნებული ეს სტრიქონები მრავლისმთქმელია და ადასტურებს, რომ ივანე მრისხანე არც ისე დიდი მეფე ყოფილა, რომ რუსულ მესიანისტურ იდეოლოგიას არც თუ დიდი საფუძვლები აქვს.

  სჯობს რუსმა პოლიტიკოსებმა თავისი ისტორიის იდეალად წმიდა რუსი მამები გამოაცხადონ.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2014-12-20
წმიდისა ნიკოლოზისა, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა, საკვირველთმოქმედისა (დაახ. 335).
წმიდა მოწამე ანთისა რომაელი (V)
წმიდა მოწამე ანთისა რომაელი, ვისი ხსენებაც არის 21 დეკემბერს, წმიდა ამბროსი მედიოლანელმა მონათლა. როცა ქალაქის თავის მეუღლემ, სუნილდამ მას არიანული ცრუნათლობის მიღება შესთავაზა, წმიდანმა უარით უპასუხა.
ღირსი პატაპი (VII)
ღირსი პატაპი, ვისი ხსენებაც არის 21 დეკემბერს, დაიბადა ქალაქ თებეში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სრულწლოვანებას რომ მიაღწია, წმიდანმა ეგვიპტის უდაბნოს მიაშურა. მრავალი წლის შემდეგ წმიდა პატაპიმ ასკეტური ღვაწლით შორს გაითქვა სახელი და ურიცხვმა ხალხმა იწყო მასთან სიარული რჩევა-დარიგების სათხოვნელად.
gaq