საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ხუმარა და შემწყალებელი გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი

 ახალი წელთაღრიცხვის 14 წლის 14 აგვისტოს გარდაიცვალა  გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი - Imperator Caesar Divi filius Augustus, Pontifex Maximus, Consul XIII, Imperator XXI, Tribuniciae potestatis XXXVII, Pater Patriae. 

მომავალი იმპერატორი დაიბადა ძვ. წ. 63 წლის 23 სექტემბერს.

 რომის იმპერატორი გახდა ძვ. წ. 27 წლიდან, ჩვ. წ. აღ-მდე. ავგუსტუსის სახელს უკავშირდება მეორე ტრიუმვირატის შექმნა, რომელსაც ანტონიუსი და ლეპიდუსი ხელმძღვანელობდნენ. თავიდან, სანამ ოქტავიანე მამობილის იულიუს კეისრის მემკვიდრეობას მიიღებდა, მასა და ტრიუმვირატს შორის კარგი ურთიერთობა სუფევდა. მაგრამ როდესაც დადგა დრო ძალაუფლების ხელში აღებისა, მას ანტონიუსთან დაპირისპირება მოუხდა.

 გამარჯვება ავგუსტუსს დარჩა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მის მეგობარსა და ფლოტილიის ხელმძღვანელ აგრიპას. ანტონიუსისა და ავგუსტუსის ფლოტილიების დაპირისპირება მოხდა საბერძნეთის დასვლეთ სანაპიროსთან, აქციუმთან. ანტონიუსს ისტორიისათვის ჯერაც გაურკვეველი მიზეზების გამო უღალატა საკუთარმა საყვარელმა ეგვიპტის დედოფალმა კლეოპატრამ და ეგვიპტელთა ფლოტმა ბრძოლა მიატოვა. ანტონიუსმა ბრძოლა წააგო და ეგვიპტეში დაბრუნდა. მაგრამ იქ ნაპირზე გადასვლისთანავე ეგვიპტის მთავარი ქურუმის გაგზავნილმა ხალხმა მოკლა. ეგვიპტეში ჩასულ ოქტავიანეს კლეოპატრა შემოეგება, თუმცა ოქტავიანემ მას დიდი ყურადღება არ მიაქცია... კლეოპატრამ თავი მოიკლა.

ოქტავიანეს სახელს უკავშირდება დიდი დაპყრობითი ომები რაინს აღმოსავლეთით და ბრიტანეთის კუნძულზე. მას მემკვიდრე არ ჰყავდა, ყველა მისი შთამომავალი ძალზე ახალგაზრდა დაიღუპა. საკუთარი სურვილის წინააღმდეგ და ძალდატანებით, მან მემკვიდრედ გამოაცხადა ტიბერიუსი, თავისი მეორე მეუღლის, ლიბიის შვილი მისი პირველი ქორწინებიდან.

 გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის შესახებ,ფართოდ იყო გავრცელებული ერთი პატარა სახალისო ისტორია, ერთ-ერთ პროვინციაში მოგზაურობის დროს,იმპერატორმა ოქტავიანემ შენიშნა ადამიანი,რომელიც ფიზიკურად ძალიან ჩამოჰგავდა მას,ამიტომ იგი თავისთან მიიხმო და საკმაოდ უტაქტოდ გაეხუმრა:

"თქვენი დედა რომში როდესმე ხომ არ ყოფილა?"

გამვლელიც იუმორის გრძნობით დაჯილდოებული აღმოჩნდა და აღნიშნულ უტაქტო ხუმრობას,უტაქტო ხუმრობითვე უპასუხა:

"დედა ნამდვილად არასოდეს ყოფილა რომში, თუმცა მამა კი ხშირად დადიოდაო".

 ჭკვიანურმა პასუხმა - გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსისა და დამსწრე საზოგადოების სიცილი გამოიწვია და გამვლელ მამაკაცს დიდსულოვნად აპატია იმპერატორისათვის ხუმრობა-ნარევი შეურაწყოფა. როგორც ისტორიკოსები ამბობენ ალბათ სწორედ მისი ამგვარი ხასიათის გამო მიაღწია ღრმა მოხუცებულობამდე და გარდაიცვალა ისევე,როგორც მისი ნატვრა იყო: "მშვიდად და უდრტვინებლად".ამასთანავე თავის ერშიც საკმაოდ დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq