საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

დავით აღმაშენებლის მძახალი, ბიზანტიის იმპერატორი ალექსი I კომნენოსი
მაცხოვარი აკურთხებს ალექსი I-ს. XII-XIV მინიატურა
1118 წლის 15 აგვისტოს გარდაიცვალა დავით აღმაშენებლის მძახალი, ბიზანტიის იმპერატორი 1081-1118 წლებში ალექსი I კომნენოსი.
დაიბადა 1056 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო კომნენოსების დინასტიის ფუძემდებელი, მხოლოდ მისი მმართველობის ჟამს მოახერხა კომნენოსების ოჯახმა ძალაუფლების მთლიანად ჩაგდება ხელში. ალექსი I-მა მემკვიდრეობით მიიღო იმპერია, რომელიც ნგრევას განიცდიდა და მუდმივ საომარ მოქმედებებში იყო ჩართული ორივე ფრონტზე — აღმოსავლეთით სელჩუკების, ხოლო დასავლეთით ნორმანების წინააღმდეგ. ალექსიმ შეძლო, რომ მყისიერად შეეჩერებინა ბიზანტიის დაკნინება და დაიწყო სამხედრო, ფინანსური და ტერიტორიული აღორძინება, რასაც კომნენოსთა რესტავრაცია ეწოდა. მისი თხოვნები დასავლეთ ევროპის მიმართ, რომ თურქების წინააღმდეგ დახმარებოდნენ იყო ის კატალიზატორი, რამაც აამოქმედა ჯვაროსნული ლაშქრობები.
ალექსი კომნენოსის მეორე ვაჟს, ისააკს ცოლად ჰყავდა დავით აღმაშენებლის ასული კატაი. მათი შთამომავლები თამარ მეფემ გაამეფა ტრაპიზონ-ლაზეთის იმპერიაში.
ალექსი I
დავით აღმაშენებლის სიძე ისააკი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq