საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

კაიზერის ერთგული ოტო ფონ ბისმარკი: აფორიზმებად ქცეული ფრაზები

30 ივლისს შესრულდა 115 წელი ლაუენბურგის ჰერცოგ ოტო ფონ ბისმარკის გარდაცვალებიდან. ბისმარკი პრუსიის სამეფოში 1862 წელს იყო  დანიშნული მინისტრ-თავმჯდომარედ მთავრობაში. საკონსტიტუციო კრიზისის დროს ის გამოდიოდა ლიბერალების წინააღმდეგ და იცავდა მონარქიას, მონაწილეობდა მეორე რაიხის შექმნაში; რაიხსკანცლერის პოსტზე უსაზღვრო გავლენას ფლობდა შექმნილი რაიხის პოლიტიკაზე.

გერმანულ საისტორიო ლიტერატურაში დომინირებს ბისმარკის როლის დადებითი შეფასება, როგორც გერმანული სათავადოების ერთიან ეროვნულ სახელმწიფოდ შემკრების - სწორედ მისი ძალისხმევით იქნა გაერთიანებული გერმანია 1871 წელს. კაიზერის ერთგულმა ბისმარკმა გააძლიერა ქვეყანა კარგად მომზადებული ბიუროკრატიით და ფაქტობრივად  შექმნა ახალი ერი.

საყოველთაოდ ცნობილია ბისმარკის პოლიტიკური წარსული, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ბრწყინვალე  კარიერის მქონე ამ  ადამიანს ნამეტნავად უყვარდა ჭამა-სმა და დუელში ბრძოლა. მას რამდენიმე შრომა აქვს დაწერილი დიპლომატიაში, ხოლო ბევრი მისი გამონათქვამი აფორიზმად იქცა.

რუსულ საიტ ”kp.ru”-ს, როგორც დაინტერესებულ საინფორმაციო ორგანოს,  მოჰყავს  ბისმარკის რამდენიმე  მოსაზრება რუსებზე:

”ასასოდეს არ ენდოთ რუსებს, რადგან რუსები არ ენდობიან თვით საკუთარ თავსაც”.

(ეს ფრაზა ბისმარკმა წარმოთქვა 1878 წლის ბერლინის კონგრესის წინ, რომელიც იხილავდა რუსეთ-თურქეთის ომის შედეგებს).

”პრევენციული ომი რუსეთის წინააღმდეგ - ეს არის თვითმკვლელობა სიკვდილის შიშის გამო”.

(პრევენციული ომი ეს არის ომი, რომელსაც იწყებენ იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი კონფლიქტი გარდაუვალია და, რომლის მიზანიც არის დაასწრონ მოწინააღმდეგის აგრესიულ  მოქმედებას).

”რუსეთი სახიფათოა თავისი მოთხოვნილებების მიზერულობის გამო”.

(1859 წელს მეფის ძმამ ვილჰელმმა, რომელიც იმ დროს რეგენტი იყო, გაათავისუფლა ბისმარკი მისი მოვალეობებისაგან და გააგზავნა დესპანად სანკტ-პეტერბურგში. მაშინ იგი კარგად გაეცნო რუსეთს).

ზემოხსენებულ რუსულ საიტზე, რუსებთან დაკავშირებული გამოთქმების გარდა, ბისმარკის რამდენიმე ისტორიული ფრაზა მოყვანილია კიდევ სხვა თემებზეც:

”თუ გინდა გამოაშტერო მსოფლიო - ილაპარაკე სიმართლე”;

”ცხოვრებამ მასწავლა მე ბევრის პატიება, მაგრამ კიდევ უფრო მეტი - პატიების თხოვნა;

”მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის ძალიან იკლებს  ღამის დადგომასთან ერთად”.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287)
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ.
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251)
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება.
gaq