საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

1965 წელი, ელისაბედ II-ს გენიალური გადაწყვეტილება - „The Beatles“-ის დაჯილდოვება
ნოკა მამალაძე

1965 წელს ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ II-მ გადაწყვიტა ჯგუფ „ბითლზის“ წევრებისათვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენი (MBE) მიენიჭებინა. ამ დროისათვის „ბითლზი“ ახლად გაპოპულარულებული იყო. ახალ ამბავთან დაკავშირებული ცნობა პრესაში 1965 წლის 12 ივნისს გამოქვეყნდა. „ბითლზის“ მენეჯერს, ბრაიან ეფსტაინს ძალიან ესიამოვნა ასეთი პატივი, თუმცა ჯგუფის წევრები - ჯონ ლენონი, პოლ მაკკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი ამ ამბავს დიდი გაოცებითა და ახალგაზრდული არასერიოზულობით შეხვდნენ, მეტიც - თავდაპირველად ჯონ ლენონი ჯილდოზე უარის თქმას აპირებდა. ის ამბობდა: 

- "არ ვფიქობ, რომ ჯგუფ „ბითლზის“ ერთ-ერთი წევრი, ჯონ ლენონი, რამით გამოირჩევა ნაბისმიერი სხვა, მისივე ასაკის ბიჭისაგან... ვიცი - სრულიად ჩვეულებრივი ვინმე ვარ“ და იქვე აღნიშნა – „ოღონდ არც იმაში მეპარება ეჭვი, დედოფალი ნამდვილად უნდა ფიქრობდეს, რომ ის სრულიად განსაკუთრებული ვინმეა“. 

„ბითლზის“ წევრების დაჯილდოვებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს მეორე მსოფლიო ომის ორდენოსანმა ვეტერანებმა და ლორდთა პალატის წევრებმა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გაუფასურდებოდა, თუ იგი ამ „მანჭია“ და „ცანცარა ლაწირაკებს“ მიენიჭებოდა. ზოგი ვეტერანი დედოფლისათვის ორდენის დაბრუნებით იმუქრებოდა კიდეც. 

საბოლოოდ, „ბითლზის“ წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იმპერიის ორდენის აღებას დათან

ხმებოდნენ, რადგან ამით არაფერს კარგავდნენ და თან სასაცილოდ წარმოედგინათ მკაცრად დაყენებული სახის მქონე ხანშიშესული კავალრებისა და ლორდების რეაქცია ამ ამბავთან დაკავშირებით.

ბრიტანეთის მაშინდელი მონარქია სახალხო იყო, მაგრამ ელისაბედ II-ის ამ ნაბიჯმა იგი მეტად თანამედროვე და მეტად სახალხო გახადა. ამ დაჯილდოებით დედოფალმა ხალხს უჩვენა, რომ განურჩევლად ასაკისა და საქმიანობისა, ყველა ადამიანის ღვაწლი შეიძლებოდა დაფასებულიყო სახელმწიფოში. ადრე თუ მხოლოდ ომის მონაწილეები, მწერლები და პროფესორები იღებდნენ ორდენს, ახლა ეს შესაძლებლობა უკვე 22-25 წლის, სულ უბრალო წარმოშობის ადამიანებსაც მიეცათ. ამავდროულად გამოჩნდა, რომ ელისაბედ II-ს კარგი მუსიკალური გემოვნება ჰქონია.

იმდროინდელი ბითლომანია შემთხვევითი არ ყოფილა. გავიდა წლები და აღმოჩნდა, რომ „ბითლზმა“ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ბრიტანეთის კულტურაში და უდიდესი მოგება მოუტანა ეკონომიკას (ახლაც მოაქვს). მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროში მათ დღემდე უმაღლესი საფეხური უკავიათ, ისინი იყვნენ სულის ჩამდგმელები იმდროინდელი თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობის, როკის, პოპისა და ა.შ. ჩამოყალიბება-განვითარებაში. დღესდღეობით,  როდესაც ინგლისსა თუ მუსიკაზე ჩამოვარდება საუბარი, შეუძლებელია არ გაგახსენდეთ ეს ლეგენდარული ჯგუფი, რომელსაც ახლაც კი მილიონობით ფანი ჰყავს. სწორედ ამიტომ, მათ ღირსეულად დაიმსახურეს ეს ბრიტანეთის იმ

პერიის „ნაძალადევად აღებული“ ორდენი, რომელიც, ჩემი აზრით, საკმარისიც არ არის დაუვიწყარი ჯგუფი ბითლზისათვის.

2013-07-09

https://www.youtube.com/watch?v=UYZ5GwOQp1Y 

http://video.mail.ru/mail/pappulya56/76/2333.html

 

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
gaq