საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ჯორჯ V (დიდი ბრიტანეთი)

ჯორჯ V (დ. 3 ივნისი, 1865, ლონდონი – გ. 20 იანვარი, 1936, სენდრინგემი), გაერთიანებული სამეფოს მეფე 1910-იდან, საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიის წარმომადგენელი.ის გახლდათ დიდი ბრიტანეთის დედოფლის ახლანდელი ელისაბედ II-ის ბაბუა. 1917 წელს გერმანიასთან ომის გამო, დინასტიამ გერმანული გვარი საქს-კობურგ-გოთა გადაიკეთა უინძორად. 

ინგლისში მოსახლეობისადმი საშობაოდ მისალოცი სიტყვით მიმართვის ტრადიცია - ჯორჯ V-იდან მომდინარეობს. პირველად მან საშობაო მისალოცი სიტყვით მოსახლეობას 1932 წლის 25 დეკემბერს მიმართა.აღსანიშნავია,რომ ჯორჯ V-ეს ამ ღონისძიებისადმი მისალოცი სიტყვა ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა,ნოველისტმა და ავტორმა ყველასათვის ცნობილი ნაწარმოების "ჯუნგლების წიგნის" ავტორმა - რადიარდ კიპლინგმა დაუწერა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq