საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

აფონსუ IV გულადი (პორტუგალია)
აფონსუ IV გულადი (პორტ. Afonso IV o Bravo; დ. 8 თებერვალი, 1291, ლისაბონი, პორტუგალია - 28 მაისი 1357, ლისაბონი, პორტუგალია) – პორტუგალიის მეფე ბურგუნდიელთა დინასტიიდან 1325 -1357 წლებში. დენიშისა და იზაბელა არაგონელის ვაჟი. იქორწინა 1309 წელს ბეატრისაზე, კასტილიის მეფის, სანჩო IV ასულზე.

ტახტზე ასვლამდე, აფონსუ დიდხანს ეომებოდა თავის მამას. გამეფების შემდეგ კი მტრობდა თავის უკანონო ძმასთან აფონსუ სანჩესთან. საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებებამდე მიდიოდა. ბოლოს დედოფალმა იზაბელამ შეარიგა ისინი. აფონსუ აღარ სდებდა ბრალს ძმას მის წინააღმდეგ მოქმედებებში და დამეგობრდა კიდევაც მასთან. აფონსუ კარგი მმართველი იყო, იცავდა სამართლიაობას. მან ხალხს დიდი მხარდაჭერა გაუწია 1344 წლის დიდი მიწისძვრის დროს და 1348 წლის შავი ჭირის ეპიდემიისას. სიბერეში აფონსუს უთანხმოებები ჰქონდა თავის მემკვიდრესთან პედრუსთან.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287)
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ.
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251)
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება.
gaq