საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

1946 წლის 9 მაისს ტახტიდან გადადგა ვიტორიო ემანუელე III - იტალიის მეფე

ვიტორიო ემანუელე III (იტალ. Vittorio Emanuele III) (11 ნოემბერი 1869 - 28 დეკემბერი 1947) იყო სავოის დინასტიიდან. იტალიის მეფეა 1900 - 1946 წლებში, ეთიოპიის იმპერატორი 1936 - 1943 წლებში და ალბანეთის მეფე 1939 - 1943 წლებში. უმბერტო I-სა და მარგარიტა გენუეზიელის ვაჟი. იქორწინა  1896 წელს ელენეზე, ალბანეთის მეფის, ნიკოლოზ I-ის ასულზე.

ვიტორიო ემანუელე გამეფდა ანარქისტების მიერ მისი მამის მკვლელობის შემდეგ. წინამორბედებთან შედარებით მას კარგი განათლება ჰქონდა მიღებული: ორიგინალში კითხულობდა ძველ რომაელ პოეტებს, კარგად იცოდა გეოგრაფია, ისტორია, უკრავდა ფორტეპიანოზე. იგი გატაცებული იყო ნადირობით, თევზაობით, ფოტოგრაფიით და ნუმიზმატიკით. მას ჰქონდა მონეტების მსოფლიოში ერთერთი უდიდესი კოლექცია.

ვიტორიო ემანუელემ სახელმწიფო საქმიანობაში თავი ფრთხილ პოლიტიკოსად გამოავლინა. მან შეასუსტა რადიკალების წინააღმდეგ რეპრესიები, ზრუნავდა საგადასახადო და სასამართლო სისტემების დახვეწაზე.  1911 წელს, ნაციონალისტების გავლენით, მან თურქეთის წინააღმდეგ დაიწყო ომი, რაც ტრიპოლისა და კირენაიკის ოკუპაციით დამთავრდა. საგარეო პოლიტიკაში მეფე თანდათან შორდებოდა გერმანიას და ავსტრო-უნგრეთს და უახლოვდებოდა ანტანტას - 1915 წლის მაისში ჩაება ომში ანტანტის მხარეს.

შემდეგ წლებში იტალიის არმია რამდენიმეჯერ მძიმედ დამარცხდა, და მხოლოდ მოკავშირეთა დახმარებამ გადაარჩინა იტალიის ფრონტი. ამის გამო პარიზის კონფერენციაზე იტალიის როლი უმნიშვნელო იყო, და მიიღო ნაკლები ვიდრე ელოდა, მხოლოდ ტრენტინო, ალტო ადიჯე, ისტრია და ტრიესტი, დალმაციაზე და ფიუმეზე მოკავშირეებმა უარი უთხრეს.  ვიტორიო ემანუელე  მიიჩნევდა, რომ ”იტალიას მოპარეს გამარჯვება”.

ომის შემდეგ ქვეყანა მოიცვა სოციალისტურმა და ეროვნულმა მოძრაობებმა. ვიტორიო ემანუელე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სერიოზულად განიცდიდა იტალიის მონარქიის ბედს. 1922 წელს ფაშისტებმა რომი აიღეს. მეფემ გადატრიალებას ხელი არაფრით არ შეუშალა, თუმცა არმია მის მხარეზე იყო და მზად იყო პუტჩი შეეჩერებინა. ოქტომბერში მეფემ მუსოლინი პრემიერ-მინისტრად დანიშნა და საგანგებო უფლბები მიანიჭა.

იტალიამ რამდენიმე წლით დაისვენა სოციალისტებისგან, მონარქია გადარჩა, მაგრამ მეფეს აღარ დარჩა ძალაუფლება. 30-ანი წლების დასაწყისისთვის მეფე უკვე აღარ მონაწილეობდა ქვეყნის არც პოლიტიკურ არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვიტორიო ემანუელე დაკავებული იყო ნადირობით, თევზაობით და წიგნების კითხვით. იგი მხარს უჭერდა მუსოლინის პოლიტიკას, მათ შორის ანტიკომინტერნის პაქტის ხელმოწერას და მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მხარეზე ჩართვას.

მეფესა და დუჩეს შორის განხეთქილება მხოლოდ 1943 წელს მოხდა. ამ დროს ვიტორიო ემანუელემ, რომის პაპის შუამავლობით დაიწყო ინგლისთან და ამერიკასთან მოლაპარაკებები. მათ დაპირდნენ იტალიაში მონარქიის შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი იგი დაიწყებდა ახალ ომს გერმანიის წინააღმდეგ. ივლისში მეფემ მუსოლინის მოსთხოვა დიდი ფაშისტური კრების მოწვევა, რომელზეც დუჩემ ვერ მიიღო პარტიის მხარდაჭერა და უნდა გადამდგარიყო. ვიტორიო ემანუელემ იგი დაითხოვა, მაგრამ ფაშისტური რეჟიმი არ შეუცვლია, შენარჩუნდა ცენზურა და სხვა პარტიების აკრძალვა და არ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

3 სექტემბერს ხელი მოეწერა ინგლისთან და აშშ-სთან ზავს, რამდენიმე დღეში კი გერმანულმა არმიამ მოახდინა იტალიის ოკუპაცია. მეფე ოჯახთან ერთად რომიდან ბრინდიზიში გაიქცა, სადაც მას ამერიკის ჯარი იცავდა. რომში იგი მხოლოდ 1944 წელს, მოკავშირეთა არმიასთან ერთად დაბრუნდა. მეფემ ქვეყნის მართვა ვაჟს, უმბერტოს გადასცა და ჩამოშორდა საქმეებს. 1946 წლის 9 მაისს კი ოფიციალურად უარი თქვა ტახტზე შვილის სასარგებლოდ. თუმცა ამ ნაბიჯმა ვერ გადაარჩინა მონარქია და 2 ივნისის რეფერენდუმზე უმეტესობამ ხმა რესპუბლიკის გამოცხადებას მისცა. ვიტორ ემანუელე გარდაიცვალა შემდეგ წელს ეგვიპტეში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
gaq